четверг, 14 марта 2013 г.

რა არის რწმენა



არასაკმარისია ნებისყოფა იმიტომ, რომ არასაკმარისია რწმენა და
არასაკმარისია რწმენა, რადგან არასაკმარისია კულტურა.

ფრანჩესკო დე სანკტისი

დავუბრუნოთ ადამიანს რწმენა - მე ასე მესმის: ეს იმას ნიშნავს, რომ
დავუბრუნოთ სამშობლო, დავუბრუნოთ უკვდავების გრძნობა! დავუბრუნოთ
ადამიანს მისი სულის, მისი სიტყვის უკვდავების რწმენა. ნივთებს არ შეიძლება
შეეწიროს ადამიანი, ნივთიერმა ინტერესებმა არ უნდა გადაიყოლიოს მისი სული.

ლავროსი კალანდაძე

ვისაც ვის ცხოვრებაში სულის ღრმა ტანჯვა-მწუხარება არ განუცდია, იმას
მტკიცე რწმენაც არ უღვივის გულში. მწუხარება ის გრძნობაა, რომელიც მძლავრად
უნდა შესძრას, და ხნას, გადააბრუნოს ჩვენი ადამიანური სულისა და გულის
ნიადაგი, რათა შიგ რწმენამ ღრმად ჩადგას თავის ფესვები და მაღლა უკვდავ
ჭეშმარიტების შუქზე თავისი გვირგვინი გაშალოს.

ილია ნაკაშიძე

ღუზა - ხომალდის იმედია ზღვაში; რწმენა ადამიანის ღუზაა ამქვეყნად. ებრ. 6,19
“საპატრიარქოს უწყებანი“ 1999, №51, გვ. 8.





                           

ავტორი: დიაკვანი გურამ ოთხოზორია
აღსანიშნავია ქართულ მეტყველებაში სიტყვა „რწმენის“ სინონიმი – დაჯერება. მე მწამს, ანუ მე მჯერა, რომლის ფუძეა – ჯერ, ჯეროვანება – ანუ კმაობა, სისრულე, სისავსე; ისეთი განცდა, როცა შინაგანად ფლობ სისავსეს და დამატებით, გარედან არ საჭიროებ, არ ეძიებ ამ მოწმობის გამაგრებას, „მორწმუნეს თა­ ვის თავში აქვს მოწმობა“ – ამბობს იოანე მახარობელი. ჯერება,­ დაჯერება ასევე ნიშნავს მორჩილებას. საქმე მო­ციქულთა 28,24­ში წერია: „ერთნი ერწმუნენ მის ნალაპარა­ კევს, სხვებმა კი არ იწამეს“. მთაწმინდელის თარგმანში კი გვაქვს: „და რომელნიმე ერჩდეს სიტყუათა მათ და რომელნიმე არა ერჩდეს.“ ბერძნულ, ანუ ორიგინალის ტექსტში წერია: „დე ეპისტუნ“ – არ იწამეს. თუ სიტყვა წამებას ჯერებად შევცვლით – ანუ“არ დაუჯერეს“ – მაშინ ამ ერთი სიტყვით ურჩობასაც გამოვ­ ხატავთ და ურწმუნოებასაც – არ ერჩდნენ – ანუ, არ დაემორჩილ­ ნენ, არ დაუჯერეს, არ ირწმუნეს პავლეს სიტყვების. იოანეს სახარებაში მაცხოვარი ამბობს: „ვისაც სწამს ძე – აქვს მარადიული სიცოცხლე, ხოლო ურჩი ძისა დასჯილია.“ ურჩი, ანუ ურწმუნო, უჯერო.

ამავე მნიშვნელობით იხმარება ეს სიტყვა ჩვეულებრივ, ყოფით ურთიერთობაში. მაგალითად, ბავშვს როცა ვეუბნებით: დაუჯერე დედას, დაუჯერე მასწავლებელს და ა.შ. ამით მას მივა­ ნიშნებთ, რომ დაემორჩილოს მათ და არა მხოლოდ სჯეროდეს, უბრალოდ სწამდეს მათი. დაჯერება – ჯერება აქ აღნიშნავს მოქ­
მედებას და არა შინაგან მოწონებას ან დათანხმებას.
5
იგივე სიტყვა არის ფუძე სიტყვისა – გა­ჯერება, რაც განზა­ ვებას, ბოლომდე ისეთ აღვსებულობას აღნიშნავს, როცა მე­ ტის დამატება შეუძლებელია. და გვაქვს ასევე სიტყვა – და­ჯე­ რება, რომელიც, როგორც უკვე ავღნიშნეთ, დამორჩილებასაც ნიშნავს და დარწმუნებულობასაც. ამ ორი ცნებიდან შემდეგი აზრი შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: დაჯერება არის გაჯერების, ანუ გაზავების, უფლის შემეცნებაში თანდათანობით – ჯერებ­ ჯერებით ზრდის შედეგი (შევადაროთ: წყლით გული ვიჯერე, ანუ სრულად დავიკმაყოფილე). „იზრდება თქვენი რწმენა და მრავლდება სიყვარული ერთმანეთის მიმართ“ (პავლე მოცი­ ქული). უფრო მეტიც, ეს ზრდადი რწმენა ჩვენს მიწიერ ბუნებაში ღვთიური მადლით ჩათესილი მდოგვის მარცვლის მსგავსი რწმენაა, იგივე უფლის სიტყვაა, სულიწმიდის წინდია, რომელიც იზრდება იქამდე, ვიდრე ქრისტეს სისავსის ასაკის ზომას არ მიაღწევს. „ჩემო შვილებო, რომელთათვისაც კვლავ შობის ტკი­ ვილებს განვიცდი, ვიდრე თქვენში არ გამოისახება ქრისტე.“ პავლე მოციქულის ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ რწმენის საბოძ­ ვარი ანუ სულიწმიდის წინდი, ინერგება ჩვენს ბუნებაში უფლის მიერ, რათა ჩვენი მიწიერი ბუნების წიაღიდან, როგორც მიწაში ჩავარდნილი თესლიდან მცენარე ამოიზარდოს და სიყვარულის ნაყოფი გამოისხას, ქრისტეს სისრულეს მიაღწიოს, როგორც წერს მოციქული: „ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ რწმენის ერთიანობას და ღვთის ძის შემეცნებას სრულ კაცად, ქრისტეს სისავსის ასაკის ზომას.“
ასევე საინტერესო დატვირთვა გააჩნია სიტყვა „წამებას“. ილია აბულაძე თავის „ძველი ქართული ენის ლექსიკონში“ასე განმარტავს მას:
წამება: 1. მოწამე – ყოფა, დამოწმება; მცნება (უწყება რამესი)
მარტვილობა. 2. წამ – ყოფა: თვალით ნიშნება; ჩვენება. „წამნი
6
შენნი რათა წამ უყოფდნენ სიმართლესა“(მიანიშნებდნენ გზას. რედაქტორი) 3. წამის – ყოფა: „წამება; თვალის ყოფა; მოსწავება“:
„წამ უყვნა მას სიმონ, რათა კითხოს“(ანუ ანიშნოს).

როგორც ვხედავთ, წამება, მწამს–წამ–ყოფა, ჩვენებაა, მინიშნებაა; აქედან გამომდინარე, მოწამე იგივეა, რაც მიმა­ ნიშნებელი, მიმთითებელი, ანუ სასწაული – სასწავლი, ე.ი. გუ­ ლისხმა საყოფი, რომლის მეშვეობით რაღაცას უნდა მივხვდეთ და გავიაზროთ; მოწამე, მორწმუნე – ღვთისგან მოვლინებული მეგზურია, ერთგვარი გზამკვლევია წუთისოფლის წყვდიადში მობორიალე, გზასაცდენილ სულთათვის, მათი ცხონების გზაზე წარსამართავად.
„ქრისტეს მოწამის“ – მორწმუნის მეშვეობით ცოდვილი მოდ­ გმა წვდება მათთვის დაფარულ ჭეშმარიტ არსს – ის ჭეშმარიტი მოწმე, უტყუარი, ერთგული მოწამეა უფლისა, რომელიც დაფა­ რულია ოდენ ხორციელი თვალებით მომზირალთათვის, ანუ უმეცართა და ჩვილთათვის: „ეგრეთ ბრწყინავდინ ნათელი შენი წინაშე კაცთა, რათა იხილონ საქმენი შენნი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა შენსა ზეცათასა.“ როგორც იესო ქრის­ ტე იყო მამის ხატება, მისი „ერთგული და ჭეშმარიტი მოწმე“, (გამოცხადება იოანესი), როგორც თავად ამბობს: „მე და მამა ერთი ვართ“, – მსგავსადვე მისი მორწმუნე, მოწამე, – იესოს ჩვენს შორის თანდასწრების მოწმეა, რომელიც მარადიულად აწმყოში, ანუ აქ და ახლა, მყოფი უფალია მისივე სიტყვისამებრ:
„აჰა, მე თქვენთან ვარ წუთისოფლის აღსასრულამდე,“ რასაც პავლე მოციქულიც გვახარებს: „იესო ქრისტე გუშინ, დღეს და უკუნითი უკუნისამდე იგივეა“. პავლე მოციქულს, როგორც მაც­ ხოვრის ჭეშმარიტ მოწმეს, ისეთივე გაბედულებით შეეძლო
ეთქვა – მომბაძეთ მე, როგორც მე ვბაძავ ქრისტესო“, როგორც
7
მაცხოვარს, რომელმაც თქვა:“დარჩით ჩემში, როგორც მე ვრჩები მამაში“.
ასევე საინტერესოა რწმენის აღმნიშვნელი რუსული სიტყვა – Вера- და მისგან ნაწარმოები სიტყვები, როგორიცაა : верность, верный-ერთგულება, სიზუსტე სისწორე; სწორი, ზუსტი, უღალატო; уверенность, სრული დარწმუნებულობა, გულდაჯერებულობა, სიმტკიცე, ურყევობა; у-до-сто-верен-ие- დადასტურება, დამოწმება, მოწმობა. Cо-вер-шение, со-вершить-ჩადენა, მოხდენა, შესრულება; со-вер-шенныи- სრულყოფილი, უნაკლო; вер-шит-გადაწყვეტა; вер-шина-მწვერვალი და ა.შ.
რუსული- Вера, როგორც ჩანს, შემოსულია ლათინური ძირიდან verum-verus-veritas-რაც ნიშნავს: ჭეშმარიტი, სამართლიანი, ნამდვილი, მართალი.(in vino veritas- ღვინოშია ჭეშმარიტება) და მაინც, სიტყვა -Вера -ს ძირი მოდის უფრო შორიდან, სანსკრიტიდან, სადაც ის აღნიშნავს თოკს, ბაწარს, რომლითაც ადგენდნე რაიმეს სისწორეს.(რუსულში Вер-евка- თოკი; про-верить-შემოწმება, გაზომვა, გასინჯვა.)
ყველა მნიშვნელობა ერთად რომ შევაჯამოთ, სიტყვა -Вера -რწმენა, ასე შეიძლება აღვწეროთ: Вера-რწმენა-არის საბოლოო, აღსრულებული ჭეშმარიტება, სიმართლე, სისწორე, უტყუარობა-რომლითაც იზომება, მოწმდება, ფასდება ყველაფერი, თავად კი არ საჭიროებს შემოწმებას-ანუ რწმენა არის ეტალონი ჭეშმარიტებისა. „მორწმუნეს თავის თავში აქვს მოწმობა“-წერია სახარებაში.
რწმენის ქართული შესატყვისი, სინონიმი-წამება,მოწმე, მოწამეობა- რუსულში გადმოიცემა სიტყვით свидетель, свидетельство, რომლის ძირი არის -видет-ნახვა, свидатся-ვინმესთან შეხვედრაზე, პაემანზე მისვლა. свидание-შეხვედრა, ნახვა, პაემანი. назначит свидание-პაემანის დანიშვნა. მოწამე-დამნახავია, ნამყოფია იმასთან, ვისზედაც ამოწმებს; უშუალო განმცდელი, შემცნობელია და არა ვიღაცის მონათხრობს ვინც იმეორებს.იოანე მახარობელი მოგვითხრობს „ იმაზე რაც იყო დასაბამიდან, რაც მოგვისმენია და ჩვენი თვალით გვინახავს, რასაც ჩავკვირვებივართ და ჩვენ ხელებს მოუსინჯავს, სიცოცხლის სიტყვაზე, რადგან სიცოცხლე გამოჩნდა და ჩვენ ვიხილეთ და ვმოწმობთ და გაუწყებთ თქვენ ამ საუკუნო სიცოცხლეს, რომელიც იყო მამასთან და გამოგვეცხადა ჩვენ; იმაზე რაც გვინახავს და მოგვისმენია, გაუწყებთ, რათა თქვენც გქონდეთ თანაზიარება ჩვენთან, ხოლო ჩვენი მოზიარეობა არის მამასთან და მის ძესთან, იესო ქრისტესთან“ (იოანე1,2-3) აი, ასეთ „დამნახავ, მოწამე რწმენას“ შეუძლია მსმენელიც აზიაროს, შემოიყვანოს მისივე მსგავს განცდაში, რეალობაში, ისევე როგორც სანთლის მოციმციმე ალი გადასცემს თავის ბუნებას სრულად მასთან შეხებაში მოსულ სანთელს, აზიარებს-უზიარებს მეორეს თავის შუქს, ისე რომ თავად უნაკლულო რჩება, პირიქით, ამ გაცემით, საკუთარი ბუნების მთლიანად სხვისთვის მიძღვნით, მისი ალის ცხოველმყოფელობა უსასრულობამდე იზრდება…
ზიარება-ბერძნულად „კინონია“, ძველ ებრაულად -„ზივუგ“ -ნიშნავს არა ზედაპირულ ცოდნას, არამედ ღრმა შეცნობას. პირდაპირი მნიშვნელობით ეს სიტყვა სქესობრივი აქტის აღმნიშვნელია,რაც ქართულისთვისაც არ არის უცხო. „ადამმა შეიცნო ევა“ -აქ იხმარება სიტყვა კინონია. უფლის ამგვარი შეცნობა, წამება- იგივე მასთან ზიარებაა-შერწყმაა-ორის ერთად გახდომაა; გაორებულობიდან, ეჭვიდან -სიცხადეში, გაგებაში მოსვლაა. „ ამიტომ მიატოვებს კაცი თავის მამას და თავის დედას და მიეკრობა თავის ცოლს, და ორივენი ერთ ხორცად იქნებიან. დიდია ეს საიდუმლო, მე ვამბობ ქრისტეზე და ეკლესიაზე.“ ( ეფესელთა 5,31-32). ვიდრე თვალი და სინათლის წყარო- მზე გამოყოფილია ერთმანეთისგან- ისინი ორნი არიან- არის მზე და არის თვალი. მაგრამ როგორც კი მათ შორის არსებული ტიხარი მოისპობა- ორი ერთად იქცევა, ჩნდება მათი შერწყმის შედეგი, სრულიად ახალი არსი- ჩენა, ხედვა; სწორედ ესაა წამება, მოწმობა- свидетельство -რომელიც, გულში სულიწმინდით აღიბეჭდება, როგორც წინდი, გარანტია მომავალში ჩვენი სრული გამოსყიდვისა და სასუფევლის დამკვიდრებისა. ვიდრე გულში ასეთი რწმენა- წამების საწინდარი არ გაჩნდება- გაორებულ მდგომარეობაში ვრჩებით – შეორგულებულები ვართ- ვმსჯელობთ, ვკამათობთ, ვეძიებთ, ვწონით, ვადარებთ და ასე შემდეგ. როგორც ემაუსის გზაზე ორი მოწაფე, უფალზე ზრახვას იყვნენ მიცემულნი და შეწუხებულნი- მაგრამ როგორც კი საბოლოოდ უფალი იცნეს, გული აღევსოთ სიმშივვიდით და სიხარულით; მასთან ერთობაში, ზიარებაში მოვიდნენ; გაორებულობიდან- ერთობამდე ამაღლდნენ. ასეთ ცოცხალ მოწამე-მოწმეთა, უფლის უშუალოდ განმცდელთა, მოზიარეთა რიგების კლებამ ბოლო საუკუნეებში ფსევდოქრისტიანობის გაბატონება გამოიწვია (განსაკუთრებით დასავლეთში) რომლის მიზეზი გახდა სახარების სიტყვების შესმენის და მისით ყოველდღიური ცხოვრების ნაცვლად- სახარების სიტყვებით აღტაცება და ხოტბა დიდების შესხმა; შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ქრისტეს მოწმე – მოზიარეთა- ანუ ქრისტესათვის წამებულთა ადგილი, თანდათან ჩაანაცვლა ქრისტეს პიროვნებაზე, სახარების სიკეთესა და სიდიადეზე მწერალთა, მხატვართა, თეოლოგთა თუ ფილოსოფოსთა არმიამ, რომლებმაც ერთგვარ შეჯიბრებად აქციეს ეს საქმე. შედეგად კი ის მივიღეთ, რომ ქრისტეს – როგორც მარადიული სიცოცხლის – სულიერი, პიროვნული გამოცდილება ,თანდათანობით ჩაანაცვლა ფსევდიქრისტიანობამ- არა ცოცხალ ადამიანში, არამედ ვირტუალურ, გამოგონილ სამყაროში მოცემულმა ქრისტიანობის ერთგვარმა მაკეტმა, ბუტაფორიამ, რამაც თავისი უსიცოცხლობის და სიცივის გამო მასების სრულ ურწმუნოებამდე და სახარებისეული ჭეშმარიტების აბსურდად მიჩნევამდე მიგვიყვანა…
