ამ აღმოჩენის წყალობით პირველად გახდა შესაძლებელი სტატიკური წნევის უჩვეულოდ მაღალი დონის მიღწევა – ოთხ მილიონ ატმოსფეროზე მეტი. ასეთ პირობებში იქმნება ახალი შენაერთები შეცვლილი ქიმიური და ფიზიკური თვისებებით – მაგალითად, ლითონი იზოლატორად გადაიქცევა. მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა მაღალი წნევის მისაღებად გამოიყენა გრდემლი რენტგენის სხივების მაღალ ენერგიასთან შეხამებით. შედეგად მოხერხდა 640 გიგაპასკალის მიღწევა. ეს 50%-ით მეტია ადრე მიღწეულ დონეზე და 150%-ით მეტი, ვიდრე ტიპობრივი ექსპერიმენტის პირობებში. ასეთი ზემაღალი წნევის მიღწევა უზარმაზარ პერსპექტივას უხსნის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებას, ქიმიას, ფიზიკასა და ლითონმცოდნეობას. 640 გიგაპასკალის დონის სტატიკური წნევა ექვს მილიონჯერ მეტია დედამიწის ზედაპირზე არსებულ წნევაზე და ერთნახევარჯერ აღემატება წნევას დედამიწის ცენტრში. ამას შეიძლება მოჰყვეს არაერთი ახალი აღმოჩენა დედამიწის ფორმირების შესახებ. ზემაღადი წნევის მიღწევის ახალი ხერხი შემუშავდა გერმანიის ბაიროიტის უნივერსიტეტის, აშშ-ს ჩიკაგოს უნივერსიტეტისა და ბელგიის ანტვერპენის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში. კვლევის შედეგები აღწერილია ჟურნალ „Nature"-ში. „ამაზე არ გავჩერდებით, განზრახული გვაქვს წნევის დიაპაზონის გაზრდა ტერაპასკალურ სიდიდემდე, ანუ 10 მეგაბარამდე, – განაცხადა ვიტალი პროკოპენკომ, სტატიის ერთ-ერთმა ავტორმა, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პერსპექტიულ გამოსხივებათა ცენტრის თანამშრომელმა. – ეს აუცილებელია მასალების შესასწავლად სპეციფიკურ პირობებში – მაგალითად, ისეთი აირისებრი გიგანტების ზედაპირზე, როგორიცაა ურანი და ნეპტუნი, სადაც წნევა დაახლოებით შვიდ მეგაბარს აღწევს". სტატისს ერთ-ერთი თანაავტორის, ბაიროიტის უნივერსიტეტის თანამშრომლის ლეონიდ თქმით, „ახალი ტექნოლოგიის წყალობით მოხერხდა თვისებრივად ახალი დონის მიღწევა მაღალი წნევის სამეცნიერო კვლევაში". 1950-ანი წლების ბოლოდან მასალის სიმტკიცის გამოსაცდელად ექსტრემალური წნევის შესაქმნელად მეცნიერები იყენებენ ალმასურ გრდემლს. ეს საჭიროა მასალის ისეთი ახალი თვისებების შესაქმნელად, როგორიცაა ზეგამტარობა, აგრეთვე სხვადასხვა პლანეტაზე არსებული მაღალი წნევის შესაქმნელად. მეცნიერები დედამიწის შიდა ბირთვში არსებული წნევის მიღწევას ცდილობდნენ, რომელიც 320-360 გიგაპასკალს შეადგენს. საიუველირო ხარისხის მონოკრისტალური ალმასებისაგან (თითოეულის ზომა დაახლოებით კარატის ერთი მეოთხედია) დამზადებულ ორ გრდემლს შორის მეორადი მიკროგრდემლის (10-20 მილიმიკრონის დიამეტრით) დამატების გზით მეცნიერებმა შეძლეს წნევის გასამკეცება. მეორადი მიკროგრდემლი დამზადებული იყო ზემტკიცე ნანოკრისტალური ალმასისაგან. სტატიის კიდევ ერთი თანაავტორის, ნატალია დუბროვინსკაიას თქმით, „ნანოკრისტალურ ალმასს დენადობის ძალიან მაღალი ზღვარი აქვს, ის ნაკლებად იკუმშება და ნაკლებად მყიფეა, ვიდრე მონოკრისტალური ალმასი. სწორედ ამის ხარჯზე მოხერხდა წნევის დიაპაზონის გაფართოება".
среда, 28 августа 2013 г.
ზემაღალი წნევა: მოხერხდა 640 გიგაპასკალის მიღწევა
ავტორი:
შემეცნებითი ბლოგი
/ გამოქვეყნებულია:
среда, августа 28, 2013
Отправить по электронной почтеНаписать об этом в блогеПоделиться в XОпубликовать в FacebookПоделиться в Pinterest
Ярлыки:
სხვადასხვა
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий