„ყველაზე შთამბეჭდავი ფაქტი, დაფიქსირებული მასაში, შემდეგია: როგორებიც არ უნდა იყვნენ მასში შემავალი ინდივიდები, როგორიც არ უნდა იყოს მათი ცხოვრების წესი, საქმიანობა, ხასიათი თუ აზროვნება, მათი თუნდაც ერთჯერადი ტრანსფორმაცია მასაში საკმარისია იმისთვის, რომ მათ განუვითარდეთ კოლექტიური სახის სული, რომელიც აიძულებს მათ გრძნობდნენ, ფიქრობდნენ და მოქმედებდნენ სრულიად სხვაგვარად, ვიდრე იგრძნობდა, იფიქრებდა და იმოქმედებდა თითოეული მათგანი ცალ–ცალკე.“
გ. ლე ბონი “ხალხისა და მასების ფსიქოლოგია“ 1895წ.
„ყველაზე შთამბეჭდავი ფაქტი, დაფიქსირებული მასაში, შემდეგია: როგორებიც არ უნდა იყვნენ მასში შემავალი ინდივიდები, როგორიც არ უნდა იყოს მათი ცხოვრების წესი, საქმიანობა, ხასიათი თუ აზროვნება, მათი თუნდაც ერთჯერადი ტრანსფორმაცია მასაში საკმარისია იმისთვის, რომ მათ განუვითარდეთ კოლექტიური სახის სული, რომელიც აიძულებს მათ გრძნობდნენ, ფიქრობდნენ და მოქმედებდნენ სრულიად სხვაგვარად, ვიდრე იგრძნობდა, იფიქრებდა და იმოქმედებდა თითოეული მათგანი ცალ–ცალკე.“
გ. ლე ბონი “ხალხისა და მასების ფსიქოლოგია“ 1895წ.
ინდივიდი და მასა – ინდივიდუალიზმი და კოლექტივიზმი, ინდივიდუალური და კოლექტიური – ერთი შეხედვით ურთიერთსაპირისპირო ცნებებთან გვაქვს საქმე, თუმცა ყველას მოგვეხსენება რომ არ არსებობს ინდივიდი კოლექტივის გარეშე, პიროვნება საკუთარი საზოგადოების გარეშე. თვით ინდივიდუალური მეხსიერებაც არ არსებობს კოლექტიური მეხსიერების გარეშე. „ინდივიდუალურის“ და „კოლექტიურის“ შერწყმის და „ინდივიდუალურზე“ „კოლექტიურის ბატონობის“ ნათელ, გავრცელებულ, შემოწმებულ და გამოკვლეულ მაგალითს წარმოადგენს მასების ფსიქოლოგიის ფენომენი – მასობრივი გამოსვლები თუ დემონსტრაციები.
თავისი არსით მასა, ბრბო სპონტანური განვითარებისაა და ცხოვრობს ახლანდელით, აწმყოთი. იგი დროებითია და არა მუდმივი, უპასუხისმგებლოა და ადვილად მანიპულირებადი. იმის გამო, რომ მას ხელმძღვანელობის არავითარი ტრადიცია არ გააჩნია, იმართება წუთიერი თუ წამიერი სურვილებით და მოქმედებს საერთო იმპულსებით. მასა შექმნის დასაწყისშივე განწირულია მანიპულირებისთვის, ეს კი შედეგია თავის მხრივ იმისა, რომ თუნდაც მაღალი ინტელექტის მქონე ინდივიდების შეკრება ერთ ადგილას, სწორედ საკუთარი ასეთი ინტელექტის გამო ძალიან ახლოს დგას უძველესი ადამიანების ფსიქიკასთან და მათ უნართან გადაწყვეტილების მიღებისა. იმდენად რამდენადაც მასაში ერთიანდება არა მაღალი ღირსებები და ეთიკის ნორმები არამედ ისინი, რომლებიც უბრალოა და ყველა პიროვნებაში გვხვდება. აქ ქრება ის ფენა საზოგადოებრივი აზროვნებისა, რომელიც ფორმირებულ იქნა კულტურული და ცივილიზაციური განვითარებით. შედეგად უკვე მასა იმართება საკუთარი არაცნობიერით, ხოლო ნებისმიერი ინდივიდის არაცნობიერში, როგორც ფროიდი ამბობდა, საუკუნეების გასვლის მიუხედავად, პირველყოფილი წყობილებიდან მოყოლებული, არსებობს სამი ძირითადი სურვილი უძველესი ადამიანისა: მოკლას, შეჭამოს და გააუპატიუროს. მასობრივი ფსიქოზით გამოწვეული მოქმედებები ეს არის რეალიზება საკუთარი არაცნობიერის უზნეო და „უნამუსო“ სურვილებისა, რომლებიც აქამდე შეკავებულნი იყვნენ საზოგადოებაში მიღებული კანონების თუ ეთიკის ნორმების შესრულების აუცილებლობით. მასაში ინდივიდს საშუალება ეძლევა, პირველად, დაუბრკოლებლად იცხოვროს საკუთარი უსაზღვრო სურვილების შეუკავებლად, თან იმის ცოდნით, რომ უდანაშაულოა და არ ექვემდებარება სასჯელს.
დაუსჯელობის სინდრომი ძირითადად გამოწვეულია „საერთო იდეის“ მხარდაჭერით მასაში. ინდივიდი ფიქრობს რომ მომხდარ ქმედებებში დამნაშავეა „ყველა“ და არა “ის“. უბრალოდ ის მიყვება დინებას. თავის მხრივ თითოეული მასაში გარეული ასე განსჯის საკუთარ თავს.
არსებობს განასხვავება მასაში შეღწევამდე არსებულ ინდივიდსა და მასაში მოხვედრილს შორის. ინდივიდი ბრბოში ახდენს იმ აზრის განვითარებას, რომ გამომდინარე ბრბოს დიდი რიცხოვნობიდან იგი ფლობს განუსაზღვრელ ძალას, რის გამოც ემორჩილება ისეთ ინსტინქტებს, რომლებსაც არასდროს მისცემდა ნებას გამოვლინებისა ცივილიზებულ ცხოვრებაში მარტოდ ყოფნის დროს. მასაში ინდივიდს ნაკლებად აწუხებს ამ ინსტინქტების „გამომზიურების“ პრობლემა, რადგან მასა ყოველთვის ანონიმურია და არ იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე. პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელიც ახლოა ცალკეულ ინდივიდში, მასაში სრულიად ქრება.
კიდევ ერთი მომენტი რაც მასაში ფიქსირდება ესაა თითქოს „ინფექციური“ გადამდებლობა ყველანაირი გრძნობისა თუ მოქმედებისა და ეს სოციალური ინფექცია ისეთი ხარისხით გადადის, რომ ინდივიდი ადვილად სწირავს მსხვერპლად საკუთარ ინტერესებს კოლექტიურ ინტერესებს. ამგვარი მოვლენა კი ცივილიზებულ ცხოვრებაში ადამიანის ბუნებისთვის საწინააღმდეგოა.(სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხში მაინც)
ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ინდივიდის იზოლირებულ ცხოვრებაში არ გვხვდება და თავს იჩენს მასაში არის განსაკუთრებული მგრძნობელობა ვინმეს მხრიდან რაიმე მანიპულაციის და დაყოლიების მიმართ. ის გადამდებლობა, რომელიც ზემოთ ვახსენე არის შედეგი სწორედ ამგვარი, შეიძლება ითქვას ჰიპნოსური მდგომარეობისა. მოგეხსენებათ სხვადასხვა მეთოდებით შეიძლება ინდივიდების ისეთ მდგომარეობამდე მიყვანა, როდესაც მას უქრება ერთბაშად ცნობიერება და შედეგად ემორჩილება ყველა წინადადებას იმისას, ვინც ამ მდომარეობამდე დაიყვანა. იგი ასრულებს სხვადასხვა მოქმედებებს, რომლებიც ცნობიერ ცხოვრებაში შეიძლება მისთვის მიუღებელი იყოს. ინდივიდი, გარეული მასაში, გვაგონებს სწორედ მსგავს ჰიპნოზირებულ სუბიექტს, რომელიც საკუთარი ტვინის, ცნობიერების პარალიზების გამო იქცევა არაცნობიერი ქმედებების მონად.
ნებისმიერი ქმედება მასაში ინდივიდის მხრიდან ხორციელდება ემოციებისა და წუთიერი სურვილების განხორციელების გზით. ამაღლებული ემოციური აღგზნება ცალკეული ინდივიდებისა ჯაჭვისებურად გადაედება ხოლმე მთელს მასას. შედეგად ვითარდება კოლექტიური ემოციური აღგზნებადობა. ეს კი თავის მხრივ ბიძგს აძლევს ინდივიდის ქცევის წესებს, მისი თვისებების, მოთხოვნების შეცვლას. ჭეშმარიტი წყარო მასის მოტივაციისა არის გრძნობები და ემოცია, ამიტომ ნებისმიერი რაციონალური თუ გააზრებული არგუმენტაცია მასზე აღარ მოქმედებს.
ინდივიდისა და მასის კავშირის განხილვისას საჭიროა დავასკვნათ, რომ ინდივიდის პიროვნული სტრუქტურა აუცილებლად ირღვევა და მორჩილებს მასის საერთო იდეას.
ირაკლი მესხი
Комментариев нет:
Отправить комментарий