სწორედ ფსევდო ქრისტიანობაა ანტიქრისტეს მეუფების არეალი. ანტიქრისტე – ქრისტეს მოწინააღმდეგეს ნიშნავს, მაგრამ საინტერესოა, წინააღმდეგობის რა ფორმაზე მიუთითებს წინსართი -ანტი. ბერძნულად სიტყვა- ანტის ყველაზე გავრცელებული მნიშვნელობაა ნაცვალი, შემცვლელი; ანუ ანტი- აღნიშნავს წინააღმდეგობას, მტრობას, ბრძოლას ვინმესთან მისი ყალბი ორეულის ფორმის მიღების გზით. პავლე მოციქული წერს : „როგორც იანე და იამბრე წინ აღუდგნენ მოსეს, ასევე ესენიც ეწინააღმდეგებიან ჭეშმარიტებას, გონებით გახრწნილი ადამიანები, რწმენაში უმეცარნი.“ (2ტიმოთე,3,8) ვინ იყვნენ იანე და იამბრე? მოსე როცა ეგვიპტეში ჩავიდა უფლის ბრძანებით და მას ადგილობრივმა მოგვებმა მოსთხოვეს მისი უფლის მიერ წარმოგზავნილობის დასტურად სასწაულების მოხდენა- იანემ და იამბრემ – ეგვიპტელმა მოგვებმა- ყველა ის სასწაული თავადაც აღასრულეს ( ერთის გარდა- მოსეს გველმა შთანთქა მათი გველი) რათა ამით დაეკნინებინათ მოსესეული სასწაულები და ეჩვენებინათ ყველასთვის, რომ მასზე არანაკლებ ღვთიურ ძალას თავადაც ფლობდნენ, და ამით მოსეს ღვთისგან წარმოგზავნილობის რწმენა შეელახათ ებრაელებში.
მაშასადამე, ანტი ქრისტე- ანტი ქრისტიანობა- ესაა ქრისტე- ნაცვალობა, ესაა ქრისტიანობა- ქრისტეთი გაუჯერებელ-განუზავებელი, განუხორციელებელი; არა განხორციელებული მაცხოვარი – ჯვარცმული, აღმდგარი და ამაღლებული- არამედ ოდენ ზეცის წიაღში არსებული; არა გონებაში- აქ და ახლა- არამედ ფიქრებსა და აზროვნებაში მოცემული ქრისტეს უსიცოცხლო ბუტაფორია. არა ცოცხალი ღმერთი- ღმერთი აბრაამისა, ისააკისა, იაკობისა- არამედ ფილოსოფოსთა, მოაზროვნეთა ტვინებში ფანტომად აღბეჭდილი ღმერთის აჩრდილი.
„ძე კაცისა რომ მოვა, ნახავს კი რწმენას დედამიწაზე?“- მაცხოვარი ამ სიტყვებში ხაზს უსვამს რწმენის მნიშვნელობას და არა მორწმუნეს, და ამით ცხადად მიგვანიშნებს, რომ რწმენა – ცოცხალია („მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენა რომ გქონდეთ…“) რწმენა- თავად მამის, ძის და, სულიწმინდის – ანუ ერთარსება- სამპიროვანი ღმერთის- წმიდა სამების დავანება, მყოფობაა ჩვენში : „მე და მამა მოვალთ და მასთან დავიდებთ სავანეს“. „ ვისაც ქრისტეს სული არა აქვს ის არც არის მისი“.
სწორედ ასეთ ცოცხალ რწმენას ვიღებთ ჩვენ ნათლისღებისას. ნათლისღება ისეთი რწმენის მიღებაა, რომელიც არის საწინდარი, გარანტია, უტყუარი მოწმობა იმისა, რომ მარადიულ სასუფეველს დავიმკვიდრებთ. ამიტომ არის მთავარი რწმენის შენარჩუნება. პავლე მოციქული წერს: „სარბიელი გავლიე, რწმენა შევინარჩუნე“. „იზრდება თქვენი რწმენა და მრავლდება სიყვარული ერთმანეთის მიმართ“. როგორც ვხედავთ, რწმენა არ არის ჩვენთვის ცხონების თავშივე სრულად მოცემა- მონიჭება, არამედ წინდი , ერთგვარი შესაძლებლობაა, შანსია ცხონებისა. ძველ ქართულად წინდი სიტყვის სინონიმია „მძევალი“, „მზევალი“-რუსულად „залог“, საიდანაცაა სიტყვა „заложник“ – მძევალი; მამამ მოგვცა ძე, თავისი სიტყვა მძევლად, ანუ გარანტად, წინდად იმისა, რომ რაც მისი სიტყვით გაგვიცხადა – უეჭველად აღსრულდება და ვცხონდებით „ოღონდ თუ ბოლომდე დავიცავთ სიტყვას, რომელიც გახარეთ, თუ ფუჭად არ ირწმუნეთ“ (1კორინთ. 15,1)  (ლათინურად მრწამს, ვენდობი აღინიშნება სიტყვა „კრედო“-თი, საიდანაცაა „კრედიტი“, რაც ნიშნავს სარწმუნოს, სანდოს, გარანტიას. იგივე ძირისგან შედგება ბერძნული სიტყვა „კარდია“ და კოლხური სიტყვა „კრდ“-ე, ანუ კლდე; და მართლაც, პეტრეს, ანუ „კრდე“-ს-კლდის მიერ, იესო ქრისტეს ძე ღვთისად მთელი გულით აღიარების რწმენაზე, როგორც ურყევ კლდეზე-კრდე-ზე, აღაშენა უფალმა, თავისი სხეული- ეკლესია, რომელსაც „ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან“).
დიახაც, რწმენით ვცხონდებით- ოღონდ ბოლომდე გამოზრდილი, შენარჩუნებული რწმენით; ჩვენი დაცემული, მიწიერი ბუნების ქრისტეს ხატებამდე აღმყვანებული რწმენით; არაარსიდან არსებობაში მომყვანი, წუთისოფლის მეუფებიდან – ცათა სასუფეველში გადამყვანი რწმენით. უფალი ნათლისღებისას სულიწმინდით ჩვენს მიწიერ ბუნებაში მკვიდრდება, ინერგება, რათა კუალად მოვიდეს, ანუ მომწიფდეს, გახელმწიფდეს, სიყვარულის ნაყოფად მოიწიოს ჩვენი მიწიერი ბუნების წიაღში.
ბერძნულ ენაში „მოსვლა“ სიტყვის ძირეული მნიშვნელობაა „პარუსია-პარიმი“, რაც მოსვლა, დაბრუნებასთან ერთად თანდასწრებას , აქ და ახლა თანაყოფნას,მოწევნას, პყრობა-მოპოვებას აღნიშნავს. „მტკიცედ დგახართ მოწევნილსა ჭეშმარიტებასა“ -მოწევნილსა-პარუსან – რაც რუსულ შესაბამის ტექსტში თარგმნილია როგორც „в настаяшей истине“-ანუ აწინდელ, ამჟამინდელ ჭეშმარიტებაში. როგორც ხედავთ, ქრისტეს მოსვლა- პარუსია არ ყოფილა ოდენ ჩვენგან დამოუკიდებლად, ჩვენს გარეთ, დროსა და სივრცეში მოსახდენი მოვლენა, არამედ ამასთანავე ისეთი მოვლენა, რომლის მოხდენა-მოწევაში ჩვენ, მორწმუნეები, აქტიურად ვართ ჩართული. „უფლის დღის მომლოდინენო და დამაჩქარებლებო“-ერთ ერთ თარგმნაში ასეა გადმოცემული პეტრე მოციქულის სიტყვები. ჩვენ მოველით ქრისტეს ხელმწიფებას, სუფევას აქ, დედამიწაზე, რაზედაც ვლოცულობთ კიდეც : „ მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეთვე ქვეყანასა ზედა.“ იოანეს „გამოცხადება“ მთავრდება სიტყვებით: „ჰე, მოდი უფალო იესო“.
