пятница, 29 марта 2013 г.

გადასახადებისა და დაბეგვრის მართლმადიდებლური საწყისები




ნიკო ჩიხლაძე, 
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის სრული პროფესორი


გადასახადების ისტორია მჭიდროდ უკავშირდება კაცობრიობის ისტორიასა და გენეზისს. სახელმწიფოს წარმოშობის შემდეგ გადასახადებმა ახალი დატვირთვა შეიძინეს. ეს არც არის გასაკვირი, რამდენადაც სახელმწიფოს მიერ საკუთარ ფუნქციათა შესრულების ეფექტიანობა მის ფინანსურ სიძლიერეს და შემოსავლებს უკავშირდება, რომლის ძირითადი წყარო გადასახადებია.

საინტერესოა რა ძირითადი ,,საგადასახადო პრინციპები“ აქვს მართლმადიდებლობას, როგორია მისი ევოლუცია და თანამედროვე მდგომარეობა? ხომ არ არის ზოგიერთი კრიტერიუმი მართლმადიდებლობისათვის ,,კარგად დავიწყებული“ უმთავრესი პრინციპებისიდენტური, გადმოღებული, ან კალკირებული?

საკითხის გააზრებისთვის გვერდს ვერ ავუვლით ძველი აღთქმის დამოკიდებულებას გადასახადებთან მიმართებაში. ზოგადად, ძველი აღთქმის კანონის მიხედვით, ნებისმიერმაა დამიანმა ყოველწლიურად თავისი წლიური შემოსავლის მეათედი ღმერთს უნდა შესწიროს. ამის მოქმედნი კურთხეულ არიან ღვთისაგან და უფალი ყველაფერში უმართავს ხელს.წმინდა ამბა დოროთეს მიხედვით, უფლის ორმოცდღიანი მარხვის მაგალითით დაწესებულიდიდი მარხვა ერთი წლის ცხოვრების დღეთა ნუსხიდან გამოყოფილი მეათედია -ამქვეყნიურ ორომტრიალს წართმეული და ღვთის მსახურებაში ჩვენივეკეთილდღეობისათვის შეწირული მეათედი.

მეათედი პირველად მოიხსენიება დაბადებაში: „კურთხეულ არს აბრაამღმრთისა მიერ მაღლისა,რომელმან შექმნა ცაჲ და ქუეყანაჲ, და კურთხეულ არს ღმერთი მაღალი, რომელმან მოგცნამტერნი შენნი ქუეშე ჴელთა შენთა. და მისცა მას აბრაამ ათეული ყოველთაგან“ (დაბ.14:20).იაკობი მეათედს აწესებს ღმერთისთვის: „და ლოდი ესე, რომელ აღვდგი ძეგლად,იყოსსახლად ღმრთისაჩემისა, და ყოვლისაგანი, რაოდენი- რაჲ მომცეს მე. ათეული მივსცე მას“(დაბ. 28:22).

მოსე საკუთარ ხალხს ამცნობს ღმერთის მოთხოვნებს, რომელთაგან ძირითადია თავის დროზე ღმერთის შესაწირავის შეწირვა: „ეტყოდა მოსე ყოველსა მას კრებულსა ძეთა ისრაჱლისათა დათქუა: ესე სიტყუა არს, რომელი გიბრძანა უფალმან და თქუა: მოიღეთ თქუენ თავისათქუენისა შესაწირავად უფლისა. ყოველმან, რომელმან დაიჯეროს გულითა, მოიღოსნაყოფად პირველად უფლისა ოქროჲ, ვეცხლი და რვალი“ (გამოსვლ. 35:4-5). როცა საკმარისზე მეტმა ძღვენმა მოიყარა თავი, ღვთის განგებით, მოსემ შეწყვიტა ძღვენის შეკრება.

