понедельник, 29 июля 2013 г.

რატომ არ ავადდება ზოგიერთი ადამიანი შიდსით



მთელ მსოფლიოში 33 მილიონზე მეტი ადამიანი აივ - ინფიცირებულია.
აივ - ინფექცია იწვევს შიდს, თუ არ უმკურნალებ. მაგრამ ყველას არ ემართება, დაახლოვებით 300 პირიდან, ერთში არ იწვევს იმუნოდეფიციტს. მეცნიერები ეძებენ მიზეზს გენომში და მიაკვლიეს. ზოგიერთი ადამიანს ბუნებით აქვს იმუნიტეტი შიდსის მიმართ. მიუხედავად აივ - ინფიცერებისა, ვირუსის რაოდენობა სისხლში შედარებთ დაბალია. იმუნოდეფიციტი ან გვიან ჩნდება ან არასოდეს. ფენომენი იშვიათია: სამასი ინფიცირებულიდან ერთი აღმოჩნდება ე. წ. აივ - კონტროლიორი.
საერთაშორისო კვლევის ცენტრმა გამოიკვლია 1000 აივ - კონტროლიორი და 2600 აივ ინფიცირებულის გენომი, რათა მიხვდნენ რაშია ბუნებრივი წინააღმდეგობის მიზეზი. ისინი იმედოვნებენ მომავალში მიაკვლიონ უკეთეს მეთოდებს - იუწყება ჟურნალი “Science".
ვრცლად ტექსტი ( გერმანულ ენაზე ): Spiegel ONLINE Wissenschaft
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий