წმიდა მღვდელმოწამე ბასილი ანკვირიელი (+662)
22 (04.04) მარტი
წმიდა მღვდელმოწამე ბასილი ანკვირიელი პრესვიტერი იყო და გალატეის ქალაქ ანკვირიაში მოღვაწეობდა. არიოზის ერესის გავრცელების დროს მართლმადიდებლობის მტკიცედ დაცვისათვის ადგილობრივმა არიანულმა კრებამ წმიდა ბასილის ხარისხი აჰყარა, მაგრამ პალესტინის კრებაზე 230 ეპისკოპოსის თანხლებით დაუბრუნდა სამღვდელო ხარისხი.
როდესაც ქალაქ ანკვირიაში ჩავიდა იმპერატორი იულიანე განდგომილი (+361-363), წმიდა ბასილიმ სამსჯავროზე უშიშრად აღიარა ქრისტე, იმპერატორი კი ამხილა განდგომილებაში. იულიანეს ბრძანებით, წმიდა ბასილის ზურგზე ტყავი ააძვრეს. წმიდანმა უდრტვინველად აიტანა საშინელი ტკივილები. შემდეგ წმიდა მამას გახურებული შანთებით დაუწყეს წამება; წმიდა ბასილი მიწაზე დაემხო და ხმამაღლა აღმოხდა: „ნათელო ჩემო, ქრისტეო! სასოებაო ჩემო, იესო! მყუდრო ნავთსაყუდელო დევნულთაო! მშვიდობით შეივედრე ჯოჯოხეთიდან წარმოტყვევნილი, აწ უკვე შენი აღმსარებლის სული. მოწყალე არს და დიდებულ ნება შენი!“ ლოცვის დამთავრებისთანავე გახურებული შანთებით დასახიჩრებულმა წმიდანმა სული უფალს მიაბარა. წმიდა ბასილი გარდაიცვალა 362 წლის 29 ივნისს. პეტრე-პავლობის დღესასწაულის გამო მისი ხსენება დაწესებულია 22 მარტს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.
Authors: | შათირიშვილი, ლელა |
Subjects: | ქართული ლიტერატურა; |
DDC Subject: | Literature & rhetoric |
Table Of Contents: | შესავალი; ნაწილი I, ბასილი ანკვირიელის ცხოვრება და მოღვაწეობა; თავი I, სამი ბასილი ანკვირიელი –ორი მოწამე და ერთი ეპისკოპოსი ; თავი II, ცნობები ბასილი ანკვირიელის ავტორობის შესახებ; თავი III, ბასილი ანკვირიელის ცხოვრების გზა; ნაწილი II, ბასილი ანკვირიელის მსოფლმხედველობისათვის; თავი I ბასილი ანკვირიელის ფიზიოლოგიის ცოდნა; თავი II, რამდენიმე ფიზიოლოგიური ცნების გაგებისათვის; ნაწილი III, ბასილი ანკვირიელის თხზულების ,,ქალწულებასა შინა ჭეშმარიტისა უხრწნელებისათვის» ტექსტოლოგიურ-ფილოლოგიური ანალიზი; თავი I ქართული ნუსხები და მათი ურთიერთმიმართება; თავი II ბასილი ანკვირიელის თხზულების ,,ქალწულებასა შინა ჭეშმარიტისა უხრწნელებისათვის» რედაქციები და გამოცემები სხვადასხვა ენაზე; თავი III ქართული თარგმანის სავარაუდო ბერძნული დედნის დადგენის ცდა; თავი IV ბასილი ანკვირიელის თხზულების ქართული თარგმანი; მატება; მოკლება; დედნის მონაცემის ცვლილება; თავი V ბიბლიური ციტაცია ბასილი ანკვირიელის თხზულებაში ,,ქალწულებასა შინა ჭეშმარიტისა უხრწნელებისათვის’’ და მის ქართულ თარგმანში; პირდაპირი ციტაცია; დაახლოებითი პერიფრაზი; ასოციაციური პერიფრაზი; ცალკეული შემთხვევები; თავი VI თხზულების ქართული თარგმანის ენობრივი ანალიზი; ფონეტიკა; მორფოლოგია; სახელთა ბრუნება; მრავლობითი რიცხვი; ზმნა; პრეფიქსები მ- და გუ- ტექსტში; ხოლმეობითები; I კავშირებითი; I თურმეობითი; ვნებითი გვარი; ზმნისწინიანი აწმყოს წარმოება და ზმნისწინის მაპერფექტებელი უნარი; ტმესი; სიტყვათწარმოებასთან დაკავშირებული საკითხები; თხზვა; კომპოზიტები; სინტაქსი; შედგენილი შემასმენელი; სიტყვათგანლაგების საკითხი; ნაწილაკებისა და კავშირების გამოყენება და მათი ფუნქციები თხზულებაში; ორმაგი უარყოფა; თავი VII რიტორიკული ხერხები ბასილი ანკვირიელის თხზულებაში და გადმოტანის საშუალებები ძეგლის ქართულ თარგმანში; თავი VIII ძეგლის ლექსიკა; სინონიმები; *** (ლექსიკური ერთეულები: ,,simia~, ,,komenti~, ,,SabaTobn da SabaTobaÁ~, ,,ezoÁsmoZRuari~); დასკვნები; გამოყენებული ლიტერატურა; დანართი; თქუმული წმიდისა ბასილისი მთავარეპისკოპოსისა კესარიელ -კაბადუკიელისა ქალწულებასა შინა ჭეშმარიტისა უხრწნელებისათვის; ლექსიკონი . |
Date of Issue: | 2004 |
Source: | ბასილი ანკვირიელი და მისი თხზულების "ქალწულებასა შინა ჭეშმარიტისა უხრწნელობისათვის" /ლ.შათირიშვილი: დის...ფილოლ. მეცნ. კანდ. 10.01.01 / სამეცნ. ხელმძღვ. მაია რაფავა ; საქ. მეცნ. აკად. ხელნაწერთა ინ-ტის ძვ. ქართ. ფილოლ. განყ-ბა - თბ., 2004 – 289 გვ. - - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ.; UDC: 821.14'04 + 27-788-35 + 27-585 + 091(=353.1) + 82=03.14'04 + 821.14'04.091:821.353.1 |
Language: | Georgian |
Extent Format: | 289 გვ. |
Created: | 2008-12-25 |
Modified: | 2008-12-26
|
|
Комментариев нет:
Отправить комментарий