ბუნებრივია ძღვენი და სიმდიდრე ღმერთს, მითუმეტეს ასეთი ოდენობით არ ესაჭიროებოდა, მაგრამ ეს ქმედება ხელს უწყობდა საზოგადოების რელიგიურ აღზრდას (ზოგიერთ შემთხვევაში ,,საგადასახადო წესრიგთან“ დაკავშირებულ ასეთ ქმედებას მოიხსენიებენ როგორც საგადამხდელო კულტურის ფორმირებას - ავტ.).

ამდენად, ნატურით გადახდილი მეათედის გამოსყიდვისთვის, ანუ მისი ფულადი ექვივალენტით შეცვლისთვის, საჭირო იყო დამატებით მეხუთედის (20%) გადახდა, რაც ბუნებრივია გამოსყიდვის ანტისტიმულს წარმოშობდა. ამ მიმართებით, ვფიქრობთ, ერთის მხრივ, ჩადებული იყო შრომის ნაყოფის, გამომუშავებული რეალური პროდუქტის ნაწილის მიძღვნა ღმერთისთვის და არა ფულის გადაცემა,ხოლო მეორეს მხრივ, 20%-იანი სანქციის დაწესებით რეალური ეროვნული პროდუქტისმატების (ეკონომიკური ზრდის) წახალისება.როგორც ირკვევა, ამ მიმართებით ეფექტიანად იქნა გამოყენებული გადასახადების ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია - მასტიმულირებელი ფუნქცია

საინტერესოა თვით მეათედის გადახდის წესი: მას იხდიდნენ სამ წელიწადში ერთხელ, ხოლო მესამე წელს ასევე გარკვეულ ნაწილს (მესამე წლის მეათედს) ქვრივების, ღარიბებისა და ლევიტელთა გამოსაკვებად: „მესამესა წელსა გამოსცე შენ ყოველი- იგი ათეული ნაყოფისა მისშენისაჲ და მასვე წელსა დასდვა იგი ქალაქსა შენსა. და მივიდეს ლევიტელი, რამეთუ არა უცნაწილ და სამკვიდრებელ შენ თანა და მსხემი იგი, და მწირი იგი, და ქურივი იგი და ობოლიიგი, რომელ იყოს ქალაქსა შენსა, მივიდენ და შეჭამონ იგი და განძღენ, რათა გაკურთხოს შენუფალმან ღმერთმან შენმან ყოველთა მათთჳს საქმეთა შენთა, რომელსა იქმოდე შენ“ (II სჯ. 14:28-29).

შესაბამისი გათვლების საფუძველზე, მეათედის მიმართ მაქსიმალური და მინიმალური დონეებისა და ნატურალური და ფულადი მაჩვენებლების მიხედვით, შეიძლება დავასკვნათ, რომ ნატურალურ გამოხატულებაში მეათედის მინიმალური განაკვეთია 21,7%. (I წელს- 10%, II წელს- 9%, ანუ დარჩენილის მეათედი და III წელს-8,1%:3=2,7% დარჩენილის მეათედის სამზე გაყოფით დანამატი - სულ 21,7%). მაქსიმალური ზომა ნატურალურ გამოხატულებაში, თუ ჩავთვლით, რომ თითოეული წლის საგადასახადო 
განაკვეთი 10%-ია, შეადგენს 23,3 %-ს (10%+10%+10%:3). თუ ვიხელმძღვანელებთ ზემოთ აღნიშნული გამოსყიდვის დებულებით (ლევ.27:31), შესაძლებელია გავიანგარიშოთ ფულადი გამოხატულებით მეათედის მინიმალური და მაქსიმალური ოდენობებიც. კერძოდ, მინიმალური შეადგენს 26,04%-ს (21,7%+21,7%:5), ხოლო მაქსიმალური -27,96%-ს (23,3%+23,3%:5).
ამდენად, ჩვეულებრივიწლებისთვის (როცა არ ემატება მესამედი), საპროცენტო განაკვეთის დიაპაზონია 19%-24%, მესამე წელს 27.1%- 36%. ყოველწლიური გადახდის მიხედვით კი იგი 21.7%-27.96%-ის ფარგლებშია.1

ზემოთ მოხსენიებულ წყაროებში ვერ ვხვდებით მეათედის გადაუხდელობისთვის   საჯარიმო სანქციებს ან რაიმე სახის საურავების დაწესებას. ისრაელის ნებისმიერი მცხოვრები უპირველეს მოვალეობად თვლიდა ღვთის კუთვნილი საგადასახადო ვალდებულების აღსრულებას. 2
თანამედროვე პირობებში მეათედი ფაქტობრივად აზრს კარგავს. ამიტომ ქრისტიანების მიმართ უსაფუძვლოა ასეთი ბრალდება. სამართლიანად აღნიშნავს ღვთისმეტყველების კანდიდატი დიონისე დუნაევი რომ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მოწამეობრივმა სიკვდილმა მთელი კაცობრიობის ცოდვებისთვის დათხეულმა სისხლმა და ბრწყინვალე აღდგომამ ფაქტობრივად დაასრულეს ადათ-წესებზე დამყარებული მოძღვრება.3

მეათედმა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციაგანიცადა ახალი აღთქმის ეპოქაში. წმინდა მოციქული პავლე არ განსაზღვრავს კონკრეტულ თანხას ან შემოსავლის ნაწილს, რომელიც ქრისტიანებს ეკლესიის საჭიროებებისთვის უნდა გადაეხადათ, მაგრამ შემდეგ დებულებას გვთავაზობს: „ყოველ ორშაბათს თითოეულმა თქვენგანმა გადადოს თავისთან ან გადაინახოს წარმატებისამებრ, რათა ჩემიმოსვლისას არ იწყებოდეს შეგროვება“ (I კორ. 16:2). სასურველი იყო კორინთელებს წინასწარ განესაზღვრათ, თუ რამდენის შეწირვა შეეძლოთ და რეგულარულად დაეზოგათ გარკვეული თანხა: „ამიტომ საჭიროდ მივიჩნიე მეთხოვა ძმებისათვის, რომ წინასწარ მოსულიყვნენ თქვენთან და გაემზადებინათ თქვენი, უკვე აღთქმული ძღვენი, რათა მზად იყოს როგორც ძღვენი და არა როგორც ანგარება“ (II კორ. 9:5). ყურადსაღებია მოციქულის გაფრთხილება იმის შესახებ, რომ ძუნწად მთესავი ძუნწად მოიმკის, ხოლო კურთხევით მთესველი კურთხევით მოიმკის (შეადარე: რუსთაველის „რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია“).
საგადასახადო კანონმდებლობის დაცვა და კანონმორჩილების მოწოდება მოციქულთა ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. პავლე მოციქული რომაელთა მიმართ გაგზავნილ ეპისტოლეში აღნიშნავს: „მიეცით ყველას რაც ეკუთვნის: ვისაც ხარკი - ხარკი, ვისაც ბაჟი-ბაჟი, ვისაც შიში - შიში, ვისაც პატივი, - პატივი“ (რომ. 13:7). მოციქულებმაშესანიშნავად იცოდნენ, რომ ამგვარი ელემენტარულიწესრიგის გარეშე საზოგადოება ვერ იარსებებდა.

საგულისხმოა ერთი საკითხიც: ახალი აღთქმისეული მიდგომა უფლისთვის, ეკლესიისთვის განკუთვნილი მსხვერპლის, მისი ოდენობა არის მკაცრად ნებაყოფლობითი! ნებისმიერმა ქრისტიანმა თვითონ უნდა განსაზღვროს, რამდენი გადაიხადოს: რწმენის, სიმდიდრის, სინდისისა და შემოსავლების მიხედვით: „თითოეულმა როგორც გულით აირჩია, არც შეწუხებით, არც ძალდატანებით. ვინაიდან სიხარულით გამცემი უყვარს ღმერთს“ (II კორ. 9:7). საგულისხმოა, რომ მოციქულიამ შემოსავლების მობილიზებას თანასწორობის უმთავრეს პრინციპს უკავშირებს: „რადგან არა იმისთვის, რომ სხვებს შვება ჰქონდეთ და თქვენ გაჭირვება, არამედ თანასწორობისათვის“ (II კორ. 8:13).

ბიბლიაში არსად ჩანს სხვა მოციქულების მიერ მეათედის აკრეფის მცდელობა თავიანთი მოღვაწეობის ან ღვთისმსახურების საფასურად: უთხრა პეტრემ: „ვერცხლი და ოქრო არა მაქვს, ხოლო რაც მაქვს, იმას გაძლევ: იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით იარე!“ (საქ. 3:6). თუმცა პავლე მოციქული კმაყოფილია, რომ „მიიღო კეთილსურნელება, საამებელი მსხვერპლი, ღვთისათვის მოსაწონი“ (ფილ. 4:18), მაგრამ მისთვის  ამოსავალი პრინციპია დღედაღამ შრომის მიუხედავად, ზედმეტ ტვირთად არავის დააწვეს და „ისე ვქადაგებდეთ თქვენს შორის სახარებას“ (თეს. 2:9). იდენტური აზრია გატარებული მათეს სახარებაშიც: იმდენად მეორეხარისხოვანია ძღვენის შეწირვა მოყვასის სიყვარულთან,აღმსარებლობასთან, მიტევებასთან მიმართებით, რომ თვით უფალი გვმოძღვრავს: „თუ მიიტან შენს ძღვენს სამსხვერპლოზე და იქ გაგახსენდება, რომ შენს ძმას რაიმე აქვს შენს წინააღმდეგ, მიატოვე იქ შენი ძღვენი სამსხვერპლოსთან და წადი შენს ძმას შეურიგდი; შემდეგ მოდი და შესწირე შენი ძღვენი“ (მათ. 5:23-24)

წმინდა წერილის ეს ადგილები კიდევ უფრო გვარწმუნებენ, რომ უფლის მიმდევართათვის მისაღებია ჩუქება, გადაცემა, ადამიანის გულისხმიერებიდან გამომდინარე, ეკლესიისთვის მატერიალური ფასეულობის შეწირვა და არა მეათედის აკრეფა. ამას ადასტურებს თუნდაც ქვრივის მიერ მოკრძალებული თანხის, ორი ლეპტის (კონდრატი) ჩადება საგანძურში, რომელმაც „ყველა ჩამგდებზე მეტი ჩადო, ყველაფერი, რაც კი რამ გააჩნდა მთელი თავისი სარჩო საბადებელი“ (მარ. 12:43-44).

ამდენად, მეათედის განხილვამ ცხადყო, რომ ძირეული განსხვავებანი არსებობს ძველ და ახალ აღთქმაში. კერძოდ, ახალი აღთქმისეული ეკლესიისთვის მეათედმა დაკარგა აუცილებლობის და საყოველთაობის ფორმა. მეათედის გაფეტიშებამ მწიგნობრები და ფარისევლები იქამდე მიიყვანა, რომ მათ მეორეხარისხოვნად ჩათვალეს ყოველივე, რაც მთავარია რჯულში - მოყვასი, სარწმუნოება და წყალობა. სამაგიეროდ იხდიან პიტნის, კვლიავის და ყოველნაირი ბოსტნეულის მეათედს: „ესეც უნდა გაგეკეთებინათ და არც ის უნდა მიგეტოვებინათ“ (მათ. 23:23, ლუკ. 12:42) - აცხადებს უფალი (შეად. „რაკი პირით მომიახლოვდა ეს ხალხი და ბაგით მადიდებს მხოლოდ, გულით კი შორს არის ჩემგან და გაზეპირებულ ანდერძად ექცათ ჩემდამი მოწიწება“ (ეს. 29:13).
მოციქულთა პერიოდში ეკლესიისადმი შეწირვა ნებაყოფლობით ხასიათს ატარებდა, რომლის ზომას, ფორმას, მოცულობას და პერიოდულობას თვით მორწმუნე განსაზღვრავდა. შედეგად, ყალიბდება სამი ძირითადი პრინციპი: შეწირვა ნებაყოფლობით, შეწირვა შესაძლებლობების მიხედვით და გადანაწილება საჭიროებათა შესაბამისად. შეწირული იყო საერთო და ყველას ეძლეოდა საშუალება ესარგებლა, როგორც მოციქულებს ასევე მრევლს.

"ხოლო მორწმუნეთა სიმრავლეს ერთი გული ჰქონდა და ერთი სული, და არავინ იტყოდა საკუთარ ქონებას თავისად, არამედ ყველაფერი საერთო ჰქონდათ.
 მოციქულები დიადი ძალით მოწმობდნენ უფალ იესო ქრისტეს აღდგომას, და იყო დიდი მადლი ყველა მათგანზე.
 არავინ იყო გაჭირვებული მათ შორის, ვინაიდან მიწა-წყლისა თუ სახლების მფლობელნი ყიდიდნენ მათ და გაყიდულის საფასური მიჰქონდათ,
მოციქულების ფერხთით დებდნენ მას, და ეძლეოდა თვითეულს, ვისაც რა სჭირდებოდა"  ( საქმე მოციქულთა თავი მეოთხე ) 


ეკონომიკური ურთიერთობებისთვის ამა თუ იმ დონით დამახასიათებელია ჩრდილოვანი ოპერაციები. გადასახადის (ხარკის) გადახდის უმთავრეს პრინციპს თვით უფალი აკანონებს, როცა ცალსახად მიანიშნებს ფარისევლებსა და ჰეროდიანთ: „მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა. და დაუკჳრდა ამას ზედა და წარვიდეს“ (მარ. 12:17). ეს არის ვალდებულების ფორმირების, თუნდაც გადამხდელის კულტურის ფორმირების აუცილებელი პირობა.

კაპერნაუმში მისვლისას უფალი ემორჩილება გადასახადის გადახდის აუცილებლობას და რომ არ აცდუნოს დიდრაქმის (გადასახადის) ამკრებნი (ქრთამისკენ რომ არ უბიძგოს, მაგალითად, გადასახადის ხელოვნური შემცირების ან სხვა მანიპულირების მიზნით- ავტ.), პეტრეს ავალებს სტატირის (ფულის) მოტანას და საგადასახადო ვალდებულების გასტუმრებას. კეისარი, იგივე საერო (მიწიერი) მმართველი ქვეყნისსახეა, ამიტომ უპრიანია მისცე მას, თუკი ამით არ უარყოფდა ეწინააღმდეგები უფალს.

უთუოდ ხაზგასასმელია ერთი საკითხი, რომელიც გადახდის პროცესს და მის მორალურ მხარეს უკავშირდება: უფალი პეტრეს ავალებს: „წადი ზღვაზე, ისროლე ანკესი და პირველი თევზი, რომელიც მოხვდეს, ამოიყვანე, გაუღე პირი და შიგ იპოვი სტატირს. წამოიღე იგი, მიეცი შენთვის და ჩემთვის“ (მათ. 17:27). ყურადსაღებია, რომ გადასახდელის მოპოვებას თვით იესოც მხოლოდ შრომის ხარჯზე მიიჩნევს გამართლებულად და პეტრეს თევზის დასაჭერად უშვებს - ბუნებრივია უფალს ჩვენსას არ გაუჭირდებოდა სტატირის „გაურჯელადაც“ მოპოვება ვალდებულების შესასრულებლად, როცა ხუთი პურით და ორი თევზით ხუთი ათასი კაცი დააპურა (შეად. მეათედში „ჩადებული“ იყო შრომის სტიმული, რამდენადაც ღმერთისთვის უნდა მიძღვნილიყო სწორედ შრომით გამომუშავებული პროდუქტის მეათედი. გამოსყიდვის მიზნით კი საჭირო იყო დამატებით მეხუთედის გადახდა).

გადასახადის გადახდას და საგადასახადო ადმინისტრირებას ახალი აღთქმა ხშირ შემთხვევაში „იოლად საცდური“ საქმიანობის რიგს განაკუთვნებს (რომაული სისტემის მიხედვით მაშინდელ მეზვერეებს სახელმწიფოსაგან იჯარით ჰქონდათ აღებული გადასახადების აკრეფის უფლება, რაც ხალხის ყვლეფის უფლებასაც ნიშნავდა). ამ კუთხით უმთავრესია საბაჟო ადმინისტრირება და მებაჟეთა (მეზვერეთა) მოღვაწეობა.4 ამის დასტურია, რომ მებაჟე ფაქტობრივად ყოველთვის მოიხსენიება ცოდვილთა გვერდით ან სინონიმად: „როდესაც მის სახლში იესოსთან და მის მოწაფეებთან ერთად იჯდა ბევრი მებაჟე და ცოდვილი, რადგან მრავალნი იყვნენ იქ, ვინც გაჰყვა მას“ (მარ. 2:15), ან „ხოლო თუ არც ეკლესიას გაუგონებს, მაშინ იყოს იგი შენთვის წარმართი და მებაჟე“ (მათ. 18:17), ან კიდევ „ხოლო თუ თქვენი მოყვარულები გეყვარებათ, რა იქნება თქვენი საზღაური? განა მებაჟეებიც ასე არ იქცევიან?“ (5:46).

მეზვერის, როგორც ცოდვილის ხსნის პრობლემა მეტად აქტუალურია ახალი აღთქმის მიხედვით. გამოვყოფთ ორ სახეს: მათე მახარებელი, მეშვიდე მოციქული, ავტორი პირველი სახარებისა, როგორც ყოფილი მებაჟე და ზაქეს პიროვნება.

მათე მეზვერეთა ოჯახს განეკუთვნებოდა, ჰყავდა მეუღლე და ოთხი შვილი და მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, სოლიდურ ქონებასაც ფლობდა. მოციქულთა შორის იგი ყველაზე უზრუნველყოფილი ადამიანი იყო, რომელიც შესანიშნავად ფლობდა ადამიანებთან ურთიერთობის ხელოვნებას. ყველაფრის მიუხედავად, იესოს მოწოდებაზე „გამომყევი მე“ საბაჟოსთან მჯდომი ლევი ალფესი (მათე მახარებელი) მსწრაფლ წამოდგა და გაჰყვა მოძღვარს (მარ. 2:14). მათეს გარკვეული პერიოდი დასჭირდა მოციქულთა შორის ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად. მისი ხასიათის სისუსტის გამოვლინება იყო ცხოვრების ზედმიწევნით მატერიალისტური ხედვა. პროფესიიდან გამომდინარე, მათეს მოვალეობა იყო ხაზინის შევსების მეთვალყურეობა (იქნებ ამიტომაც არ მოსწონდა ყოფილი მეზვერე იუდას, როგორც ხაზინის მცველს).5
შთამბეჭდავია ასევე მეზვერე ზაქეს ისტორიაც, რომელიც იყო „მებაჟეთა უფროსი და მდიდარი“ (ლუკ. 19:1). მეზვერის ზოგად შტრიხებს ზაქეს მაღალ თანამდებობასაც თუ დავუმატებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ზაქეც საკმაოდ გამოცდილი და დახელოვნებული უნდა ყოფილიყო „დაწესებულზე მეტი“ (ჩრდილოვანი) შემოსავლების მობილიზებაში.

უფლის სტუმრობით გახარებული ზაქე თითქოს ასე ამბობდა: „... აი, ჩემი ქონების ნახევარს ღარიბგლახაკთ დავურიგებ და ნარჩენი ნახევრიდან კი ოთხმაგად მივაგებ იმას, ვისთვისაც რაიმე წყენა მიმიყენებია“ (საეკლესიო გადმოცემებით ყოფილი მებაჟე

შემდგომში პალესტინის კესარიის პირველი ეპისკოპოსი გახდა).

