ღია წერილი ქართულ აკადემიურ სფეროს;
უნივერსიტეტების რექტორებს, ბატონებს:
კახა ბენდუქიძეს, გიგა ზედანიას, ლადო პაპავას...
კახა ბენდუქიძეს, გიგა ზედანიას, ლადო პაპავას...
პროფესორებს, დოქტორანტებს, სტუდენტებს;
მეგობრებო, ბატონებო, მე მინდა დღეს თქვენ ამ ღია წერილის გზით შეგხვდეთ და რადგან მოწოდებით, პროფესიით და განათლებით რელიგიისმცოდნე ვარ (Magister Artium, Tübingen, 2005), რელიგიურ პრობლემატიკაზე გესაუბროთ.
მოდით, ეს შეხვედრა დღეს პოზიტიურ ნოტაზე ჩავატაროთ.დავივიწყოთ პრობლემის ავქსონი.
ორგანიზებული, ინსტიტუიზირებული რელიგიის და მისი რეპრეზენტანტების დავიწყების დღე იყოს.მათზე საუბრით და მათი კრიტიკით მგონი ვერაფერს მივაღწიეთ, გარდა ერთისა: ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენ მათ ‘განვიკითხავთ’, ხოლო ‘განკითხვა’ კი, განკითხულს განწმენდს და აძლიერებსო! თუ ასეა, დაე მათ განგვიკითხონ და განგვწმინდონ.
ორგანიზებული, ინსტიტუიზირებული რელიგიის და მისი რეპრეზენტანტების დავიწყების დღე იყოს.მათზე საუბრით და მათი კრიტიკით მგონი ვერაფერს მივაღწიეთ, გარდა ერთისა: ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენ მათ ‘განვიკითხავთ’, ხოლო ‘განკითხვა’ კი, განკითხულს განწმენდს და აძლიერებსო! თუ ასეა, დაე მათ განგვიკითხონ და განგვწმინდონ.
მგონი დადგა დრო, რელიგიის პრობლემას, ამ დამოკლეს მახვილს სხვა კუთხით შევხედოთ.
სადაა პრობლემის სათავე? ჩემი აზრით, ძალიან უბრალო რამ ხდება: წონასწორობა დაირღვა. წონასწორობა პრაქტიკულ და თეორიულ რელიგიას შორის. როგორც ჩანს, ადამიანს ურელიგიოდ გაძლება არ შეუძლია, - ურელიგიო საზოგადოება კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს, - რელიგიის აღგვის მცდელობაც ყოველთვის ახალი რელიგიის დამკვიდრებით მთავრდება, რისი ცოცხალი მაგალითიცაა ჩვენი უახლესი წარსულის ისეთი (კვაზი) რელიგიები, როგორიცაა ‘საბჭოური კომუნიზმი’ ან ‘სტალინიზმი’(ამჯერად ნუ ვიკამათებთ იმაზე, თუ რა არის რელიგია).
ჩვენი რელიგიური ყოფა წონასწორობადარღვეული საქანელას ასოციაციას მიქმნის: ამ საქანელას ცალ მხარეს არავინ ზის და არაფერი დევს, აქ არავინ არაფერს დებს, თუმცაღა არაერთი წუხს, თუ რა უზარმაზარი მასა და ფულია დაწყობილი მეორე მხარეს.
დამძიმებულ, მეორე მხარეს დევს ხალხის დიდი %, 90-სა და 100-ს შუა. ესაა სუპერმძიმე წონა. ესაა პრაქტიცირებული რელიგია თავისი სახელმწიფოებრივი გარანტიებით, ათეულობით თუ ასეულობით მილიონი ფულით; ცხოვრების, კეთილდღეობის მთელი ატრიბუტიკით. ჩვენ ამ საქანელას გიგანტური მხარის მხოლოდ ხილულ,აისბერგისზედა ნაწილს ვამჩნევთ. ამით არ ვამბობ, რომ რაღაც არამატერიალურიცაა შიგ. არა, ყველაფერი ისევ მატერიალურია, მაგრამ ამ მატერიალური დოვლათიდან ზოგი მოძრავია, მაგ. მანქანები, მაგრამ არამოძრავია ბინები, აპარტამენტ-რეზიდენციები, 40-მდე მეუფის მთელი ფეოდალური სამფლობელო,ბიზნესსამყარო, ხელშეუხებლობა, გავლენები, ძალაუფლების ბერკეტები, სულიერი შვილების არმია, მთავრობის წევრების შეშინებული გულები და თვალები... დიდი შიში პრაქტიცირებული რელიგიის ყველაზე მთავარი კაპიტალია. ამ შიშს წარმოშობს რელიგიის არცოდნა, ძრწოლა ამ თითქოსდა არამიწიერი, მისტიკური,საშინელი, უცნაურად შემოსილი და გაუგებარი ძველი ენით მეტყველი სასულიერო კასტის წინაშე...
მოკლედ, კიდევ ერთხელ, ეს ყველაფერი პრაქტიცირებული, მატერიალური, განსაგნებული რელიგიაა. ღმერთამდე ასვლის სურვილი რაც შეიძლება დიდი, ვრცელი, ძვირფასი, მოოქროვილი ტაძრების მშენებლობის გზით.სრული და ყოვლისმომცველი ბაბილონიადა. ლამისაა ამ საქანელას ისედაც ფანტასტიკურად დამძიმებულ მხარეზე ყველაფერი დაიდოს. ნივთიერი კომპონენტები, მიწები, წმინდანის საფლავები, ძვლები, ხატები, ჯვრები, ღამეც რომ ანთია გორაკებზე და ამ ბოლო დღეებში კი უამრავი მიწა ტომრებით. დიახ, უბრალო, ფხვიერი მიწა, რომელიც გაბრიელ ურგებაძის საფლავს ეყარა... ამ საგნების ჩამოთვლას რომ გავყვეთ, დღეს აქ დავაღამებთ...
ახლა მივატოვოთ ეს პრაქტიკული, მატერიალური რელიგია; ჩვენი საქანელას, ‘აიწონა-დაიწონა’ - ს ყოვლადდატვირთული მხარე და შევხედოთ მეორე,თითქმის სრულიად ცარიელ, მიტოვებულ ნაწილს.
ეს რელიგიის თეორიული ნაწილია, თეორიული რელიგია.რამდენადაც უსაზღვროა ჩვენთან რელიგიის პრაქტიცირება და საამისოდ გამოყოფილი რესურსები და თანხები, იმდენადვე უმნიშვნელოა რელიგიის რეფლექსირებაზე დახარჯული თანხა და ძალისხმევა. უბრალოდ, ამის საჭიროებაც კი მგონი ჯერ არავის მოსვლია თავში. რელიგიის შესწავლა, კვლევა,რელიგიური ფენომენების ავ-კარგის, ამბივალენტურობის, რელიგიის წარმოშობა-განვითარების თეორიებით დაინტერესება, ადამიანის როგორც ‘ჰომო რელიგიოზუსის’ საქციელი და ხედვები. აქ არ იგულისხმება თეოლოგიური ძიება, რაც ისევ რელიგიის და ეკლესიის ნაწილია (თუმცაღა, თეოლოგიასაც არ უნდა ულხინდეს, რადგან ერთმა კვალიფიციურმა, გერმანიაში მოღვაწე თეოლოგმა ზოგადად 'თეოლოგიური სიტუაცია' აღიქვა როგორც „თეოლოგიის დასასრული საქართველოში“...). (მაუსის მარჯვენა ღილაკით გახსენით ახალ ფანჯარაში)
ჩვენ ვგულისხმობთ რელიგიის მეცნიერებას (გერმ.:Religionswissenschaft, ინგლ.: religious studies) აკადემიურ, საუნივერსიტეტო, ჰუმანიტარულ/კულტუროლოგიურ საგანს, რაც ყველა დასავლურ და არა მხოლოდ დასავლურ უნივერსიტეტებში ფაკულტეტების, ინსტიტუტებისა თუ მინიმუმ, დეპარტამენტების სახით, საკმაოდ სოლიდურ ადგილს იკავებს. საკმარისია აღინიშნოს 30 გერმანულენოვანი უნივერსიტეტი,მათ შორის 5 შვეიცარიული და 2 ავსტრიული უნივერსიტეტი... საკმარისზე მეტია აღინიშნოს სორბონას V სექცია (Section des Sciences religieuses) და ის 76 აკადემიური პერსონა, უმეტესად პროფესორები, ვინც მხოლოდ სორბონაში ამ საქმეს ემსახურება.
რელიგიის ყველა პრობლემა, - და ალბათ ყველაფრის ყველა პრობლემა, - დაძლევადია მხოლოდ კოგნიტიური, შემეცნებითი, შესწავლადი, გასირძეგანებადი, და, - პირდაპირ აღარ ვიცი, როგორ ვთქვა ერთიდაიგივე, - ჰერმენევტიკული, გაგების და გაგონების გზით.
მიკვირს, ძალიან მიკვირს, ჩვენ დავემსგვსეთ სნეულს, ვინც ექიმს არ ეძებს, სნეულებას კი უწუხს ან დასცინის. „რელიგია წმინდა ავადმყოფობაა.“ - ხომ მოგვესადაგება ეს ძველბერძნული კონცეფცია?!
ნუთუ ჩვენთან - ამხელა ინტელექტუალურ არენაზე - ჯერ არავინ დაფიქრებულა ამ ყველაფერზე? და თუ დაფიქრებულა, შედეგი რატომ არ ჩანს? ამასწინათ თუ უფროწინათ, ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის გადაცემაში წამოიჭრა რელიგიური აგრესიით გამოწვეული განსჯითი საუბარი. ქალბატონ ეკას ეთერში ეჯდა პროფესორი გიგა ზედანია. მეგონა, ის მაინც იტყოდა, რომ რელიგიის პრაქტიცირებას რელიგიის რეფლექსირებაც უნდა სდევდეს თან; იტყოდა, რომ ასეა განვითარებულ სამყაროში... მაგრამ მხოლოდ სამართლებრივი გეზით წარიმართა საუბარი (რაც თავისთავად ცუდი არაა, მაგრამ პრობლემის გადასაწყვეტად ზღვაში წვეთია).
ნუთუ ჩვენთან - ამხელა ინტელექტუალურ არენაზე - ჯერ არავინ დაფიქრებულა ამ ყველაფერზე? და თუ დაფიქრებულა, შედეგი რატომ არ ჩანს? ამასწინათ თუ უფროწინათ, ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის გადაცემაში წამოიჭრა რელიგიური აგრესიით გამოწვეული განსჯითი საუბარი. ქალბატონ ეკას ეთერში ეჯდა პროფესორი გიგა ზედანია. მეგონა, ის მაინც იტყოდა, რომ რელიგიის პრაქტიცირებას რელიგიის რეფლექსირებაც უნდა სდევდეს თან; იტყოდა, რომ ასეა განვითარებულ სამყაროში... მაგრამ მხოლოდ სამართლებრივი გეზით წარიმართა საუბარი (რაც თავისთავად ცუდი არაა, მაგრამ პრობლემის გადასაწყვეტად ზღვაში წვეთია).
ბატონებო, დასკვნის სახით მინდა გირჩიოთ ყველას:შეინძერით!
გაიხსენეთ ვაჟას ერთი წერილი: ‘ხევსურიც შეინძრა!’ ხევსურს აღარ უნდაო სიღატაკეში და უბადრუკებაში ცხოვრება და ბარისკენ მოისწრაფვისო! - ვაჟამ.
გაიხსენეთ ვაჟას ერთი წერილი: ‘ხევსურიც შეინძრა!’ ხევსურს აღარ უნდაო სიღატაკეში და უბადრუკებაში ცხოვრება და ბარისკენ მოისწრაფვისო! - ვაჟამ.
აკადემიური, საუნივერსიტეტო სფერო უნდა შეინძრას.შეინძერით ბატონო რექტორებო, პროფესორებო, გაჭირვებულმა ხევსურმა ან თუნდაც ჩემსავით სამშობლოგაწირულმა ფშაველმა როგორ უნდა გაჯობოთ?! შეინძერით, თუ აღარ გსურთ ამ რელიგიურ უბადრუკებაში ცხოვრება, ამ რელიგიური უბადრუკების უმოქმედოდ ყურება და ქვეყნის თავლაფდასხმა.
რელიგიის პრაქტიკოსები (მღვდლები, ეპისკოპოსები,ეკლესიის აქტივისტები) იღწვიან, აკეთებენ თავის საქმეს ისე, როგორც საჭიროდ და სასარგებლოდ მიაჩნიათ...
აკადემიური სფეროს საქმე და საკეთებელი კი რელიგიის (და არა რელიგიური!) თეორეტიკოსობაა, რელიგიის რეფლექსირება, რელიგიურობის კვლევა,განხილვა, რელიგიურ წინაუკმობებზე და საფრთხეებზე პროფესიული მსჯელობა, რელიგია და რელიგიურობა წარსულში, აწმყოში და მომავალში (რელიგიისა და ძალადობის ჟირარისეული,ბურკარტისეული ლექტურა რად ღირს მხოლოდ! ).
უბედურების სათავე იმაშია, რომ აკადემიური სფერო ჩვენთან ამ აუცილებელ, ჩვენი დროისათვის სუნთქვასავით საჭირო საქმეს ანუ რელიგიის მეცნიერების საჭიროებას ვერ გრძნობს, აკადემიური სფერო რელიგიის მეცნიერების დამკვიდრებას, ინსტიტუციონალიზაციას არ ცდილობს. აკადემიური სფერო ამ მიმართებით თავის საქმეს არ აკეთებს, თავის წმინდა, შემეცნებით მოვალეობას არ ასრულებს. დრო კი მახვილივით ზედ გვადგას და ჩვენ საწინააღმდეგოდ მუშაობს.
მაშასადამე, ხსნა ახსნაშია, თეორიაშია. ეს ძალიან მოკლედ. საქანელას ერთ მხარეს რომ რელიგიის პრაქტიკა დევს დევივით უზარმაზარი,მეორე მხარე, თეორიისა, კიდევ ვიმეორებ, სრულიად თავისუფალია და ამას გამართლება არა აქვს.
