понедельник, 29 июля 2013 г.

პასიური მოწევა 600000 ადამიანს კლავს წელიწადში.


ასიდან ერთი გარდაცვლილი მსოფლიო მასშტაბით პასიური მოწევის მსხვერპლია. ეს კი უკვე წელიწადში 600 000 გარდაცვლილია მთელს მსოფლიოში, ამათგან 168 000 ბავშვია,- იტყობინება ბრიტანული სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ის პარასკევის გამოცემა. ბავშვები პასიური მოწევის პირველი მსხვერპლნი არიან მაშინ, როცა მათ არ შეუძლიათ მოერიდონ საფრთხის ძირითად წყაროს - მათი მშობლები სახლში ეწევიან,- დაჟინებით ამტკიცებენ კვლევის ავტორები.
თუ ამ 600 000 გარდაცვლილს დავუმატებთ აქტიური მწეველობისაგან ყოველწლიურად გარდაცვლილ 5,1 მილიონ ადამიანს, ჯამში მივიღებთ 5,7 მილიონ ადამიანს, რომელიც მოწევამ დაღუპა. 
ვრცელი ტექსტი ფრანგულად:
http://www.lemonde.fr
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий