воскресенье, 28 июля 2013 г.

ველომფრენი


კანადურმა ჯგუფმა Aerovelo-მ მიიღო იგორ სიკორსკის პრიზი, რომელიც ყველა იმ პროექტს აჯილდოებს, რომელიც შეძლებს, შექმნას ვერტმფრენი, რომელსაც მხოლოდ ადამიანის ძალა მართავს. ოცდაცამეტწლიანი უმოქმედობის შემდეგ ეს პრიზი ბოლოსდაბოლოს გადაეცა „ველომფრენს“, სახელად „ატლასი“. Aerovelo-ს ჯგუფს პრიზი მიენიჭა კონკურსის მიერ დაწესებული პირობების მიღწევისათვის. ეს პირობაა 10 მ² სეზღუდულ ფართობზე სამი მეტრის სიმაღლეზე ერთი წუთის განმავლობაში აპარატის გაჩერება.

აპარატის შექმნა თვრამეტი თვის განმავლობაში გაგრძელდა, ამ ხნის განმავლობაში კემერონ რობერტსონი და ტოდ რეიჩერი პროექტის ფარგლებში მექანიკურ სისტემასა და აღჭურვილობის დიზაინზე მუშაობდნენ. პრიზმა ამ ორ გამომგონებელს 192 000 ევრო (250 000 დოლარი) მოუტანა.




Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий