წარმატებული ადამიანი რომ გახდე, აუცილებელია, უპირველეს ყოვლისა, მომავლის წინაშე შიშის, საკუთარი იმედების, სურვილებისა და გეგმების განხორციელების შესაძლებლობის, აგრეთვე საკუთარი ძალის რწმენის უქონლობის დაძლევა. როგორ შეიძლება დავეხმაროთ პესიმიზმისა და უიღბლობის ტყვეობაში აღმოჩენილ ადამიანს? ფსიქოლოგთა აზრით, დასაწყისისათვის საჭიროა საკუთარი თვითშეფასების ამაღლება – ეს ყველაზე ეფექტური ხერხია. გთავაზობთ ამის მიღწევის რამდენიმე ხერხს.
პესიმისტს, რომელიც წინასწარ განაწყოს საკუთარ თავს წარუმატებლობაზე, ცხოვრებაში წარმატების მიღწევა არ ძალუძს. ცუდი, დაქვეითებული, უიმედო გუნება-განწყობილება აქარწყლებს ნებისმიერ ოდნავ მაინც პოზიტიურ ემოციას, კიდევ უფრო აქვეითებს პესიმისტის ისედაც დაბალ თვითშეფასებას, კიდევ უფრო ასუსტებს ასეთი ადამიანის ფსიქოლოგიურ დაცულობას.
როგორ შეიძლება დავეხმაროთ პესიმიზმისა და უიღბლობის ტყვეობაში აღმოჩენილ ადამიანს? ფსიქოლოგთა აზრით, დასაწყისისათვის საჭიროა საკუთარი თვითშეფასების ამაღლება – ეს ყველაზე ეფექტური ხერხია. გთავაზობთ ამის მიღწევის რამდენიმე ხერხს:
1 ნუ შეაფასებთ ძალიან მკაცრად საკუთარ თავსა და საკუთარ თვისებებს, უნარებს (ოდნავ მაინც გაანებივრეთ საკუთარი თავი, რაღაც შეღავათი მიეცით). შეეცადეთ ყველა შესაძლო ხერხით გათავისუფლდეთ საკუთარი თავის ნეგატიური შეფასებისაგან. უნდა გვახსოვდეს, რომ ზოგჯერ კრიტიკის შედეგად ადამიანი „იციკლება" სწორედ იმ აზრებზე, რომელთაგანაც გათავისუფლებას ცდილობს.
2 დაუშვებელია საკუთარი თავის მუდმივად შედარება ნაცნობებთან, კოლეგებთან. გახსოვდეთ, რომ პლუსები და მინუსები ყველა ადამიანს აქვს (თქვენი ჩათვლით).
3 შეეცადეთ აღმოაჩინოთ საკუთარ თავში ის კარგი, რაც განგასხვავებთ სხვებისაგან. ამასთანავე, ნუ უარყოფთ საკუთარ შესაძლებლობებსა თუ ღირსებებს ან ნუ მისცემთ ამის საბაბს სხვებს.
4 შეიყვარეთ საკუთარი თავი! თუ ადამიანს საკუთარი თავი უყვარს, პატივს სცემს საკუთარ თავს, ის ამით ქმნის გარკვეულ პოზიტიურ თვითგანწყობას, რომელიც ხელს უწყობს უფრო თბილი, ღია ურთიერთობის დამყარებას გარშემო მყოფ ადამიანებთან.
5 შეეცადეთ ურთიერთობათა წრის გაფართოებას. ნუ დაემალებით ადამიანებს საკუთარი კომპლექსების „ბაქნის" ქვეშ. კიდევ უფრო დაუშვებელია ადამიანებთან კონტაქტის დამყარების უნარის თუ სურვილის არქონის ახსნა ამ კომპლექსებით. გახსოვდეთ, რომ დედამიწაზე პრაქტიკულად არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელსაც საკუთარ თავში ეჭვი არ შეჰპარვია, თუმცა უმრავლესობას ეს ეჭვი სულაც არ უშლის.
6 ნუ მოგერიდებათ და გაუზიარეთ თქვენი პრობლემები კარგ, სანდო მეგობარს – პრობლემის სიტყვიერი ჩამოყალიბების („ვერბალიზეციის") შედეგად ადამიანი თავისუფლდება მძიმე განცდათა დიდი ნაწილისაგან. შესაძლოა, რომ მეგობრისგან არა მარტო თანაგრძნობას, არამედ კარგ რჩევასაც მიიღებთ. გარდა ამისა, მსგავსი გულახდილი საუბარი მეგობრობის მხოლოდ განამტკიცებს, რაც, თავის მხრივ, აგრეთვე უწყობს ხელს თვითშეფასების ამაღლებას.
7 თუ ასეთი სანდო მეგობარი არ გყავთ, ანდეთ ყველა თქვენი პრობლემა... ქაღალდის სუფთა ფურცელს. ამის შედეგად შეძლებთ საკუთარი პრობლემების, საკუთარი შესაძლებლობების სხვა კუთხით დანახვას. ეს კი გამოსავლის გამონახვისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.
8 ნუ შეგიშინდებათ საკუთარი ქცევის გაანალიზება. ამისათვის ჩაიწერეთ ის კარგი, რაც დღის განმავლობაში გააკეთეთ და ის ცუდი, რისი თავიდან აცილება ვერ მოახერხეთ.
9 ნებისმიერი წარუმატებლობის, ფიასკოს (ეს ყველას შეიძლება დაემართოს) მიუხედავად, შეეცადეთ არ შეცვალოთ ჩვეული ცხოვრების წესი – იცხოვრეთ ისე, როგორც ცხოვრობდით – იარეთ სტუმრად, კინოში, კონცერტზე, შეხვდით მეგობრებს – მაშინაც კი, როცა ამის სურვილი არა გაქვთ, ნუ მოახდენთ იმის დემონსტრირებას, რომ პრობლემებმა ან წარუმატებლობამ „გაგტეხათ". ეს ხელს შეუწყობს თქვენი „რეიტინგის" განმტკიცებას გარშემომყოფთა თვალში, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება თქვენ თვითშეფასებაზე.

არასოდეს დაგავიწყდეთ, რომ ცხოვრება – „ზოლიანია": შავ ზოლს ნათელი მოჰყვება.
წარმატების განწყობის შექმნა
ნათქვამია, რომ იღბალი წყალობს იმას, ვისაც მისი სჯერა. თუ ადამიანი პესიმისტურად არის განწყობილი, არ სჯერა, რომ შეუძლია რამის მიღწევა, ასეთ ნეგატიური განწყობას მართლაც რეალური წარუმატებლობა მოჰყვება. შესაბამისი მოქმედებათა პროგრამა შეიძლება იყოს ასეთი:

1 დილა დაიწყეთ არა ფიქრით იმაზე, მაგალითად, რომ კიდევ ერთი დღით დაბერდით, სულ უფრო ცოტა დრო გრჩებათ ანდა კიდევ ერთი ფუჭი დღე მოგელით, არამედ სიხარულით იმის გამო, რომ გაქვთ კიდევ ერთი დღე თვითრეალიზაციისათვის, ანუ არსებობს ახალი საინტერესო შეხვედრების, ახალი იმედებისა და გეგმების შესაძლებლობა. შეეცადეთ დაიძინოთ და, განსაკუთრებით, გაიღვიძოთ წარმატებაზე ფიქრით.
2 დილით, სარკეში რომ ჩაიხედავთ, შეეცადეთ პოზიტიური თვითგანწყობის ფორმულის გამოყენება, დაახლოებით ასე: „ახლა ყველაზე კარგი ასაკი მაქვს! ჩემთვის ძვირფასია ჩემი ცხოვრების ყოველი წელი, ყოველი დღე. ვირჩევ აზრებს, რომლებიც მეხმარება პიროვნულ ზრდაში, დაბრძენებაში. მოუთმენლად ველი ჩემი ცხოვრების ყოველი ახალი წლის ახალ მოვლენებს. მიყვარს და ვაფასებ ჩემ ასაკს". მიმართეთ ამგვარ ხერხს ყოველთვის, როცა გრძნობთ, რომ საკუთარ თავში რაღაც არ მოგწონთ.
3 თუ სარკეში უეცრად აღმოაჩენთ რაიმე გარეგნულ ნაკლს, ნუ „ჩაიციკლებით" ამაზე, შეებრძოლეთ ამ ნეგატიურ შეფასებას პოზიტიური თვითგანწყობის შესაქმნელად. დაახლოებით ასე: „ყველაფრის მიუხედავად, საკუთარი გარეგნობა მაინც მომწონს! განსაკუთრებული, უნიკალური ადამიანი ვარ. არავინ გამოიყურება ისე, როგორც მე. ჩემი მიმზიდველობა ყოველდღიურად იზრდება. ვირჩევ აზრებს, რომლებიც ჩემ მიმზიდველობას კიდევ უფრო უსვამს ხაზს. მომწონს, როგორ გამოვიყურები!.. მიყვარს და ვაფასებ საკუთარ გარეგნობას!"
4 თუ დღის განმავლობაში რაიმე უსიამოვნება შეგემთხვათ ან წარუმატებლობა გხვდათ წილად, გააცნობიერეთ, რომ ეს წარუმატებლობა მხოლოდ მცირე ეპიზოდია, რომელიც თქვენი მომავალი ცხოვრების განმსაზღვრელი სულაც არ არის. ამიტომ იმედის დაკარგვის უფლება არა გაქვთ! როგორც იოანე წინასწარმეტყველმა ბრძანა, სამოთხეში მივა ის, ვინც ყოველი დაცემის შემდეგ დგება და გზას განაგრძობს. გაახსენეთ საკუთარ თავს ის, რაც გაქვთ –უპირატესობები სხვა ადამიანებთან შედარებით. ვთქვათ, ასე: „განა ბედის წყალობა არ არის ის, რომ ცოცხალი ვარ, მაშინ როცა ბევრი ჩემი თანატოლი წავიდა?"; „განა ბედის წყალობა არ არის ის, რომ ჯანმრთელი ვარ, მაშინ როცა ჩემ გარშემო ამდენი მძიმე ავადმყოფია?"; „განა ბედის წყალობა არ არის ის, რომ სამსახური მაქვს, მაშინ როცა ჩემ გარშემო ამდენი უმუშევარია?" და ა.შ.
წარმატებული ადამიანი რომ გახდე, აუცილებელია, უპირველეს ყოვლისა, მომავლის წინაშე შიშის, საკუთარი იმედების, სურვილებისა და გეგმების განხორციელების შესაძლებლობისა და საკუთარი ძალის რწმენის უქონლობის დაძლევა. ამაში დაგეხმარებათ შემდეგი მედიტაციის სავარჯიშო:
1 დღეში 1-2-ჯერ მოხერხებულად მოკალათდით სავარძელში, მოდუნდით, დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ დასახული მიზანი სამიზნის სახით. ისარი იქნება თქვენს მიერ წარმართული ნებისყოფა. ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რაც თავად გსურთ – და არა გარშემომყოფთა სურვილებზე, რომლებსაც, რა თქმა უნდა, გარკვეული მოლოდინი აქვთ თქვენთან დაკავშირებით. შემდეგ მაქსიმალურად გააძლიერეთ ეს სურვილი და ისრის სახით ზუსტად დაუმიზნეთ სამიზნეს.
• წარმოიდგინეთ, რომ ხართ მაგნიტი, რომელიც წარმატებას იზიდავს. ამისათვის ისეთ მოკალათდით სავარძელში, მოდუნდით და წარმოიდგინეთ თქვენი წარმატების ხატი, საკუთარი თავი კი – განსაკუთრებულ მაგნიტად, რომელიც წარმატებას იზიდავს.
გარდა ამისა, კიდევ ერთი სასარგებლო ვარჯიში:
2 მიზნად დაისახეთ რაიმე სასარგებლოს პოვნა – ქუჩაში, სკვერში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საკუთარი სახლის სადარბაზოში და ა.შ. თუ ყურადღებით იქნებით, უსათუოდ რამეს იპოვით. ნუ გაგიკვირვებთ ასეთი იღბლიანობა – თქვენ ხომ ასეთ წარმატებაზე (თუმც უმნიშვნელოზე) თავი განაწყეთ. განამტკიცეთ ეს განცდა თანამიმდევრული ვარჯიშით. მსგავსი ამოცანის შესრულება თუნდაც რამდენიმე დღის განმავლობაში სულ უფრო შეუწყობს ხელს საკუთარი შესაძლებლობების, ძალის რწმენის განმტკიცებას.
სასურველია აგრეთვე ისეთი ხერხების გამოყენება, რომლებიც დაგეხმარებათ იღბლიანი ადამიანის შინაგანი მდგომარეობის შენარჩუნება-განმტკიცებაში (და თითქოსდა იმ თვისებების ნეიტრალიზებაში, რომლებმაც შეიძლება წარუ-მატებლობა ან მარცხი გამოიწვიოს):
3 მოხერხებულად მოკალათდით სავარძელში, მოდუნდით, დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ ცაზე დიდი ცისარტყელა უზარმაზარი წარწერით: „ბედი მწყალობს!" მიაქციეთ ყურადღება იმას, თუ როგორია ეს წარწერა. თუ ის ფერმკრთალია, „წაშალეთ " და დაწერეთ თავიდან დიდი, მკაფიო, კაშკაშა ასოებით: „ბედი მწყალობს! ". შემდეგ რამდენჯერმე ხმამაღლა წაიკითხეთ ეს ფრაზა.
4 წარმოიდგინეთ თქვენი იღბლის ხატი და იგრძენით, რომ ის თქვენი განუყრელი ნაწილია. ამ რწმენით უნდა აივსოს თქვენი ორგანიზმის ყოველი უჯრედი, ყოველი ნერვი, ცნობიერება მთლიანად.
5 დაბოლოს, წარმოიდგინეთ უზარმაზარი მარმარილოს ან ოქროს ფილა და დიდი, ფერადი, კაშკაშა ასოებით დაწერეთ მასზე: „იღბლიანი ადამიანი ვარ!"
ეს ტრენინგი ეფექტური და ქმედითი იქნება, თუ ყოველდღიურად მას 3-5 წუთს მაინც დაუთმობთ.
რა თქმა უნდა, არ უნდა დაგავიწყდეთ საკუთარი იღბლიანობის განმტკიცება. იმისათვის, რომ საკუთარი ძალის რწმენა არ დაკარგოთ, შეაქეთ საკუთარი თავი ნებისმიერი, თუმც უმნიშვნელო, წარმატებისათვის. ყველაფერი ის, რაც დღის განმავლობაში კარგად გააკეთეთ, ქებასა და წახალისებას იმსახურებს. ოთახში მარტო რომ იქნებით, აუცილებლად ხმამაღლა უთხარით საკუთარ თავს: „ყოჩაღ!" ან „ჯილდოს იმსახურებ!".
ძილის წინ კი კიდევ ერთხელ გაიხსენეთ, რომ წარმატებაზე ხართ განწყობილი. წარმოიდგინეთ დიდი მინდორი ან ველო ლამაზი ყვავილების ანდა ახლად მოთიბული ბალახის სუნით – ეს ჯერ კიდევ ბავშვობიდან ნაცნობი წარმატების მხიარული არომატია. ახლა ხანს შეწყდა ზაფხულის ჟუჟუნა-წვიმა. ისევ გამოჩნდა მზე და მის სხივები გეალერსებათ. კაშკაშა ცისფერ ცაზე კი ცისარტყელა გამოჩნდა, რომელზეც უზარმაზარი ასოებით წერია: „იღბლიანი ვარ! ". წაიკითხეთ ეს სიტყვები. შეეცადოთ შეისმინოთ მხიარული, ცხოველმყოფელი მუსიკის ჰანგები – ეს თქვენი წარმატების სიმღერაა. მისი მთავარი სიტყვები ასეთია: „იღბლიანი ვარ!.. ამ ცხოვრებაში ბედი მწყალობს და ასე იქნება ყოველთვის... კიდევ ბევრის მიღწევას შევძლებ". ამის შედეგად სიმშვიდე და სიხარული, საკუთარი ძალის რწმენა დაგეუფლებათ. ეს უთუოდ დაგეხმარებათ, დაიძინოთ მხალინდელი დღის სასიამოვნო მოლოდინით.
Комментариев нет:
Отправить комментарий