ბაზარზე პირველად გამოჩნდა სპორტული ელექტრომობილი, რომლის აწყობაც ადამიანს დამოუკიდებლად შეუძლია.
მძლავრი სპორტული ავტომობილი, რომლებიც რამდენიმე წამში ასობით კილომეტრ სიჩქარეს რომ კრეფს, დიდი ხანი მხოლოდ მდიდარი ენთუზიასტებისათვის იყო ხელმისაწვდომი. მაგრამ, როგორც ჩანს, ძვირად ღირებულ, არაპრაქტიკულ "ბენზინის მშთანთქავს" სპორტული ელექტრომობილი შეცვლის.
მძლავრი სპორტული ავტომობილი, რომლებიც რამდენიმე წამში ასობით კილომეტრ სიჩქარეს რომ კრეფს, დიდი ხანი მხოლოდ მდიდარი ენთუზიასტებისათვის იყო ხელმისაწვდომი. მაგრამ, როგორც ჩანს, ძვირად ღირებულ, არაპრაქტიკულ "ბენზინის მშთანთქავს" სპორტული ელექტრომობილი შეცვლის.
ბირმინგჰემის უნივერსიტეტისა და კომპანია Westfield Sportscars Ltd ენთუზიასტი ინჟინრები მზად არიან მსურველს გაუგზავნონ კომპლექტი სარბოლი ელექტრომობილის, სახელწოდებით „iRacer" ასაწყობად. ამ დაახლოებით 20 ათასი დოლარის ღირებულების კომპლექტში შედის სპორტული მანქანის ასაწყობად საჭირო ყველა დეტალი, გარდა ძალური დანადგარისა.
სარბოლი ელექტრომობილის, iRacer-ის, აწყობა შესაძლებელია დამოუკიდებლად. ეს პირველი ხელმისაწვდომი ელექტრომობილია, რომელიც ღირსეულ კონკურენციას გაუწევს "დამუხტულ" სერიულ ავტომობილთა უმრავლესობას.
გადაწყვეტილება ძრავის შერჩევის თაობაზე თავად მომხმარებელმა უნდა მიიღოს: ზოგს ურჩევნია მეტი მანძილის გავლა ნაკლები სიჩქარით, ზოგს კი, პირიქით, –მაქსიმალური სიჩქარის აკრეფა, თუმც ნაკლები ნაკლები სავალი სვლით. iRacer გათვლილია ძალური დანადგარის ფართო დიაპაზონზე, მათ შორის ტრადიციულ ბენზინის ძრავებზე, ჰიბრიდული ტრანსმისიის მქონე ბენზინის ძრავაზე ან მთლიანად ელექტროძრავებზე, ასე რომ, ადამიანს თავად შეუძლია გადაწყვიტოს, თუ როგორი ძრავი ურჩევნია. ეს საკმაოდ საინტერესო კონცეფციაა; სამწუხაროა, რომ სერიული ავტომობილის მწარმოებლები მსგავს არჩევანს არ გვთავაზობენ. ამის წყალობით შესაძლებელი იქნებოდა, მაგალითად, რამდენიმე წლის ნახმარ ავტომობილში "მეორე სიცოცხლეს" ჩაბერვა – ელექტომობილად გადაკეთება.
რაც შეეხება iRacer-ს, მთლიანად ელექტროვერსიისთვის რეკომენდებულია ორი 25 კგ-იანი ელექტროძრავა YASA-750 132 ცხენის ძალის სიმძლავრით. ეს ბევრია არ არის, მაგრამ ამ ძრავას დიდი ბრუნვის მომენტი აქვს – 745 ჰ/მ. 200 კილოგრამიანი ლითიუმ-ფოსფრტური ბატარეით iRacer სულ რაღაც 770 კგ იწონის და 100 კმ/სთ სიჩქარეს 5 წამზე ნაკლებ დროში კრეფს. მაქსიმალური სიჩქარე ელექტროწევით 185 კმ-სთ შეადგენს. iRacer-ის ბატარეიის ტევადობა 23 კვტ∙სთ შეადგენს; ეს დაახლოებით 20-25-წუთიანი რბოლაა.
შესადარებლად აღვნიშნოთ, რომ Ferrari California-ის როდსტერი 1630 კგ იწონის, 100 კმ/სთ სიჩქარეს 4 წამზე ნაკლებ დროში კრეფს. მისი ძრავის სიმძლავრეა 490 ცხენის ძალა, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე – 312 კმ/სთ. მწარმოებლის განცხადებით, 78 ლიტრის ტევადობის ბაკით Ferrari California 600 კილომეტრამდე მანძილის გავლა შეუძლია.
როგორც ვხედავთ, სახელგანთქმული მწარმოებლის სპორტულ მანქანასთან შედარებას გარაჟში აწყობილი iRacer აშკარად ვერ უძლებს. ამის მიუხედავად, ელექტრული ავტომობილი გაცილებით უფრო იაფია; მისი მომსახურება შეუდარებლად უფრო მარტივი და იაფია. ამასთანავე, ის საკმარისად სწრაფია, ეკოლოგიურად სუფთა; მისი მფლობელი მეზობლებს ძრავის ხმაურით არ შეაწუხებს.
Комментариев нет:
Отправить комментарий