среда, 28 августа 2013 г.

მექსიკური სმარტფონი უახლოესი პოლიციელის გამოძახებას უზრუნველყოფს


მექსიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტრომ შეიმუშავა ორიგინალური პროგრამა სმარტფონისათვის, რომელიც იძლევა პოლიციის სასწრაფოდ გამოძახების საშუალებას. პროგრამა მოწყობილია ისე, რომ ზარი იგზავნება უახლოეს ქვეგანყოფილებაში, რაც ოპერატიული რეაგირების საშუალებას უზრუნველყოფს.
პროგრამას „Mi Policia" ჰქვია და ის Android ოპერაციული სისტემით მუშაობს. პროგრამა აბონენტის ადგილმდებარეობას აფიქსირებს და აღნიშნავს მას ელექტრონულ რუკაზე – Google Maps. აქვე განლაგებულია ინფორმაცია ქალაქის ამ უბნის პოლიციელთა და მათ მეთაურთა სახელების შესახებ. პროგრამას მხოლოდ ორი მართვის ღილაკი აქვს: პირველზე დაჭერისას ზარი გადის უახლოესი პოლიციური უბნის ნომერზე. მეორე ღილაკს მსგავსი ფუნქცია მაქვს, მაგრამ ადგილმდებარეობის მისამართი ხელით იკრიბება.
პროგრამა „Mi Policia" აქტუალური და სასარგებლოა როგორც მექსიკის, ისე სხვა მრავალი ქვეყნისათვის. ტურისტებს, უპირველეს ყოვლისა, მოუწევს ამ პროგრამის ჩატვირთვა, სხვაგვარად პოლიციის გამოძახების ამ მოსახერხებელ და მარტივ საშუალებას ისინი ვერ გამოიყენებენ. ჯერ-ჯერობით პროგრამას არ შეუძლია ავტომატურად ზარის გადამისამართება უახლოესი პოლიციური უბნიდან სხვა უბანზე, მაგრამ, დაპირების თანახმად, ეს ნაკლი გასწორდება მომდევნო ვერსიაში, რომელიც შეძლებს ზარის გადართვას უახლოესი პოლიციური უბნიდან სხვა უბანზე, თუ პირველის ხაზი, მაგალითად, დაკავებულია. გარდა ამისა, გარკვეულ შეშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ პროგრამა ხელმისაწვდომს ხდის აბონენტის პერსონალურ მონაცემებს, მაგალითად, კონტაქტების სიასა და ელექტრონულ ფოსტას.
პროგრამა „Mi Policia" საინტერესო მაგალითია ფართოდ გავრცელებული მაღალტექნოლოგიური მოწყობილობის (სმარტფონისა და პლანშეტის) გამოყენებისა მოქალაქეთა პირადი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. თუმცა, მექსიკაში „Mi Policia"-ის ეფექტურობა სათუოა – აქ სმარტფონი მხოლოდ კარგი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს აქვს, რომლებიც არ ცხოვრობენ მძიმე კრიმინოგენული ვითარების რაიონებში. გაურკვეველია აგრეთვე, მოინდომებენ თუ არა მოქალაქეები კორუმპირებულ პოლიციელებთან დაკავშირებას. მაგალითად, 2009 წელს მექსიკის დედაქალაქის პოლიციამ 460 მლნ. დოლარი დახარჯა ქალაქში მართვის ცენტრებისა და 8 ათასი ვიდეოკამერის დასაყენებლად. თუმცა ამის შედეგად ძალადობის დონე მექსიკის დედაქალაქში შესამჩნევად არ შემცირებულა.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий