суббота, 31 октября 2015 г.

ნამდვილი ჰელოუნის ისტორია



ნამდვილი ჰელოვენის ისტორია


ჩემი ფეისბუკელი "ფრენდი" და ძალიან საინტერესო, მრავალგზის რესპოდენტი ირინე გივიაშვილი წერდა თავის გვერდზე ჰელოვინის დღესასწაულის შესახებ. გადავწყვიტე მისი მონათხრობი თქვენთვისაც გამეზიარებინა.
ირინე გივიაშვილი _ "ორი წლის უკან ირლანდიაში გადმოვსახლდი და ჩემს ირლანდიელ მეგობართან ჰელოვენის დღესასწაული ამერიკანიზაციის შედეგად მოვიხსენიე. მან შიცხადა და თქვა, რომ ჰელოვენი ირლანდიურია.

მე კი ჰელოვენი ბრიტანული გაი ფოქსის დღის (5 ნოემბერი) ამერიკული ვარიაცია მეგონა. სინამდვილეში მას უფრო საინტერესო და ღრმა ფესვები აღმოაჩნდა.
ფესვები კი კელტურ კულტურაში, ირლანდიასა და შოტლანდიაშია დამარხული და ზამთრის სეზონის დადგომის რიტუალს უკავშირდება. ეს ერთგვარი "ახალი წელია", რომელიც ძველის დასასრულსა და ახალი სეზონის დაწყებას აღნიშნავს. სამჰაინ-ი ასე ქვია ამ დღესასწაულს, რომელიც 31 ოქტომრის ღამესა და 1 ნოემბრის დღეს აღინიშნება და ძველ ირლანდიურ და გაელურ ენებზე ნოემბერს ნიშნავს და იშიფრება როგორც "ნახევარი სეზონი". ირლანდიურ მითოლოგიაში მრავალი მნიშვნელოვანი მოვლენა ან ამ ღამეს სრულდება, ან იწყება. ამ ღამეს ანთებენ კოცონს, განწმენდისათვის, მათი წარმოდგენებით ამ ღამეს კარი იქითა სამყაროსთან ფართოდაა ღია, რომ სულებმა შეძლონ ჩვენს სამყაროში შემოსვლა. ამ ღამესვე შლიდნენ სუფრას მიცვალებულთა სულებისათვის და სარიტუალო საკვებსაც ამზადებდნენ.

835 წლიდან, რომის პაპის, გრიგოლ IV მიერ ყოველთა წმინდათა დღე 1 ნოემბერს დაწესდა, 2 ნოემბერს კი მიცვალებულთა დღე აღინიშნება. სიტყვა Halloween შოტლანდიური All Hallows Eve - ყოველთა წმიდათა ღამეა. სამჰაინ-ის ტრადიციამ ადვილად შეითვსაა ახალი კულტურული ფენა და შეიქმნა ჰალლოევენ-ი. მერე იყო დიდი შიმშილობა, ემიგრაცია ამერიკაში, უხვად მოწეული გოგრა და ძველი დღესასწაულის ახალი სიმბოლოებით გავრცელება მთელს მსოფლიოში..."
ირინეს წერილს ასევე საინტერესო კომენტარები სდევს თან. მათი ავტორები იწუნებენ უძველესი ირლანდიური დღესაწაულის დამახინჯებულ ფორმებს და თავისებურად ხსნიან პროცესის განვითარებას. "ამ დღის ფესვები მართლაც საინტერესოა და მის სამშობლოშიც ალბათ გაცილებით საინტერესო და მომხიბლავია მისი აღნიშვნა, ვიდრე მსოფლიოში არის გავრცელებული (თუ ხელოვნურად თავსმოხვეული). მე დიდ სიმპათიებს ვერ განვიცდი ხოლმე მოჩვენებების და ეშმაკების კოსტუმებიანი ბავშვებისადმი. რა ვქნა, მაინც ძალიან არ მიყვარს ეს დღე. ბავშვებისთვის ურო ნათელი და სასიამოვნო ასოციაციები მინდა მქონდეს." _ ამბობს ერთ-ერთი კომენტატორი.
ირინე ბავშვების უცნაურად შემოსვის ამბავს ასე განმარტავს, _ თურმე ბავშვებზე მიცვალებულების კოსტუმების მორგება და ჩონჩხების გამოფენაც ისევ ირლანდიის ისტორიით აიხსნება. სანამ ამერიკისკენ დიდი მიგრაცია დაიწყებოდა, ირლანდიას საშინელმა შიმშილმა და სიკვდიალიანობამ გადაუარა, მილიონობით ადამიანი, მათ შორის ბავშვი იღუპებოდა XIX საუკუნის შუაწლებში დროჰედას გზაზე, საიდანაც გემები ამერიკისკენ მიდიოდნენ. სწორედ ამ შიმშილობის გამო დაიწყო დიდი მიგრაცია ამერიკისკენ.
ვინც გააღწია და გადარჩენა შეძლო, უკვე უცხო მიწაზე, ჰელოვენიც ალბათ სწორედ მათ დაამკვიდრეს; ძველ ტრადიციას დაამატეს გოგრა (რომელიც უხვად მოიწიეს ამერიკის მიწაზე), ათასგვარი თხილეული (სიმბოლო ნაყოფიერებისა და სიუხვისა) და კოსტუმიც, როოგორც ნიშანი გამარჯვებისა, როცა მიცვალებულის ფორმაში გამოწყობილნი თავად აფრთხობენ და დევნიან სიკვდილს, როცა დასცინიან და ზეიმობენ გამარჯვებას სიკვდილზე. რაც შეეხება გოგრას, ირლანდიაში გოგრა არ მოდის, ამიტომაც აღნიშნულ დღესასწაულზე თავდაპირველად თალგამს
იყენებდნენ, რომელსაც ანთებული სანთლით ფანჯრებში აწყობდნენ რათა ავი სულები არ მიჰკარებოდნენ მათსახლებს. თალგამის ჩანაცვლება გოგრით უკვე ამერიკაში მოხდა

