воскресенье, 28 июля 2013 г.

და აი, როგორც იქნა, ვიდეოზე დაფიქსირებული გიგანტური კალმარი!


ვერცხლისფერი მითიური ცხოველი 2012 წლის 10 ივლისს იაპონიის ეროვნული სამეცნიერო მუზეუმის გუნდმა პირველად მოახერხა გადაეღო იაპონურ ტელევიზია NHK-სა და სპეციალიზირებულ არხ Discovery Channel-თან ერთად.
გიგანტური კალმარი, რომლის მეცნიერული სახელია Architeuthis dux 630 მეტრ სიღრმეზე აღმოაჩინა წყალქვეშა გუნდმა ჩრდილოეთ წყნარ ოკეანეში ჩიჩის კუნძულის აღმოსავლეთით დაახლოებით 15 კილომეტრში.
წყალქვეშა ნავმა, რომლის ეკიპაჟი სამი ადამიანისაგან შედგებოდა - მათ შორის იყო ცუნემი კუბოდერა იაპონიის სამეცნიერო მუზეუმიდან -  900 მეტრის მანძილზე სდია სიღრმეში გიგანტს, სანამ ეს უკანასკნელი უკუნეთში არ გაუჩინარდა.
გიგანტური კალმარი, უდიდესი უხერხემლოთა შორის, არის რეკორდული ზომის ცხოველი.

Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий