ჩვენ ვართ ის, რასაც ვჭამთ – ბოლოს და ბოლოს ამ თეზისის დამტკიცება მაინც მოხერხდა. კალიფორნიის უნივერსიტეტის (ლოს-ანჟელესი) მეცნიერებმა პირველად მიიღეს საბუთი იმისა, რომ ნაწლავებში საკვებთან ერთად მოხვედრილი ბაქტერიები გავლენას ახდენს ადამიანის თავის ტვინის მუშაობაზე. ადრე მეცნიერებმა იცოდნენ, რომ თავის ტვინი რეგულარულად უგზავნის სიგნალს ნაწლავებს, მაგრამ ის, რომ ეს უკანასკნელი ამ სიგნალს „პასუხობს", სიახლეა.
ამ კვლევის მონაწილეს, კირსტენ ტილიშის (Kirsten Tillisch) თქმით, თავის ტვინსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტს შორის კავშირი აღმოჩნდა გზა ორმხრივი მოძრაობით.
კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობდა 18-55 წლის 36 ქალი. ცდისპირები სამ ჯგუფად იყო დაყოფილი: ერთი ჯგუფი ჭამდა პრობიოტიკების (კუჭ-ნაწლავისათვის სავარაუდოდ სასარგებლო ბაქტერიების) შემცველ იოგურტს, მეორე – რძის პროდუქტებს, რომელიც პრობიოტიკებს არ შეიცავდა, მესამე ჯგუფი კი რძის პროდუქტებს არ მოიხმარდა.
მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ქალებს, რომლებიც რეგულარულად მოიხმარდნენ პრობიოტიკებს, ემოციური აქტივობის დროს აღენიშნათ აქტივობის ჩაქრობა თავის ქერქის სენსომოტორულ სფეროში. დანარჩენ ორ ჯგუფში დაფიქსირდა თავის ტვინის ამ უბნების გაზრდილი ან შეუცვლელი აქტივობა.
მოსვენებულ მდგომარეობაში პირველი ჯგუფის ცდისპირთა (ჯგუფი, რომელიც პრობიოტიკების მოიხმარდა) თავის ტვინის სკანირებამ აჩვენა, რომ რუხ ნივთიერებასა და თავის ტვინის პრეფრონტალური ქერქის კოგნიტურ უბნებს შორის მეტი კავშირი არსებობს. მესამე ჯგუფში, რომელიც რძის პროდუქტებს არ მოიხმარდა, აღინიშნება რუხი ნივთიერების მეტი კავშირი ემოციურ-აფექტურ სფეროსთან. ჯგუფში, რომელიც მოიხმარდა ისეთ რძის პროდუქტებს, რომლებიც პრობიოტიკებს არ შეიცავდა, გამოვლინდა შუალედური სურათი პირველ და მესამე ჯგუფებთან შედარებით.
აღმოჩენა იმისა, რომ ნაწლავების მიკროფლორა თავის ტვინზე ზემოქმედებს, მნიშვნელოვანია მომავალი კვლევისათვის, რომლის მიზანი იქნება დიეტისა და მედიკამენტოზური მკურნალობის შერჩევა თავის ტვინის მუშაობის გასაუმჯობესებლად. გამოდის, რომ მოხმარებული საკვების მეშვეობით შესაძლებელია არა მარტო გუნება-განწყობილების, მსოფლშეგრძნების შეცვლა, არამედ ემოციური მდგომარეობის კონტროლიც თავის ტვინის ისეთი ქრონიკული დაავადების შემთხვევაში, როგორიცაა ალცჰეიმერის დაავადება, პარკინსონის დაავადება და აუტიზმი, აგრეთვე ნევროლოგიური აშლილობის მდგომარეობის კორექტირება.

ის ფაქტი, რომ პროდიოტიკები ზემოქმედებს თავის ტვინზე, ბუნებრივად სვამს კითხვას იმის შესახებ. თუ რა გავლენას ახდენს თავის ტვინზე ანტიბიოტიკები. ანტიბიოტიკები ფართოდ გამოიყენება ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, აგრეთვე ბავშვთა ინფექციური დაავადების მკურნალობისას. ანტიბიოტიკების ზემოქმედებით ნორმალური მიკროფლორის დათრგუნვას შეიძლება ჰქონდეს გრძელვადიანი შედეგი თავის ტვინის განვითარების თვალსაზრისით. მაგრამ ჯერ-ჯერობით რაიმე დასაბუთებული ცნობა ანტიბიოტიკების თავის ტვინზე ამგვარი ზემოქმედების შესახებ არ მოიპოვება.
Комментариев нет:
Отправить комментарий