მთვარის გრავიტაცია მოქცევა-მიქცევის სადღეღამისო ციკლს ქმნის. ეს პროცესი ანელებს პლანეტის ბრუნვას საკუთარი ღერძის გასწვრივ და აიძულებს მთვარეს დაშორდეს დედამიწას დაახლოებით 3,8 სმ წელიწადში. თუ ვივარაუდებთ, რომ მთვარის დაშორების ტემპი ყოველთვის ერთნაირი იყო, მაშინ მთვარის ორბიტის დაშორების მიხედვით შეიძლება თანამგზავრის ასაკის გამოთვლა – მივიღებთ დაახლოებით 1,5 მილიარდ წელს. მაგრამ ცხადია, რომ ეს რიცხვი არასწორია, ვინაიდან მთვარის ზოგიერთი ქანის ასაკი გაცილებით უფრო ასაკოვანია – 4,5 მილიარდი წელი, რაც თანაზომადია დედამიწის ასაკთან.
მეტიუ ჰუბერმა და მისმა კოლეგებმა შეისწავლეს 50 მილიარდი წლის წინ არსებული ოკეანეების ფსკერი და კონტინენტების კონტურები. ამის შედეგად მოხერხდა ძველი მოქცევა-მიქცევის ზუსტი მოდელის შექმნა და, ამგვარად, დედამიწისა და მთვარის გრავიტაციული ურთიერთმოქმედების გაანგარიშება. აღმოჩნდა, რომ ძველად ამ ურთიერთმოქმედების ენერგია დღევანდელის მხოლოდ ნახევარს შეადგენდა.
ეს კი ნიშნავს, რომ მთვარე დედამიწას მზარდი სიჩქარით შორდება; ჯერ-ჯერობით ამ მოვლენის მიზეზი ბოლომდე გასაგები არ არის. შესაძლოა, რომ ეს განპირობებულია იმით, რომ ახლა ატლანტიკის ოკეანეს ჩრდილო ნაწილი გაცილებით უფრო ფართოა, ვიდრე 50 მილიონი წლის წინ. ამის გამო წარმოიქმნება ძალიან დიდი ტალღები და მაღალი მოქცევა, რის გამოც მთვარე უფრო ძლიერად განიზიდება.

Комментариев нет:
Отправить комментарий