ბოლოს ერთი პატარა რჩევაც: ნურავინ იფიქრებს საქართველოში, რომ რელიგიის მეცნიერების, როგორც აკადემიური საგნის დამკვიდრებას ანუ ეტაბლირებას თვითონ შეძლებს. ეს არაა თეოლოგია, სოციოლოგია ან ფილოლოგია; ეს 3 და კიდევ რამდენიმე დისციპლინა თავის სამეცნიერო წიაღში რელიგიით ინტერესდებიან და ჩვენთანაცაა ასეთი გამონაკლისები, მაგრამ საუბარია თვისობრივად ახალ, ნეიტრალურ, შემაჯამებელ/ინტერდისციპლინარულ და საკუთარი, განუმეორებელი მეთოდოლოგიით მომუშავე საუნივერსიტეტო დარგზე. მაგალითისათვის, როდესაც გერმანიაში გადაწყვიტეს ამ დარგის შემოღება უნივერსიტეტში და კათედრის დაარსება, დანიიდან ცნობილი სპეციალისტი ედვარდ ლემანი მოიწვიეს, ეს 1910 წელს ბერლინში; და შვედეთიდან ნათან ზოდერბლომი 1912 წელს, ეს - ლაიფციგში. ყველას ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, მათი ვინაობა, ვინც ამ დროს გერმანიის აკადემიურ სფეროში თავისი საგნის ფარგლებში რელიგიის თემებსაც ამუშავებდა და მათგან რამდენიმე გიგანტიც იკმარებს სანიმუშოდ: სოციოლოგი მაქს ვებერი, ფსიქოლოგი ვილჰელმ ვუნდტი და თეოლოგი ადოლფ ჰარნაკი...მაგრამ პური მეპურემ უნდა გამოაცხოს! ახალი მეცნიერული სუროგატი აღარაა საჭირო, სუროგატული „რელიგიათმცოდნეობა“ ისედაც გვქონდა სახუნივერსიტეტშიც და სასაკადემიაშიც (ორივე ადგილს კარგად ვიცნობ, თავის დროზე სასულიერო აკადემიაში ვსწავლობდი და შემდეგ თსუ ეთიკისა და რელიგიათმცოდნეობის კათედრაზე ვმუშაობდი). ჩვენ გვჭირდება რელიგიის ისეთი მეცნიერება, იმგვარად ორიენტირებული, როგორიც ისაა დასავლეთის ნებისმიერ უნივერსიტეტში, მაგ. ჰაიდელბერგში,სადაც შეიძლება რელიგიისმცოდნის განათლების, კვალიფიკაციის და პროფესიის შეძენა,განვრცობა და გამოყენება.
ბოლო აზრიც: შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ახალი საგანი რაიმე კავშირშია ეკლესიასთან და შიში დაეუფლოს. კი, კავშირშია, არ ვმალავ,მაგრამ იმდენადვე, რამდენადაც ფიზიკა ან ბიოლოგია...ისტორიაც, ცხადია, ან ნებისმიერი ფილოლოგია, მაგ. ირანისტიკა. კავშირში, ყველაფერი ყველაფერთანაა,რადგან, ბუნების გარდა, მოგეხსენებათ, ამქვეყნად ყველაფერი კულტურაა და ასეთივე ნაწილია კულტურისა რელიგიაც („რელიგია კულტურის უღრმესი დიმენსიაა“- პაულ თილიხი).რელიგია კულტურის განუყოფელი ნაწილია, ხოლო რელიგიოლოგია/რელიგიის მეცნიერება როგორც კულტუროლოგიური, ემპირიული მეთოდოლოგიით მომუშავე მეცნიერება თავისი აკადემიური წარსულით და თანამედროვე ინტერნაციონალური მასშტაბურობით სრულ ნდობას იმსახურებს და ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში მისი დაფუძნება მხოლოდ სიკეთის მომტანი შეიძლება გამოდგეს ყველასთვის, მათ შორის, იმათთვისაც,ვინც საქანელას დამძიმებულ მხარეზე დადგა თუ მოხვდა; დრო არ იცდის, რადგან ისეა დამძიმებული იქაურობა, რომ შესაძლებელია მალე ის მძიმე მხარე მიწაში ღრმად ჩაეფლოს(და მთელი ქვეყანაც თან ჩაიტანოს). მერე კი მისი ანუ ჩვენი და ჩვენი ქვეყნის იქიდან ამოთრევა უკვე შეუძლებელი შეიქნება და ამომთრევი სპეციალისტებიც არსაიდან აღარ გამოგვიჩნდებიან!
საზოგადოების ჯანმრთელ ნაწილს, ჯანთან ერთად გონიც რომ გვერჩის, არა გვაქვს უფლება განსაცდელში მივატოვოთ ქვეყანა, ხალხი, ერი და ბერი!!!
Комментариев нет:
Отправить комментарий