აღმოჩნდა, რომ ბევრი ზღვის პროდუქტი, რომელიც მიჩნეულია ეკოლოგიურად სუფთად და სასარგებლოდ, გაჟღენთილია ტოქსინებით – ესაა, უპირველეს ყოვლისა, პლასტიკის კომპონენტები.
ასეთ უსიამოვნო დასკვნამდე მივიდნენ ჰავაის უნივერსიტეტის (მანოა) მეცნიერები. მეცნიერებმა ჰავაის კუნძულების გარშემო დიდი მტაცებელი თევზების ქცევის შესწავლის პროცესში აღმოაჩინეს, რომ ზღვის მტაცებლები ადამიანის მიერ ზღვაში ჩაგდებულ უამრავ პლასტიკმა და ნაგავს ყლაპავენ.

სგავსი კვლევა ადრეც ჩატარებულა, მაგრამ ადრე მეცნიერები მხოლოდ ყველაზე შესამჩნევი კარცეროგენების დაგროვების თემას ეხებოდნენ. ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ პრობლემა გაცილებით უფრო სერიოზულია, ვიდრე ეს ადრე იყო მიჩნეული. საჭიროა მეტი ყურადღების დათმობა მიწისქვეშა წყლებში ზღვის ნაგვიდან ტოქსინების გავრცელების საკითხისათვის, აგრეთვე იმ საკვები ჯაჭვისათვის, რომლის შედეგად საშიში „ქიმია" შეიძლება სასადილო მაგიდასთან მოხვდეს.
კვლევის 6-წლიანი პერიოდის განმავლობაში მეცნიერებმა ღია ოკეანეში მცხოვრები 10 მტაცებელი სახეობის 595 თევზის კუჭის შიგთავსი შეისწავლეს. შედეგად 10 სახეობის თევზიდან 7-ის კუჭში აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა სახის ნაგავი.
ასე, თევზის ერთ-ერთი სახეობა – Lampris guttatus – საკვებად გამოიყენება არა მარტო ჰავაის კუნძულებზე, არამედ მთელ მსოფლიოში. ამ სახეობის 140 შესწავლილი თევზიდან 58%-ის კუჭში ნაგავი აღმოაჩინეს. მსხვილი თევზების კიდევ ერთი წარმომადგენლის – Alepisaurus ferox შემთხვევაში ეს მაჩვენებელი შედარებით უფრო დაბალი იყო – 30%. მართალია, თევზის ამ სახეობას საკვებად შედარებით იშვიათად იყენებენ, მაგრამ ის გავრცელებულია მსოფლიო ოკეანეში და ასახავს, გარკვეულწილად, გლობალურ სურათს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ზღვის მტაცებელ თევზთა დაახლოებით ნახევრის ქსოვილი შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომელთა ზემოქმედება ადამიანზე სათანადოდ შესწავლილი არ არის. მაგრამ პრაქტიკულად ეჭვს გარეშეა, რომ პლასტიკი და მისი დაშლის პროდუქტები ჯანმრთელობას ვერ გააუმჯობესებს.
სამწუხაროდ, ნაგავი ოკეანეში უკვე სერიოზულ პრობლემად იქცა. პლასტიკის ნამტვრევებს, დაღვრილ ნავთობსა და სხვა საშიშ „ქიმიას" ყლაპავენ ზღვის ჩიტები, ზღვის კუ, პატარა თევზები და ფსკერის ისეთი ეკლიანებიც კი, როგორიცაა ზღვის კიტრი. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ოკეანეში პლასტიკის ნაგვის რაოდენობის ზრდის ნეგატიური ეკოლოგიური შედეგები არაერთმა კვლევამ დაადასტურა, დიდი თევზების მიერ პლასტიკის ჩაყლაპვის ფაქტი მხოლოდ რამდენიმე დაკვირვებით არის დაფიქსირებული.
ახალმა კვლევამ მეცნიერები გააკვირვა: ყველაზე ხშირად პლასტიკი გვხვდება ღრმა წყლის თევზთა კუჭში, თუმცა ადრე მიჩნეული იყო, რომ ისინი ნაკლებ პლასტიკს ყლაპავენ, ვიდრე ზედაპირთან უფრო ახლოს მცხოვრები თევზი. როგორც ჩანს, ღრმა წყლის თევზი პლასტიკს ყლაპავს ზედაპირთან ამოსვლისას. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ღრმა წყლის მტაცებელი პლასტიკის ნაგავს იშვიათად არჩევს, ამიტომ თითქმის ყოველთვის ეტანება უჩვეულო „ნადავლს". არც ისაა გამორიცხული, რომ დროთა განმავლობაში პლასტიკი თავად იძირება და ეკოსისტემას წამლავს.
თევზის ორგანიზმში პლასტიკის მოხვედრის შედეგები ჯერ-ჯერობით ცუდად არის შესწავლილი. მეცნიერებმა არ იციან, რამდენად დიდხანს რჩება თევზის ქსოვილში პლასტიკის დაშლის პროდუქტები და შესაძლოა თუ არა თევზის პროდუქტით ადამიანის ორგანიზმში მოხვდეს. ბევრი სინთეზური მასალა ზღვის წყლიდან ქლორ-ორგანულ პესტიციდებს, მძიმე ლითონებსა და ნავთობის ნახშირწყალბადს შთანთქავს. თუ ეს კანცეროგენები თევზის ხორცით შეიძლება ადამიანის ორგანიზმში მოხვდეს, ამას მოჰყვება მოწამვლა და ონკოლოგიური დაავადების პროვოცირება.

Комментариев нет:
Отправить комментарий