ამდენად, გადასახადის მართლმადიდებლური საწყისების განხილვამ ცხადყო, რომ მეათედთან ძველი აღთქმისეული და ქრისტე შემდგომი პერიოდების მიდგომები რადიკალურად განსხვავებულია. კერძოდ, მეათედი ძველ აღთქმაში სავალდებულო ხასიათის მატარებელია და გაფეტიშებულია. ახალიაღთქმისეული ეკლესიისთვის კი მეათედმა დაკარგა აუცილებლობისა და საყოველთაობის ფორმა. მოციქულთა პერიოდში ეკლესიისადმი შეწირვა ნებაყოფლობით ხასიათს ატარებს,რომლის ზომას, ფორმას, მოცულობას და პერიოდულობას თვით მორწმუნე განსაზღვრავს. შედეგად, ყალიბდება სამი ძირითადი პრინციპი: შეწირვა ნებაყოფლობით, შეწირვა შესაძლებლობების მიხედვითდა გადანაწილება საჭიროებათა შესაბამისად. მოციქულთათვის გადასახდებიდან მიღებული შემოსავლების მობილიზება თანასწორობის უმთავრეს პრინციპს უკავშირდება. 
ვფიქრობთ, რომ ამგვარი თანასწორობა გულისხმობს ფინანსური რესურსების სამართლიან განაწილებასა და გადანაწილებას, საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფის მცდელობას უპოვართათვის და სხვა სოციალური გარანტიების დამკვიდრებას.



Annotation
Orthodox or igins of payments and taxations
N. Chikhladze, Doctor of Economic Sciences Full professor of
A. Tsereteli State University Full professor of Kutaisi University of Law and Economics
In modern conditions, when economic relations became so multilateral, pluriteral and regular, among economic subjects has created intensive contacts and signals. It is looks like unusual to seek compatibility among main economic principles and Orthodox morals. During the decades of command economy in the economic and in common in the social relations was ignored behavior model based on Christian dogmas. On the other hand this became the result of refusing religion in the name of science. Deep downfall appeared between science and religion. Evil temporarily had won.
Paying taxes (tax administration) and going through the customs was identified with very temptations. Customs officers were always alluding as sinners. Even God subordinates to the tax payment commitment. He avoids tempting customs officers and orders Peter to bring Stator's money and pay tax. It is very strange case for us, but God never outcasts bribe takers. The clear evidence of this is the fact of Jesus' forgiveness to Zacke, God's support of sinful soul. As a result man became faithful.
1 დაწვრ. იხ. ჩიხლაძე ნ., ეკონომიკა და მართლმადიდებლური სწავლება. თბ., „ინოვაცია“, 2009.
2 რომის იმპერიის წიაღში ებრაელ ხალხს, საერთო ჯამში, შეიძლებოდა წარმოშობოდა შემდეგი სახის საფინანსო ალდებულებები: თვით რომის მიერ დაწესებული გადასახადები, მეათედი, ტაძრის შესაწირი, არენდა, კრედიტის არგებელი (მევახშეთათვის) და საბაჟო გადასახადი.
3 დაწვრ. იხ. ჩიხლაძე ნ., ჩრდილოვანი ეკონომიკის ზოგიერთი საკითხის გააზრება მართლმადიდებლური მრწამსის მიხედვით. ჟურნ. „ეკონომიკური პროფილი“, №, 2008, გვ. 40-42.
4 მათე მოციქული სამართლიანად ითვლება მებაჟეების, ბუღალტრების და საერთოდ, საფინანსო სამსახურების მფარველად.
5 Священник Дионисий Дунаев. Десятина в Библии и в современном протестантизме. Благовещение - библиотека равославного христианина. Интернет версия. www.wco.ru/biblio (გადამოწმებულია)









Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий