აღმოჩენილია ერთ-ერთი ყველაზე „მინიატიურული" ზემასიური შავი ხვრელი. ის ქალწულის ზოდიაქური თანავარსკვლავედის კარგად ცნობილი სპირალური გალაქტიკის, NGC 4178-ის, ცენტრში მდებარეობს. „მინიატიურული" ზემასიური შავი ხვრელი აღმოაჩინა NASA-ს კოსმიური კვლევითი ფლოტის კუთვნილმა ორბიტალურმა რენტგენულმა ავტომატურმა ლაბორატორია „ჩანდრამ".
მოგვიანებით „ჩანდრას" აღმოჩენა სხვა კოსმოსურმა ობსერვატორიებმაც დაადასტურეს. ამ აღმოჩენის უჩვეულობა ისაა, რომ ისეთი ტიპის გალაქტიკას, როგორიცაა NGC 4178, ცენტრში, ჩვეულებრივ, ზემასიური შავი ხვრელი არ უნდა ჰქონდეს. ეს ნიშნავს, რომ ცნობილ შავ ხვრელებთან შედარებით ამ ხვრელის ფორმირების პროცესი მკვეთრად განსხვავებულია. NGC 4178 სპირალური გალაქტიკაა, რომელიც დაშორებულია დედამიწისაგან დაახლოებით 55 მილიონი სინათლის წელით. ცენტრში მას კაშკაშა ცენტრალური გამკვრივება, ანუ ბალჯ-ზღუდარი, იგივე ვარკლავური გროვა, არა აქვს. მის ნაცვლად ცენტრში შავი ხვრელია; მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვრელი ზემასიურად არის მიჩნეული, ის ძალიან მცირე ზომისაა – ამ ხვრელის მასა მზის მასის ორას ათასს არ აღემატება. „ჩანდრადან" მიღებული რენტგნენული მონაცემების, აგრეთვე სხვა ობსერვატორიების რადიო- და ინფრაწიფელი მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ სავარაუდოდ ამ შავ ხვრელს ექსტრემალურად მცირე მასა აქვს – ზემასიურთან მიკუთვნების კრიტერიუმის ქვედა ზღვარზე. მაგრამ ეს „პაწაწა" საოცრად გაუმაძღარია და სწრაფად შთანთქავს მატერიას გარემოდან. იგივე მონაცემები ცხადყოფს, რომ ამ გაუმაძღარი შავ ხვრელში გამქრალი მატერიის მიერ გამოსხივებულ სინათლის დიდ ნაწილს კი შთანთქავს ამ ხვრელის გარშემო არსებული აირისა და მტვრის ღრუბლები
Комментариев нет:
Отправить комментарий