ქართულ მეტყველებაში „მოსვლა“ სიტყვის სინონიმია მომწიფება. მოსულია -ნიშნავს, მწიფეა, ანუ ვარგისია მოსახმარად, საჭმელად. ქართველი ასე კითხულობს : ბალი (ყურძენი, ლეღვი, ხორბალი ) მოსულია? ანუ მომწიფებულია. იჭმევა? ესე იგი მოსვლა-მომწიფება აღნიშნავს არა მთლიანად გარედან-ჩვენი ნებელობისთვის მიუღწეველი, ჩაურეველი სფეროდან რაიმეს ან ვინმეს მოსვლას-არამედ იმის მომწიფებას, ვარგისად გახდომას, მკვახეობიდან- სიმწიფეში, არა არსიდან-არსად მოსვლას, რაც ჩვენში, ჩვენთან იმყოფებოდა, ხარობდა, მაგრამ არ იყო მოსული-ანუ გამოსაყენებლად ვარგისი,გამოვლენილი. იაკობ მოციქული წერს: „ ამიტომ ძმებო, სულგრძელნი იყავით უფლის მოსვლამდე.აჰა, მიწის მუშაკი ელოდება მიწის ძვირფას ნაყოფს, სულგრძელად ელის ადრეული და გვიანი წვიმის მოსვლას. თქვენც ისულგრძელეთ და გულები გაიმაგრეთ, რადგან მოახლოებულია უფლის მოსვლა (იაკობი,5,7-8). ამ სიტყვებით მოციქული შეგვაგონებს და გვამხნევებს, რომ ისეთივე სულგრძელობა გამოვიჩინოთ უფლის მოსვლის მოლოდინში, როგორსაც მიწის მუშაკი იჩენს მიწის ძვირფასი ნაყოფის მოლოდინში. მიწის მუშაკის სულგრძელობა კი, ყველას მოგვეხსენება, რომ, არ არის უბრალოდ შორიდან ყურება და ლოდინი იმისა, თუ როდის მოგვცემს მიწა მოსავალს, არამედ მთელი არსებით ჩართულობაა ამ მოსავლის ნაყოფის მოწევის, მოყვანის საქმეში. მიწის მუშაკი არ ამბობს: მოსავალი მოვაო, არამედ : მოსავალი მომყავსო; მავანს კარგი მოსავალი მოუვიდა კი არა- კარგი მოსავალი მოუყვანიაო. გლეხი ბუნებასთან სინერგიაში, აჩქარებს, ეშურება და ახერხებს კიდევაც მოსავლის მოყვანას, მოწევას, რისთვისაც ღვრის ოფლს გაზაფხულიდან შემოდგომამდე; იღწვის მუხლჩაუხრელად; ფხიზლობს, თავს დასტრიალებს და დაჰკანკალებს მას, განსაკუთრებით მოსავლის აღების ბოლო დღეებში. „შიშით და ძრწოლით აღასრულეთ თქვენი ხსნა“-შეგვაგონებს პავლე მოციქული. მცხოვარი კი ბოლო ჟამის, ანუ მკის დღეების ჩვენდა სანუგეშოდ, სასარგებლოდ (და არა დასასჯელად, ჩვენს თავზე მოსაწვევად) გვაფრთხილებს, რათა „ არ დამძიმდეს ჩვენი გულები ღრეობით, ლოთობითა და სიცოცხლეზე ზრუნვით, და იმ დღემ არ გიწიოთ უცაბედად. მაშ, იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა შეგეძლოთ ყოველგვარ ამ მოსახდენთაგან თავის დაღწევა.“
ამიტომ დაარქვა ქართველმა კაცმა მოსავალს „ჭირ-ნახული“, ანუ ჭირ გამოვლილ-გამოტარებული. სწორედ ასეთი ჭირ-ნახულია, სიმწრით გამოტარებული და ჩვენს გულებში გადანახულ-შენარჩუნებული რწმენა მაცხოვრის მოსვლისა, რომლის მოსვლა-მოყვანა-მომწიფებაში სრულად საკუთარი თავის გადაცემის, გაწირვის შემთხვევაში შევძლებთ მხოლოდ ამ მოსავლით ჩვენი სულების ბეღლების ავსებას-თუ არა და, ურწმუნოების სულმოკლეობის გამოჩენის შემთხვევაში -ამაო და ფუჭი გამოდგება, უფრო მეტიც, სასჯელად, მწველ ცეცხლის ალად გვექცევა მისი მოსვლა. „გაუწყებთ, თქვენ, ძმანო სახარებას, რომელიც მე გახარეთ, რომელიც კიდეც მიიღეთ, და რომელზეც დგახართ რომლითაც ცხონდებით კიდეც, თუ დაიცავთ სიტყვას, რომელიც მე გახარეთ, თუ ფუჭად არ ირწმუნეთ“ (1კორ,15,1-2) პავლე მოციქული, მიწის მუშაკის ენაზე რომ ვთქვათ, გვაფრთხილებს: მთელი შრომა წყალში ჩაგეყრებათ, თუკი უფლის სიტყვას, რომელიც ნათლისღებისას გულში დაიმარხეთ, არ გაახარებთ, არ გამოზრდით და არ იფხიზლებთ მასზე დღე და ღამე, მანამდე, ვიდრე სიყვარულის ნაყოფს არ მოიმკითო.
„კიდევ ცოტა, სულ ცოტა, და მოვა მომავალი. მართალი იცოცხლებს რწმენით…“ სწორედ ამადაც არ გაუცხადა მაცხოვარმა თავისი მოსვლის ზუსტი დრო და ადგილი მოციქულებს. (ვერც გაუცხადებდა), მიანიშნა რა ამით, რომ მისი მოსვლის ჟამი დადგებოდა მაშინ, როცა თავად ისინი მომწიფებოდნენ, მზად იქნებოდნენ მის მისაღებად, დასატევად. „ არ აყოვნებს უფალი აღთქმულს, ზოგიერთებს რომ დაყოვნებად მიაჩნიათ, არამედ სულგრძელია თქვენდამი და არ სურს რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ ყველა მივიდეს მოსანანიებლად (2პეტრე3,9) ამ სიტყვებს პეტრე მოციქული უფლის მოსვლის დაპირებაზე ამბობს, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ მაცხოვრის მოსვლა, მისი მეუფება და ხელმწიფება-ესაა არა მხოლოდ ფიზიკურ სივრცესა და ჟამში მოსახდენი მოვლენა, არამედ მორწმუნეთა სულიერად განწმენდის ჟამის მიღწევით მორწმუნეთა გულებში აღსრულებული მოვლენაც.
„… მოვა მომავალი.“ – მატერიალისტური მსოფლმხედველობის წიაღში გამოზრდილ თაობაში სიტყვა მომავალი გაიგებოდა, როგორც ზოგადად მოლოდინი უკეთესი ყოფა-ცხოვრებისა; დროის ასეთი აღქმა-გაგება წარმართული აზროვნების მდინარების ნაყოფია და საერთო არაფერი აქვს იმ მომავალთან, ვისაც -და არა რასაც, ქრისტიანები ველოდებით. დიახ, ჩვენთვის, იმ წუთიდან, რა წუთსაც ვიწამეთ -სამყარო დრო-სივრცის მარად ცვალებად სარბიელიდან მარადიული ცოცხალი არსების -ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს, კუალად დედამიწაზე მოსვლა-მობრუნების-ანუ სულსა და გულში მთელი სავსებით განცდა-გამეფების მოლოდინად იქცა. სწორედ ეს მოლოდინი, ანუ მისი მოსვლის დაპირების სიტყვაა „ის ლამპარი, რომელიც ბნელში ანათებს, ვიდრე დღე გათენდებოდეს და ცისკრის ვარსკვლავი მოვიდოდეს ჩვენს გულებში“. (2პეტრე1,19)
ყოველივე ზემოთ თქმულიდან ცხადია, რაოდენ დიდი პატი­ ვია და პასუხისმგებლობაა გვერქვას და ვიყოთ კიდეც ჭეშ­ მარიტად ქრისტეს მოწამე – მოწმეები; რამოდენა სულიერი სიფხიზლე და თავის უარყოფა, უფლისადმი სრული მინდომა გვჭირდება, რომ გარშემო მყოფთათვის ჩვენდა უნებურად ცრუ მოწმეებად არ გადავიქცეთ და არ დავღუპოთ ის სულები, რო­ მელთათვის მეგზურად და მისკენ სავალ გზაზე სასწაულად და ნიშნად ვიქენით უფლისაგან დადგინებულნი.
უფლის მოწმედ ყოფნა ამავე დროს მისთვის მოწამედ, წამე­ ბულად ყოფნასაც ნიშნავს. რაც უფრო ძლიერად ბრწყინავს ჩვენი რწმენის ნათელი ბნელში, მით მეტად მწვავდება სიბნე­ ლის, ანუ ბოროტების რეაქცია სინათლეზე. როგორც სახარე­ ბაში წერია, ბოროტს სძულს ნათელი და გაურბის მას „რათა არ გამჟღავნდეს მისი საქმეები, ბნელში რომ არიან ქმნილში“. ამიტომ გვჭირდება მუდმივი სიფხიზლე და უფალში მტკიცე დგომა, რათა ჩვენი რწმენის ლამპარი არ დაიშრიტოს და წუთი­ სოფლის აღსასრულამდე ნათლის ერთგულ მოწამედ დავრჩეთ.

წყარო


Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий