არსებობს მოსაზრება, რომ სამყარო დაახლოებით 7000 წლისაა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შეხედულება ხალხში ფართოდ არის გავრცელებული, არ წარმოადგენს მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას. არცერთ საეკლესიო კრებას (არც მსოფლიოს და არც ადგილობრივს) არ დაუდგენია ასეთი რამ. არ მოიპოვება ნაშრომი, სადაც ამას ამტკიცებს რომელიმე წმინდანი, პირიქით, ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ შესაქმის დღეები ბუკვალურად (24 საათით) არ უნდა განვსაზღვროთ…
ბიბლიის პირველივე სიტყვები შესაქმის 6 დღის შესახებ მოგვითხრობს. ჩვენთვის დღე არის დროის ერთეული, რომელიც მოიცავს 24 საათს. ნიშნავს თუ არა ეს, რომ სამყაროს შექმნის ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს 6×24=144 საათით?
რა თქმა უნდა, არა.
წმინდა წერილის მიხედვით, შესაქმის 6 დღეს მოჰყვა მეშვიდე დღე. რამდენს ხანს გაგრძელდა იგი? როდის ან როგორ დასრულდა? ალბათ მეშვიდე დღე სრულდება მაშინ, როდესაც იწყება მერვე დღე. და რას ეწოდება საეკლესიო ტრადიციით მერვე დღე?
წმ. ბასილი დიდი ამბობს: „ჩვენი სწავლების მიხედვით, ცნობილია ის დაუღამებელი და დაუსრულებელი დღე, რომელსაც ფსალმუნებში მერვე დღე ეწოდება (ფს.6,1) და ის არ არის მოთავსებული ამ შვიდ დღეში.“
საეკლესიო სწავლების მიხედვით, მერვე დღე დადგება უფლის მეორედ მოსვლის შემდეგ (იგულისხმება ცათა სასუფეველი), ამიტომ, დღეს ვუწოდებთ მას თუ საუკუნეს, ერთსა და იმავეს აღნიშნავს.

მერვე დღე არის უფლის სამეფოს დღე, დღე - ისტორიის მიღმა. ხოლო მეშვიდე დღე არის კაცობრიობის ისტორიის მთელი პერიოდი. ეს ის დღეა, როცა „განისვენა უფალმა საქმეთაგან მისთა“. ეს დღე იწყება ადამიანის პირველი ნაბიჯებიდან და ამჟამადაც გრძელდება, შეიცავს უამრავ ათას წელს და არ განისაზღვრება მხოლოდ 24 საათით.
თუ მეშვიდე დღე, როდესაც უფალმა განისვენა საქმეთაგან მისთა, გრძელდება ამდენ ხანს, მაშ რის საფუძველზე უნდა ვამტკიცოთ, რომ შესაქმის დღეები 24 საათს მოიცავს?
ვნახოთ, რას ამბობს ნეტარი ავგუსტინე ამის შესახებ:
„ჩვეულებრივი კვირის დღეები სულაც არ ჰგავს შესაქმის შვიდ დღეს“.
„ჩვეულებრივი კვირის დღეები სულაც არ ჰგავს შესაქმის შვიდ დღეს“.
„ვინც იცის, რომ, როდესაც ჩვენთან ღამეა, სხვა ადგილზე არის დღე, ის დაიწყებს უფრო ამაღლებული მნიშვნელობის ძიებას შესაქმის დღეებში“.
„დროის დასაბამი არის შესაქმის მეოთხე დღე. ვის შეუძლია წარმოიდგინოს, თუ როგორ მიმდინარეობდა ეს დღეები პირველი სამი დღის მანძილზე, სანამ მოვიდოდა ის ჟამი, რომლის შესახებაც წერია: „თქვა ღმერთმა: იყოს მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დროჟამის აღმნიშვნელად - დღეებისა და წელიწადებისა“.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბიბლიის მიხედვით მნათობები არ არიან ღმერთები, როგორც ეს მიიჩნეოდა მაშინდელ წარმართულ სამყაროში, ისინი მხოლოდ ადამიანთათვის შექმნილი ციური სხეულები არიან.
შესაქმის დღეები არა ასტრონომიული, არამედ უფრო ლიტურგიკული დღეებია, ლიტურგიკული დრო კი სულაც არ იმეორებს ასტრონომიულ დროს. შეუძლებელია მეტაფიზიკური დრო განვსაზღვროთ ფიზიკური დროის მსგავსად.
ამგვარად, შესაქმის ექვსი დღის ლიტურგიკული დროის განსაზღვრა არის ღვთის საიდუმლო. საგულისხმოა, რომ ფსალმუნებში ნათქვამია შემდეგი სიტყვები, რომუფლისთვის ათასი წელი არის, როგორც ერთი წამი. ბიბლიაში ხშირია იმგვარი ეპიზოდები, როდესაც დროის მთავარი განმსაზღვრელი არის გარკვეული ისტორიების სვლა და არა პლანეტების მოძრაობა.
ბევრჯერ არის წინასწარმეტყველების მიერ თქმული - „და დადგება ის დღე“… ეს გამონათქვამი უნდა გავიგოთ, როგორც წინასწარმეტყველება მოვლენების განვითარების შესახებ, რომლებიც არ შემოიფარგლებიან 24 საათით. მაგ: ებრაელთა 40 წლიან სვლას უდაბნოში დავით წინასწარმეტყველი უწოდებს გამოცდის დღეს:„ნუ გაისასტიკებთ თქვენს გულებს, ვითარცა მერიბაში, როგორც გამოცდის დღეს უდაბნოში“ (ფს. 94-8); ე.ი. ბიბლიაში დღე ზოგჯერ რამდენიმე წელს მოიცავს, ან ისეთ მოვლენას გადმოგვცემს, რომელიც სულაც არ ნიშნავს ასტრონომიულ 24 საათს.

გარდა ამისა, ებრაულ ენაში არ არსებობს სიტყვა, რომელიც გამოხატავს ეპოქას, ამიტომ ამ მნიშვნელობითაც გამოიყენება იგივე სიტყვა: „იომი“- დღე. საინტერესოა, რომ სიტყვა კვირა გამოიყენებოდა არა მხოლოდ 7 დღის აღსანიშნად, არამედ 7 წლისაც. შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ წმინდა წერილში რიცხვები ყოველთვის ბუკვალურად არ უნდა გავიგოთ. აბსოლუტურად მშვიდად და დიდი ინტერესით უნდა მივიღოთ მეცნიერული აღმოჩენები და განსაზღვრებები, რომლებიც სამყაროს ასაკს მილიარდობით წლებით ათარიღებს.
Комментариев нет:
Отправить комментарий