среда, 25 мая 2016 г.

რა თვისებებით გამოირჩევიან მდიდარი მშობლების შვილები



მდიდარი მშობლების ბავშვები, უმეტეს შემთხვევაში, ექსტრავერტები არიან. ეს კი ასეთ ბავშვებს, ზრდასრულ ასაკში, მაღალანაზღაურებადი სამსახურის შოვნაში ეხმარება. როგორც ჩანს, სოციალური გარემოცვა ძლიერად მოქმედებს ჩვენს პიროვნულ თვისებებზე.


კემბრიჯის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა გააანალიზეს 150000 ბრიტანელის მონაცემი. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ბავშვები, რომელთა მშობლებსაც ჰქონ დათ კარგი სამსახური და მაღალი შემოსავალი, უფრო მეტად შეუპოვრები, კომუნიკაბელურები და ენთუზიაზმით აღსავსენი იყვნენ. ყველა ეს თვისება დამხასიათებელია ექსტრავერტებისათვის (ადამიანის ფსიქოლოგიური ტიპი, რომელიც იჩენს კომუნიკაბელურობას, სიცოცხლისადმი ხალისს, ოპტიმიზმსა და მხიარულებას. სიამოვნებს საზოგადოებასთან ურთიერთობა და ადამიანების გაცნობა).

 გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ მოზრდილობაში ექსტრავერტების შემოსავალი, ინტრავერტებზე (ადამიანი, რომელიც უფრო მეტს განიცდის, ვიდრე გამოხატავს, ძნელად შედის სხვასთან კონტაქტში, არ უყვარს ხალხმრავლობა, ჰყავს მცირე სამეგობრო და სანაცნობო წრე) უფრო მაღალია.

 მკვლევარები ფიქრობენ, რომ აუცილებელია სპეციალური პროგრამების შემუშავება, რომლებიც მცირეშემოსავლიანი ოჯახის შვილებს დაეხმარება მნიშვნელოვანი თვისებების გამომუშავებაში, რაც მომავალში, მათი კარიერული წინსვლის შანსებს გაზრდის.

ლალი ჩხიკვაძე



mkurnali.ge


წყარო

Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий