пятница, 30 августа 2013 г.

ვიკინგები ფარერის კუნძულების პირველი კოლონიზატორები არ ყოფილან


ახალი კვლევის თანახმად, ფარერის კუნძულები გაცილებით უფრო ადრე იყო კოლონიზებული, ვიდრე აქამდე მიაჩნდათ და კოლონიზატორები ვიკინგები არ ყოფილან.


ახალმა არქეოლოგიურმა მტკიცებულებამ ცხადყო, რომ ადამიანთა კოლონიზაციის ფაქტს ადგილი ჰქონდა ჯერ კიდევ ჩვენი წელთაღრიცხვით მე-4 – მე-6 საუკუნეებში, რაც სულ მცირე 300-500 წლით ადრე მოხდა, ვიდრე აქამდე, მკვლევარების მიერ იყო წარმოდგენილი.

დიურჰემის უნივერსიტეტის დოქტორ მაიკ ჩარჩისა და ფარერის კუნძულების ეროვნული მუზეუმის თანამშრომლის - საიმან არჯის მიერ წარმოებული კვლევა მრავალდისციპლინარული პროექტის - ,,ატლანტიკის გული" - ფარგლებში, Quaternary Science Reviews-ში გამოქვეყნდა.

კვლევა წინააღმდეგობაში მოდის გაცილებით უფრო ფართო ჩრდილო ატლანტიკის რეგიონში ადამიანთა დასახლების ბუნაბასთან, მასშტაბებთან და დროსთან მიმართებაში და გულისხმობს მსგავსი კუნძულების ჯგუფის კოლონიზაციას მთელს მსოფლიოში.

ფარერის კუნძულებზე დასახლება წარმოადგენდა ევროპელი ხალხის გავრცელების პირველ ეტაპს ჩრდილოეთ ატლანტიკის მთელს ტერიტორიაზე, Shetland-ის კუნძულების ზემოთ, რამაც კულმინაციას მიაღწია ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის სანაპიროებზე, ჩვენი წელთაღრიცხვით მე-11 საუკუნეში, კოლუმბის საყოველთაოდ ცნობილ მოგზაურობამდე დაახლოებით 500 წლით ადრე.

წყაროThe Vikings were not the first colonizers of the Faroe Islands

წყაროThe Faroe Islands were colonised much earlier than previously believed, and it wasn't by the Vikings, according to new research.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий