вторник, 27 августа 2013 г.

მზეზე ადრე უცნობი წერტილოვანი აფეთქებებია აღმოჩენილი(იხ.ვიდეო)


მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა მზის ატმოსფეროს გარე შრეების ახალი, საოცრად მკაფიო გამოსახულება მიიღო. ამის გაკეთება მოხერხდა რაკეტა-ზონდის ბორტზე დაყენებული ინოვაციური კამერების წყალობით. მზის ახალ ფოტოსურათებზე ჩანს უცნაური, 450 კმ სიგანის „ბილიკები" და უცნაური კაშკაშა ნათება. ასეთი გამოსახულება, მეცნიერთა აზრით, დაეხმარება მათ ჩვენი მნათობის საიდუმლოებათა გამოცნობაში.
000mze

Hi-C ზონდის ბორტზე დაყენებული ახალი კამერით გადაღებულ გამოსახულებაზე ჩანს მზის ატმოსფეროს მაგნიტურად აქტიური არე. იქ პლაზმის ტემპერატურა 1-2 მილიონ გრადუსს (ცელსიუსის თერმომეტრით) აღწევს. მარცხენა ქვედა კუთხეში ჩანს იდუმალი აფეთქება, რომლიდანაც გვირგვინში ამოიფქვრევა უზარმაზარი მოცულობის ენერგია. მარჯვენა ქვედა კუთხეში ჩანს მზის „ბილიკები".

Hi-C ზონდით ხუთი წამის ინტერვალით გადაღებული გამოსახულება სიმკვეთრით 5-ჯერ აღემატება ყველა არსებულ ფოტოსურათს. ახალი კამერის მეშვეობით მზეზე დაკვირვება მიმდინარეობდა ხისტი ულტრაიისფერი გამოსხივების დიაპაზონში. ყურადღების ცენტრში იყო მზის ლაქების მაგნიტურად აქტიური არე. ამის შედეგად მზის „გვირგვინში" აღმოაჩინეს ახალი მოვლენა – უცნაური კაშკაშა წერტილები, რომლებიც ხან ქრება, ხან ისევ ნათდება, აგრეთვე წვეთისებრი ბუშტები, რომლებიც ეხეთქება მზის „ბილიკს" 80 კმ/წმ სიჩქარით – ეს 235-ჯერ აღემატება ბგერის სიჩქარეს.

მზის „ბილიკის" ბუნების გააზრება დაეხმარება მეცნიერებს გვირგვინური ამოფრქვევის მამოძრავი ძალის არსის გაგებაში. ესაა მილიარდობით ტონის მასის მქონე პლაზმის ამოფრქვევა, რამაც შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს ჩვენ პლანეტაზე, შეაფერხოს თანამგზავრული ელექტრონიკისა და დედამიწის ზედაპირზე არსებული ელექტროქსელების მუშაობა. მზის „"ბილიკების შესწავლის შედეგად შესაძლებელი გახდება დიდი სიზუსტის პროგნოზის გაკეთება იმის შესახებ, თუ როდის და სად მოხდება მასის გვირგვინური ამოფრქვევა.
და კიდევ ერთი: ზონდის მეშვეობით მიღებული გამოსახულების ანალიზის გზით შესაძლებელია პასუხის გაცემა კითხვა, თუ რატომ არის გვირგვინი 400-ჯერ უფრო ცხელი, ვიდრე მზის ზედაპირი. გვირგვინის ტემპერატურა ორ მილიონ გრადუსს შეადგენს, ხოლო მზის ზედაპირისა ტემპერატურა ექვს ათას გრადუსს არ აღმემატება. Hi-C ზონდით გადაღებულ გამოსახულებაზე ჩანს ნაპერწკლები, რომლებიც დაახლოებით 25 წამს ანათებს. ასეთი ნაპერწკლის დიამეტრია დაახლოებით 680 კმ, თითოეულის მიერ ამოფრქვეული ენერგია კი 1024 ჯოულს შეადგენს. ამ მოცულობის ენერგიით შეიძლება, მაგალითად, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის ენერგიით მომარაგება ათი ათასი წლის განმავლობაში. ეს უზარმაზარი ენერგია გვირგვინს გადაეცემა; გამოთავისუფლებისას ის პლაზმას ახურებს.
ცენტრალური ლანკაშირის უნივერსიტეტის ხელმძღვანელის მეცნიერების დარგში, პროფესორ რობერტ უოლშის თქმით, Hi-C ზონდზე დაყენებული კამერა „რევოლუციურად ეფექტური ხელსაწყოა", რომლის წყალობით შესაძლებელია მზეზე მიმდინარე მოვლენების დაკვირვება უპრეცედენტო დეტალურობით. ამ კამერის მეშვეობით შესაძლებელია მზის გვირგვინის თვისებებისა და აქ მიმდინარე მოვლენების ხასიათის შესწავლა. ეს კი ნიშნავს, რომ მეუნიერები შეძლებენ იმის წინასწარმეტყველებას, თუ როდის მოხდება აფეთქება და როდის წარიმართება ის დედამიწისაკენ.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий