среда, 25 мая 2016 г.

ქალაქში ცხოვრება ზიანს აყენებს ბავშვის ფსიქიკას


დიდ ქალაქში ცხოვრება ბავშვის ფსიქიკაზე ცუდ ზეგავლენას ახდენს - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკის დიუკის უნივერსიტეტის და სამეფო კოლეჯის (დიდი ბრიტანეთი) მკვლევარები. ამის მიზეზად უპირველეს ყოვლისა ასახელებე მეზობლებს შორის სუსტ სოციალურ კავშირს და შესაბამისად დანაშაულის მაღალ დონეს.
მეცნიერები აკვირდებოდნენ 2 ათასამდე ბრიტანელ ტყუპს, რომლებიც ცხოვრობდნენ დიდ ქალაქებსა და სოფლებში დაბადებიდან - 12 წლის ასაკამდე. 12 წლის ასაკში ყველამ გაიარა ტესტირება - პარანოიდულ ფიქრებზე, ხმოვან და ვიზუალურ ჰალუცინაციებზე, მომატებულ მგრძნობელობაზე (მაგ: იმაზე, რომ ვიღაცას შეუძლია მათი აზრების წაკითხვა) და სხვა. გარდა ამისა,
გარემო, რომელშიც ცხოვრობდნენ ბავშვები, ყურადღებით შეისწავლეს.

გამოკითხეს ადგილობრივი მცხოვრებლები და მეზობლები. Google Street View-ის დახმარებით და ადმინისტრაციული მონაცემებით შეადგინეს დაწვრილებითი რაიონების პროფილები, გააანალიზეს ოჯახური ისტორიები ფსიქიკურ აშლილობაზე.

«ჩვენ გვინდოდა, გაგვეგო, თუ როგორ მოქმედებს ბავშვებზე გარემო, რომელშიც იზრდებიან", - განმარტა კვლევის ავტორმა კენდის ოჯერსმა.

აღმოჩნდა, რომ ქალაქში მცხოვრებ ბავშვები 12 წლის ასაკში ორჯერ უფრო ხშირად ეჯახებიან ამა თუ იმ ფსიქიკურ პრობლემებს, ვიდრე სოფლად მაცხოვრებლები. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ ბავშვებს, რომლებიც ცხოვრობენ ქალაქის ისეთ რაიონებში, სადაც დანაშაულის მაღალი დონეა, სადაც მეზობლები ერთმანეთს გვერდში კი არ უდგანან, არამედ არც კი იცნობენ.
ალბათობა იმისა, რომ რაიმე კონფლიქტის დროს ვინმე მოვა საშველად - ძალიან დაბალია. კიდევ უფრო მძიმეა სიტუაცია, თუ ბავშვის ოჯახის წევრი თვითონ გახდა დანაშაული მსხვერპლი.

ოჯერსი და მისი კოლეგები გეგმავენ გააგრძელონ კვლევები, რათა უფრო კარგად გაიგონ, თუ რომელი სოციალური და ბიოლოგიური მექანიზმები უდევს საფუძვლად ბავშვთა ქცევას, როგორ შეძლებს იგი გაუმკლავდეს სტრესს ქალაქში ცხოვრების დროს.






წყარო









Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий