ტელომერაზას სტრუქტურის რუკა დაეხმარება მეცნიერებს ამ ფერმენტის მოქმედების მექანიზმის შესწავლაში, კიბოსა და სიბერით გამოწვეული დაავადებების სამკურნალო წამლების შექმნაში.
აღნიშნული კვლევა ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლის ფარგლებში ჩატარდა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი კვლევა: 1000 მეცნიერმა მთელ მსოფლიოში შეაგროვა და დაამუშავა 200 ათასზე მეტი ადამიანის სისხლის ანალიზი.
ამ მასშტაბური სამუშაოს შედეგების გამოსაცხადებლად მეცნიერები უკვე მზად არიან. აღმოჩნდა, უპირველეს ყოვლისა, რომ ტელომერულ დნმ-ს შორის გასხვავება უკავშირდება ტელომერის სიგრძეს, აგრეთვე კიბოს სხვადასხვა სახეობებით დაავადების რისკს. მოულოდნელი აღმოჩენა იყო ის, რომ დაავადების გამომწვევი დნმ-ის ვარიანტები არ არის იმის ანალოგიური, რომელიც ტელომერის სიგრძეს ცვლის. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ტელომერაზა გაცილებით უფრო რთულ როლს თამაშობს, ვიდრე ეს აქამდე იყო მიჩნეული. ეს გარემოება, ერთი მხრივ, ტელომერაზას საიდუმლოს გახსნის პროცესს ართულებს, მაგრამ, მეორე მხრივ, ტელომერაზას მექანიზმის გამოვლენამ შეიძლება გადაჭრას ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემა.
როგორც ჩანს, ტელომერაზას ფერმენტი მართლაც არის ადამიანის ორგანიზმის 50 ტრილიონი უჯრედის მართვის გასაღები. თითოეულ უჯრედს აქვს ტელომერას დამცავი თალფაქით დაბოლოებული 46 ქრომოსომა. უჯრედის ყოველი გაყოფისას ტელომერი მოკლდება. საბოლოო ჯამში კი იმდენად მოკლდება, რომ ქრომოსომას ვეღარ იცავს და უჯრედი იღუპება. კიბოს უჯრედი ტელომერაზას დამოუკიდებლად აწარმოებს, ანუ ტელომერს აგრძელებს და ამიტომაც მარადიულ ახალგაზრდობას ინარჩუნებს. თუ მოხერხდა იგივე ხერხის გამოყენება ჩვეულებრივი უჯრედის მიმართ, მაგრამ ისე, რომ ის კიბოს უჯრედებად არ იქცეს, „მარადიული" ახალგაზრდობა ფანტასტიკა აღარ იქნება.
ტელომერაზას სტრუქტურის გაშიფრვა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კიბოს სხვადასხვა სახეობის განვითარების რისკის ზუსტი პროგნოზისაკენ. ეს ასევე დაეხმარება მეცნიერებს საკვანძო წერტილების მოძებნაში ტელომერაზას გამაახალგაზრ¬დავებელ ფუნქციებზე კონტროლის დაწესების მიზნით.
დაბოლოს, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ფერმენტების შესწავლის სფეროში დაიწყო, ფაქტობრივად, სრულიად ახალი და პრაქტიკული თვალსაზრისით ძალზედ პროდუქციული ეტაპი.

Комментариев нет:
Отправить комментарий