понедельник, 11 марта 2013 г.

ჰუგო გროტიუსი


ჰუგო გროტიუსი დაიბადა 1583 წლის 10 აპრილს ნიდერლანდების ქალაქ დელფტში.იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი ნიდერლანდელი ფილოსოფოსი,იურისტი და სახელმწიფო მოხელე.ასევე მის სახელთანაა დაკავშირებული 'საერთაშორისო სამართლის" საფუძვლების შექმნა.საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ,სწავლა განაგრძო "ლეიდენის უნივერსიტეტში",სადაც ლექტორად საკუთარი ბიძა მუშაობდა.სწავლობდა ისეთ გამოჩენილ ადამიანებთან როგორებიც იყვნენ: ჟოზრფ ჟუსტ სკალიგერი და რუდოლფ სნელიუსი.ჰუგო ქრისტიანი აპოლოგეტი იყო,თუმცა წერდა ლექსებსაც.საფუძველი დაუდო საერთაშორისო უფლებებს,როგორც ერთადერთ ჭეშმარიტ უფლებებს საერთაშორისო ასპარეზისა,რასაც შემდგომ წლებში მისი დახვეწა მოჰყვა.უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მიიწვიეს სახელმწიფო სამსახურში სამუშაოდ 1598 წელს.ხელმძღვანელობდა დიპლომატიურ მისიას საფრანგეთში.ასევე ნიდერლანდებმა იგი წარადგინა ჰააგის სასამართლოს მოსამართლეთ,თუმცა მის ცხოვრებაში იყო დიდი პრობლემებიც; ესპანეთთან დაპირისპირების გამო ის დააკავეს და წელიწად-ნახევრიანი პატიმრობის შემდეგ გაიქცა მეუღლის დახმარებით.გადავიდა საფრანგეთში სადაც მას გულთბილად მიიღეს,სწორედ საფრანგეთში დაწერა მისი საუკეთესო ნაშრომები.1627 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი: "ქრისტიანთა უფლებები",რომელიც პირველი პროტესტანტული ნაშრომი გახლდათ ქრისტიანული აპოლოგეტიკის შესახებ.1645 წელს სტოკჰოლმიდან დაბრუნებისას,მისმა ხომალდმა განიცადა კატასტროფა,რის შემდეგაც იგი წყალმა გამორიყა გერმანიის ქალაქ როსტოკთან ახლოს სანაპიროზე.იგი ამ მოვლენიდან მალევე გარდაიცვალა როსტოკში 1645 წლის 28 აგვისტოს. მოგვიანებით იგი გადაასვენეს ნიდერლანდებში და დაასაფლავეს მშობლიური ქალაქის დელფტის "ახალ ტაძარის" სასაფლაოზე.მის ნაშრომებს კი დღესაც არ დაუკარგავს აქტუალურობა,ამიტომაცაა,რომ დიდი ინტერესით ეცნობიან მეცნიერები,დიპლომატები და ფილოსოფოსები.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий