пятница, 28 июня 2013 г.

ძილი, მისი მნიშვნელობა და სიზმარი




ძილი ადამიანის უმნიშვნელოვანესი და ჩაუნაცვლებელი მოთხოვნილებაა. ყოველდღე გარკვეული ძალის დახარჯვის შემდეგ ყოველი ჩვენგანი დასაძინებლად წვება, რათა აღიდგინოს დღის განმავლობაში დახარჯული ენერგია, დაისვენოს და მოემზადოს ხვალინდელი დღისათვის. წარმოგიდგებიან ადამიანთა ცხოვრება, რომლებსაც არ სძინავთ ან მცირე ხანს უთმობენ ამ უმნიშვნელოვანეს ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას? მათი ცხოვრება ყოველდღიურად იცვლება უარყოფითისაკენ. გარდა იმისა, რომ ასეთ ადამიანებს ეტყობათ ძლიერი ნერვული აშლილობა, ადვილად აღგზნებადობა და მშვიდი პოზიციის რთულად შენარჩუნება, მოუთმენლობა და სხვა, ამას გარდა ჩნდება საფრთხე ისეთი საშიში ფსიქობიოლოგიური დაავადების აღმოცენებისა, როგორიც ინსომნია. და მაინც რა არის ინსომნია?
როდესაც ადამიანები უკმაყოფილონი არიან თავიანთი ძილის ოდენობით ან ხარისხსით, მათ ეწყებათ ინსომნიის შეტევა, რაც გამოხატება იმაში, რომ ადამიანები ან საერთოდ ვეღარ იძინებენ ან ღამის განმავლობაში რამდენჯერმე ეღვიძებათ და შემდგომ უჭირთ დაძინება. დღის განმავლობაში კი ისინი სისუსტეს, მოთენთილობას, უძლურებას და სხვა არასასიამოვნო შეგრძნებებით არიან დამძიმებულნი, რასაც ემატება ძილის დიდი მოთხოვნა და ყურადღების გაფანტვა.
ძილის დარღვევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორმაა ნარკოლეფსია, რაც კიდევ უფრო საშიშია ვიდრე ინსომნია. ამ დროს გადაღლა, რაც მცირე ძილის გამო იჩენს თავს, მოქმედებს უშუალოდ ადამიანის სხეულზე, მის კუნთოვან სისტემაზე და ფსიქიკაზე. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ნარკოლეფსიით “დამძიმებული” ადამიანი შეიძლება უეცრად დაეცეს, დაკარგოს გონება, მიეძინოს იქ სადაც ამის დრო არ არის და სხვა. ეს კიდევ არ არის ყველაფერი. ხანგძლივი უძილობა, როგორც აღვნიშნეთ, ხელს უწყობს ნერვიული სისტემისა და ტვინის “დესტაბილიზაციას”, რაც თვით ძილის დროსაც გამოიხატება, თუნდაც იმით რომ ძილის დროს იწყება მოუსვენრობა, წრიალი, თვალების ხშირი მოძრაობა (ე.წ. REM პერიოდი) და სხვა, რაც, საბოლოოდ, დასვენების მაგივრად გადაღლას უფრო იწვევს. ცნობილია რომ მსოფლიოში – განსაკუთრებით კი დასავლეთში – მრავალი ადამიანი უჩივის უძილობას. მათი დიდი რაოდენობა კი სტუდენტია. მეცნიერული დაკვირვებების შემდეგ ნათელი გახდა, რომ უძილობა აქტიურად აისახა შრომისა და სწავლის ხარისხზეც. თუ ავიღებდით ადამიანს, რომელიც საქმეში გარკვეულად – ნაწილობრივ – იყო გათვითცნობიერებული და ეძინა საკმარის დროს, ხოლო მერე თანამშრომელი, რომელსაც შედარებიც მცირე ხნით ეძინა, მაგრამ იყო თავისი საქმის პროფესიონალი, დავინახავდით შემდეგს: პირველი ცდის პირი ბევრად მეტი ენთუზიაზმით გააკეთებდა საქმეს და მისი და პროფესიონალი მუშაკის შესაძლო წარმატების შანსები დაახლოებით ერთი და იგივე იქნებოდა. თუმცა ეს სულაც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ აღვწეროთ ძილის მნიშვნელობა. უძილობა ხელს უწყობს გამონაყარისა და აკნეს არსებობას მთელ სხეულზე. ასევე ხელი ეწყობა თმის ცვენას, თვალების ჩასიებას რამაც ნელ-ნელა მხედველობის პრობლემებამდეც შეიძლება მიგვიყვანოს. ძილის ხანგძლივობა პირდაპირ აისახება სწავლის და შრომის უნარზეც, რადგან თუ გონება და კუნთები საკმარისად არ განიტვირთა, წინააღმეგ შემთხვევაში მოხდება სხეულისა და გონების ნელი, მაგრამ თანმიმდევრული პარაიზება და ბოლოს სრული მოწყვეტით უძილო ადამიანი გახდება შედარებით უუნარო ვიდრე არიან სხვები. თუმცა ისევ შიდა პროცესებს, რომ მივუბრუნდეთ, უნდა აღვნიშნოთ უძილობის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა – ხასიათის სწრაფი ცვლა უარყოფითისაკენ. მაგალითად თუ ადამიანი, რომელსაც აქამდე კარგად ეძინა იყო სრულიად გაწონასწორებული, ხალისიანი, აქტიური და კომუნიკაბელური, უძილობა ამ ყველაფერზე შემდეგნაირად იმოქმედებს: პირველ ხანებში იგი გახდება ნერვიული და სწრაფად ფეთქებადი, უხალისო და უკმაყოფილო, აქტიურობის ნაცვად მას დაეტყობა მოთენთილობა, მაგრამ უეცარი, თუმცა მცირე ხნიანი და ნერვიული გამოფხიზლება, დაკარგავს სურვილს იყოს წარმატებული და ბედნიერიც კი და ნელ-ნელა დაიწყება სხვადასხვა ფასეულობების გარდაქმნა. შეიძლება ცოტა არაარეალურადაც კი ჩანდეს, მაგრამ ეს კიდევ ის არ არის რა დაღსაც უძილობა ტოვებს. ძილის უკმარისობა დროთა განმავლობაში აქვეითებს პოტენციასა და ამცირებს სექსუალურ ენერგიას. აქრობს ან პირიქით ამატებს მადას, რასაც მივყავართ ან შიმშილის გარკვეულ გამოვლინებებამდე ან უზომო კვებამდე. უძილობა არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემის დეპრესიის მშობელიც. შეიძლება ცხოვრებაში ყელაფერი იყოს იდეალურად, მაგრამ უძილობა გახდეს საფუძველი იმისა, რომ არაფრისგან ჯერ შეიქმნას ერთჯერადი, შემდეგ კი პერიოდული სტრესი, ბოლოს კი გრძელვადიანი დეპრესია. ადამიანი ძილის დროს ხედავს სიზმარს. ფროიდის სიზმარს “ყოველღამეულ სიგიჟედ” მოიხსენიებს. მისი აზრით, სიზმარი განდევნილი, არაცნობიერი სურვილების გამოხატულებაა, რომელსაც ყოველდღიურ რეალობაში ვერც კი წარმოვიდგენდით, ქმედებაე რომ ლაპარაკიც არ იყოს. იმ შემთხვავშიც თუ სიზმარი შეიძლება სულაც უწყინარ შინაარს ატარებდეს, მის უკან, სულ სხვა ქვეტექსტი იმალება, რომელიც აუცილებლად სასურველი შედეგის დადგომის დაფარულ ნაყოფს წარმოადგენს. თუმცა სიზმრისეული არადასავლური გაგება ბევრად განსხვავდება ფროიდისეული და სხვა დასავლელი ფსიქოლოგების შეხედულებებისაგან. მაგალითად ეკვადორის, არჩურის ტომში, მიღებული წესია, ყოველ დილით, მამაკაცები დასხდნენ და ურთიერთს უამბონ თუ რა ნახეს წუხელ სიზმრად.
მაგალითად შამანების ერთ-ერთი როლი ძველმექსიკურ და თუნდაც აზიურ კულტურაში, სწორედ სიმზრების ინტერპრეტირება და ახსნა გახლდათ. ზოგიერთი ასეთი შეხედულებებით, სიზმრის მეშვეობით, ადამიანის დაფარული გრძნობების გამოვლენა და მეტიც, მოამვლის წინასწარმეტყველებაც შეიძლება. თუმცა თანამედროვე კვლევებმა მაინც დაადასტურეს, რომ სიზმარი ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს დღის განმავლობაში მიღებულ ინფორმაციას, რომელიც ხანდახან ინტერპრეტირებული ან ორიგინალური სახით გვევლინება სიზმარში. თანამედროვე სამყაროში, არსებობენ ადამიანები ვისაც მიაჩნიათ, რომ სიზმრის მართვა შესაძლებელია. ფსიქოლოგებმა ჩაატარეს ლაბორატორიული ცდა და ნახეს, რომ გარკვეულ წილად ეს მართლაც ასე გახლდათ. თუ ადამიანები წინასწარ დარწმუნებულები არიან რომ მათი სიზმარი შეიძლება იყოს წარმათული მათსავე მიერ, იმის შანსი იზრდება, რომ მათი ნების მიხედვით დასრულდეს, ის ზმანებები, რომლებსაც ისინი ხედავენ. სპეციალურ ლაბორატორიებში, ასეთი გამოკვლევები ჩატარდა, რამაც აღნიშნული თეორია დაადასტურა. ასე, რომ როდესაც ვსაუბრობთ ძილზე უნდა გვახსოვდეს მისი უდიდესი და ჩაუნაცვლებელი მნიშვნელობა, რადგან ეს მარტო ფიზიოლოგიური მოვალეობა არ არის, ეს უფრო მეტია და შეუძლია აღიბეჭდოს, ყოველი ადამიანის პირად წარმატებასა და წარუმატებლობაზე. ის არის ბედნიერების ერთგვარი ფორმულაც და რაც მთავარია საკმარისი დროით ძილი ხელს უწყობს მრავალი დაავადების აღმოფხვრას, ხელს უწყობს ნერვიული სისტემის ჯანსაღად მუშაობას, ასუსტებს სტრესის შანსს, აძლევს გონებას საშუალებას იმუშაობს მშვიდად და ზედმეტი ენერგიის მობილიზაციის გარეშე, რაც უძილობისას ხდება აუცილებელი. ძილი დადებითად მოქმედებს კუნთოვანი სისტემის გასავითარებლად, ბავშვებისათვის აუცილებელია სიმაღლეში ზრდისათვის და სხვა. ეს კი საბოლოოდ იმის მანიშნებელია, რომ ძილი ერთგვარი აუცილებელი და განუყოფელი ნაწილია არსებისათვის, უძილობა კი არც მეტი არც ნაკლები – კლავს.
გიორგი კობერიძე
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий