უძველესი დროის ბერძენთა ხედვა სამყაროს გეომეტრიის მიმართ, როგორც მიაჩნდათ, არაფრიდან გამომდინარეოდა. შესაძლებელია, თუ არა, რომ მათი შეხედულებები უძველესი დროის მექანიზმის შინაგანი მოწყობილობიდან მომდინარეობდეს?
ორი ათასი წლის წინ, ბერძენმა მექანიკოსმა წამოიწყო მექანიზმის აგება, რომელიც მისთვის ცნობილი სამყაროს მოდელი გახდებოდა. შედეგად შეიქმნა რთული სტრუქტურის საათისმაგვარი მექანიზმი, რომელზეც ნაჩვენები იყო მზის, მთვარისა და პლანეტების მოძრაობა ზუსტად აღნიშნულ ციფერბლატზე. მექანიზმის დაქოქვის შედეგად, მისი მფლობელი დაინახავდა, თუ როგორ იმოძრავებდნენ მცირე ზომის ციური სხეულები ცაში წრიულად, ერთმანეთის კვალდაკვალ.
მექანიკოსის სახელი დაიკარგა. მაგრამ, მექანიზმის დუბლირებული ასლი სახელწოდებით - Antikythera, ჯერჯერობით ტექნოლოგიურად ყველაზე დახვეწილი ნიმუშია, რომელიც ანტიკური დროიდან შემორჩა. ამ მოწყობილობის რეკონსტრუქციას 2006 წ. მოჰყვა დიდი გამოხმაურება პრესიდან, დაიბეჭდა ბევრი სტატია. მასში ასახული იყო უძველესი ხანის საბერძნეთის ტექნოლოგიების რევოლუციური იდეები, რამაც საზოგადოების ყურადღება მიიპყრო, როგორც საბერძნეთის მეცნიერული მიღწევების მწვერვალმა.
ვრცლა (ინგლ.): naturenews
Комментариев нет:
Отправить комментарий