მოკლედ, ასეთი დღესასწაული ყოფილა ჰალოვენი, ირლანდიელებისთვის ძალიან ახლობელი, სხვებისთვის კი შინაარსმოცილებული და თავსმოხვეული. ასეთი ძალათი დღესასწაული კი ვერაფრით ვერ უნდა იყოს საინტერესო.
სამწუხაროდ, ფაქტია, საქართველოში ჰელოვინის დღესაწაული დამახინჯებული ფორმით აღინიშნება და ასოცირდება არა ისტორიულ საფუძვლებთან, არამედ ზედაპირულ, შინაარსმოკლებულ მიდგომებთან. ირლანდიში კი ჰალოვენი ნამდვილი დღესასწაული ყოფილა.
საინტერესოა, ამ საკითხთან დაკავშირებით გონივრული და კორექტული მოსაზრებები. აღსანიშნავია, რომ საქართველოში თითქმის არავინ არ უკვირდება მის წარმოშობას, არც ზუსტ სარიტუალო ფორმას და ხშირ შემთხვევაში წარმოდგენილი ე.წ. ქართული ჰელოვინი ორგიებთან, წარმართულ ღრეობებთან და აბსურდულ სანახაობებთან იგივდება, რასაც საერთო არაფერი აქვს ირლანდიურ დღესასწაულთან.

ირინემ ასევე მომაწოდა ფოტოები, რომელზეც გამოსახული არიან ირლანდიელი პატარები, რომლებიც კარდაკარ დადიან და ჩვენი "ჭონასა" და "ალილოს" მსგავსად საჩუქრებს, ძირითადად ტკბილეულს იღებენ მასპინძლებისგან. ირლანდიაში ამ ღამეს ყოველთა წმიდათა დღესასწაულს აღნიშნავენ, მას ბავშვების ზეიმსაც კი უწოდებენ და სანახაობა, რომელსაც ამ დროს ბავშვები წარმოადგენენ ასევე წააგავს ჩვენებურ ბერიკაობას და ჭიაკოკონას რასაც საერთო არაფერი აქვს ეშმაკეულთან, როგორც სამწუხაროდ საქართველოში ხშირად აკავშირებენ დამახინჯებული "ჰელოვინ ფართის" ორგანიზატორები და მათი კრიტიკოსები. Halloween ხომ ირლანდიურად ასე იშიფრება _ ყოველთა წმიდათა ღამე. იქნებ დროა ჩვენი ეროვნული, სახალხო, კოსტუმირებული, ნიღბებიანი დღესასწაულები აღვადგინოთ, თუნდაც ბერიკაობა, ყაენობა, რომელსაც ხალხი საუკუნეების განმავლობაში სიამოვნებით აღნიშნავდა საქართველოში. ასეთი ლამაზი სახალხო სპექტაკლების აღდგენის შემდეგ ალბათ აღარ გაჩნდება ინტერესი, რომ სხვისი დღესასწაულები, თანაც დამახინჯებულად აღვნიშნოთ.

Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий