воскресенье, 28 июля 2013 г.

ნერვული უჯრედები : მკვლევარები აკონტროლებენ კუნთების მუშაობას სინათლის ზემოქმედებით


თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის საშუალებით მკვლევარებმა შეძლეს გაეკონტროლებინათ კუნთების მუშაობა სინათლის გამაღიზიანებლებით. მეთოდი ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, მაგრამ ერთ დღეს შესაძლებელს გახდის ავამუშავოთ პარალიზებული კუნთები.
კუნთებს ჰყავთ მბრძანებელი, ნერვული უჯრედები. ისინი უბრძანებენ ბოჭკოებს, როდის უნდა შეიკუმშონ და როდის შეიძლება ისევ განიტვირთონ. მხოლოდ ამგვარად შეიძლება ვაკონტროლოთ მიზანმიმართულად  მოძრაობები. ტვინიდან იღებენ ბრძანებას ნერვული დაბოლოებები სხეულის შესაბამის ნაწილში და იწვევენ სასურველ მოძრაობას. თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის საშუალებით მკვლევარებმა შეიმუშავეს სისტემა, რომელიც სინათლის მეშვეობით აკონტროლებს ნერვული უჯრედების აქტიურობას და ამით საშუალებას იძლევა ვმართოთ შესაბამისი კუნთები
ვრცელი ტექსტი (გერმანულ ენაზე): Nervenzellen: Forscher steuern Muskeln mit Licht
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий