პიტსბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს იპლანტირებადი ნეირონული ინტერფეისი, რომელიც შეიძლება მიუერთდეს უშუალოდ ცალკეულ ნეირონებს.ტექნოლოგია ეფუძნება ზეთხელ ნახშირბადიანი ბოჭკოს გამოყენებას. ის დაფარულია ქიმიური ნივთიერებებით, რომლებიც იცავს ნეიროინტერფეისს მოწყვეტისაგან ადამიანის თავის ტვინის მიერ.
დაახლოებით 7 მკმ დიამეტრის მქონე პაწაწინა ძაფი შეიძლება მიუერთდეს ცალკეულ ნეირონს. სავარაუდოდ მსგავსი ნეიროინტერფეისის მეშვეობით შესაძლებელი იქნება ელექტრონული მოწყობილობის შეთავსება უშუალოდ ადამიანის ნერვულ სისტემასთან. ამასთანავე, ცალკეული ნეირონების დონე გულისხმობს ფაქტობრივად შეუზღუდავ შესაძლებლობებს: პარალიზებული კიდურების „გაცოცხლებიდან" ისეთი რთული მანქანების მართვამდე, რომლებიც გახდება ადამიანის სხეულის გაგრძელება ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.
მეცნიერებს სურთ ისეთი ნეიროინტერფეისის შექმნა, რომელიც შეძლებს ადამიანის სხეულში შეუფერხებლად მუშაობას 70 წლის განმავლობაში. ამისათვის საჭიროა ისეთი მასალის შერჩევა, რომელიც ათწლეულების მანძილზე ინარჩუნებს ფუნქციონირების უნარს და არ იქნება მოწყვეტილი იმუნური სისტემის მიერ. ამ პრობლემის გადასაწყვეტად ამერიკელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს კომპლექსური კომპოზიტური ელექტროდი, რომელიც შედგება ნახშირბადიანი ბოჭკოვანი გულარისაგან და პოლიპარაქსილენისა და პოლითიოფენის თხელაფსკიანი საფარისაგან. ამის შედეგად მოხერხდა იმპლანტატის შექმნა, რომელიც მთელი რიგით უფრო მცირე ზომისაა, ვიდრე ნეირონული აქტივობის ჩამწერი თანამედროვე ელექტროდები. უფრო მეტიც, ახალი ელექტროდის თავსებადობა თავის ტვინთან უფრო მაღალია: ის ნაკლებ მექანიკურ დაზიანებასა და იმუნურ რეაქციას იწვევს.
ამჟამად მიმდინარეობს ახალი ნეიროინტერფეისის გამოცდა ვირთაგვებზე. ცდებმა ტექნოლოგიის პერსპექტიულობა უკვე დაადასტურა. კერძოდ, არ აღინიშნება ნერვული ქსოვილის რაიმე გრძელვადიანი ცვლილება და იმპლანტატის დეგრადაცია. გარდა ამისა, ნეიროინტერფეისი იძლევა სიგნალის წაკითხვის საშუალებას საოცარი შერჩევითობით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია – მაგალითად, პროთეზის ზეზუსტი

Комментариев нет:
Отправить комментарий