თავის ტვინის შიგნით უწყვეტად მიმდინარეობს გამალებული ბრძოლა გავლენის მოსაპოვებლად, რაც წააგავს აჟიოტაჟს სოციუმში პოლიტიკური კამპანიის დროს. რამდენიმე კანდიდატი, რომელთაგანაც თითოეულს უამრავი მომხრე ჰყავს, დაპირისპირებულ ბანაკს ქმნის, ხოლო კიდევ ვიღაც სხვა ცდილობს ალიანსის ან ერთობლივი და შეთანხმებული მუშაობის ილუზიის შექმნას.
ზუსტად ასე იქცევიან ნეირონები, რომლებიც ანატომიურად ცალკეულ ქსელებს ქმნიან. ასეთ გაერთიანებათა გავლენა ნეიტრონული აქტივობის დინამიკაზე პირველად იქნა შესწავლილი. ორმა მკვლევარმა პიტსბურგის უნივერსიტეტიდან მათემატიკური მოდელირების მეშვეობით აღმოაჩინა, რომ ნეირონების გაერთიანება გარკვეულ მიზნებს ისახავს. კერძოდ, ნეირონები ცდილობენ თავის ტვინში კონკრეტული შედეგების მიღწევას და ნერვულ სისტემაზე კონტროლის დამყარებას, რათა სასურველ ქცევას მიაღწიონ. კვლევის შედეგები ჟურნალ „Nature Neuroscience"-ის ნოემბრის გამოშვებაში გამოქვეყნდება. ბრენტ დოირონმა, მათემატიკის კათედრის ასოცირებულმა პროფესორმა, და დოქტორატმა, აშოკ ლიტვინ-კუმარმა, შეიმუშავეს ნეირონების კლასტერული ქსელის მოდელი რთულ მათემატიკურ განტოლებათა მეშვეობით. როგორც აღმოჩნდა, თავის ტვინში მიმდინარე პროცესების მსვლელობისას ხდება „კანდიდატების შერჩევა". სწორედ ასე იქმნება კლასტერები. თითოეულ „კანდიდატს" ჰქავს თავისი მომხრეები – ნეიტრონთა ქსელი. ეს ბრძოლა მიმდინარეობს საკონკურსო ველზე – თავის ტვინის ქერქში. მათემატიკური მოდელი ცხადყოფს, რომ ნეიტრონების ცალკეული გუნდები ძალიან მაღალი აქტიურობით გამოირჩევა, ისინი ლიდერობენ და იმორჩილებენ დანარჩენებს. როცა მკვლევარებმა ამ ქსელიდან რამდენიმე ჯგუფის შესარჩევად სტიმულაცია გამოიყენეს, კონკურენცია სწრაფად გახდა გაუწონასწორებელი – ერთ-ერთმა „მხარემ" უპირატესობას მიაღწია. სტიმულაციამ ისეთივე როლი ჰქონდა, როგორც დაფინანსებას საარჩევნო კამპანიის პერიოდში: სტიმულირებული უჯრედების მიერ ნერვულ სისტემაზე კონტროლის დამყარების შანსი მკვეთრად გაიზარდა. თუ სტიმული არ იყო, გამარჯვებისა და დამარცხების თანაფარდობა თითქმის შემთხვევითი იყო – ესა თუ ის კლასტერი წარმატებას აღწევდა ან ლიდერის პოზიციას კარგავდა თითქმის შემთხვევითი წესით. აღსანიშნავია, რომ ადრეული, არაკლასტერული მოდელები ფარგლებში ამ დინამიკის ვერ აღწერა ვერ ხერხდებოდა, ხოლო ეს ახალი მოდელი იძლევა სპონტანური ნეირონული აქტივობის წარმოქმნისა და მოქმედების ახსნის საშუალებას. „კომპიუტერისაგან განსხვავებით, რომელიც არაფერს აკეთებს, თუ მას კონკრეტული დავალება არა აქვს, თავის ტვინი ძალიან ცვალებადია. მასში მუდვივი „პოლიტიკური ბრძოლა" მიმდინარეობს, მაშინაც კი, როცა მიმდინარე ამოცანა დასმული არ არის, – განაცხადა დოირონმა. – ამ ბრძოლის შედეგად ხდება ცალკეული ფრაქციების კონსოლიდაცია და კონკრეტული ქსელებს შორის მუდმივი კავშირის შენარჩუნება. ამას გადაწყვეტი მნიშვნელობა აქვს თავის ტვინის სწორი ფუნქციონირებისათვის".

Комментариев нет:
Отправить комментарий