воскресенье, 28 июля 2013 г.

ჰოლანდიელი არქიტექტორები სახლის ასაშენებლად 3–განზომილებიან პრინტერს იყენებენ


ჰოლანდიური არქიტექტურის სტუდია – Universe Architecture 3-განზომილებიანი პრინტერის მეშვეობით პირველად გეგმავს სახლის აშენებას.
Landscape House by Universe Architecture
სახლის პროექტის ნაწილები – 6 x 9 მეტრამდე, დაიბეჭდება უზარმაზარი D-Shape printer-ით.
Landscape House by Universe Architecture
Universe Architecture-ის არქიტექტორი იტალიელ გამომგონებელთან ერთად, რომელმაც 3-განზომილებიანი პრინტერი შექმნა, ააშენებს სახლს.
Landscape House by Universe Architecture
3-განზომილებიანი ბეჭდვის ვებ-გვერდზე ციტირებულია ჰოლანდიელი არქიტექტორის სიტყვები: „ეს იქნება 3-განზომილებიანი პრინტერის მეშვეობით აგებული მსოფლიოში პირველი  შენობა. იმედი მაქვს მისი დასრულების შემდეგ, საზოგადოებას მისი ღიად ხილვის საშუალება ექნება.“
სახლის პროექტირებისთვის არქიტექტორთა ჯგუფი მუშაობს მათემატიკოს და მხატვარ რინუს რულოვსთან ერთად. ვარაუდობენ, რომ მისი დასრულება 18 თვეში იქნება შესაძლებელი.
3-განზომილებიანი პრინტერი დატოვებს ამოსავსებ სივრცეებს, რომელიც მეტი სიმტკიცისთვის შეივსება ბოჭკოვანი ბეტონით. შემდეგ, ამოვსებული ნაწილები სახლის ასაგებად ერთმანეთს შეუერთდება.
2009 წელს, არქიტექტორმა ანდრეა მორგანტმა შექმნა 3 მეტრის პავილიონი, რომელიც იმ დროს 3-განზომილებიანი პრინტერის მეშვეობით აგებული  ყველაზე დიდი ობიექტი იყო.
ვრცლად: dezeen
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий