„ჩვენშიც ამობრწყინდნენ ადამიანები, რომელნიც თავს უფლებას აძლევენ, შეებრძოლონ ყოველივე იმას, რაც საკუთარი თავისთვის აკრძალულად მიაჩნიათ. ასე ჩნდებიან ფანატიკოსები - დაუნდობლები, უკომპრომისონი და შეუბრალებელნი ნებისმიერ სფეროში - ჰიგიენური წესები იქნება ეს თუ ინსტინქტების დათრგუნვა, მორალის დაცვა თუ რელიგიურობა ... თავის აგრესიას ისინი საკუთარ თავზე კი არ მიმართავენ, არამედ გარეგნულ გამოვლინებებზე, თანაც ამას აკეთებენ სრულიად გულწრფელად და სუფთა სინდისით, რადგან დარწმუნებულები არიან ამის აუცილებლობაში. ეს ადამიანები მართლმადიდებლობაში ხშირად თავის „მოწოდებას“ პოულობენ, რაც განსხვავებულად მოაზროვნე „ერეტიკოსების“, „ნეო-მოაზროვნეების“ და სხვათა მოძიებაში გამოიხატება. თავად ისინი ამ პოზიციაზე დგანან, რომელსაც ულტრაკონსერვატორულს უწოდებენ. რელიგიაში ისინი ორთოდოქსობისა და დოგმატურობის მომხრენი არიან, შესაბამისად, სხვა აღმსარებლობათა მიმართ შეუწყნარებლობას იჩენენ. ღმერთის შესახებ წარმოდგენებში დომინირებს მკაცრი და შურისმაძიებელი მამა ღმერთის ასპექტი, რომელიც მოითხოვს უპირობო მორჩილებასა და რწმენას. ამასთან ერთად, ისინი ხშირად ცრუმორწმუნეებიც არიან და მაგიურ წარმოდგენებს მისდევენ... ლოცვანი და ფსკვნილი, რომლებიც ყურადღების კონცენტრაციას უწყობენ ხელს, მათთვის შაბლონია, დანაწესია, რაც ასევე უპირობო შესრულებას მოითხოვს. სამწუხაროდ, მათი ყურადღების მიღმა რჩება სწორედ ის, რაც ერთ ადამიანს მეორისაგან, ერთ სიტუაციას სხვა სიტუაციებისაგან განასხვავებს. ისინი ვერ ამჩნევენ იმ ნიშნებს, რომლებიც მოვლენებს განუმეორებელს ხდიან, და ამით საკუთარ თავს სტერეოტიპულ მოვლენათა უღიმღამო სამყაროში ცხოვრების საფრთხეს უქმნიან. მათი წარმოდგენები ღმერთსა და ეკლესიაზე შეიძლება არაჩვეულებრივად „ჭკვიანური“ და დეტალიზებული იყოს, ხოლო წესდების და საერთოდ რიტუალური მხარის ცოდნა - შთამბეჭდავი, მაგრამ სული აკრძალვების საკანში ვერ ცოცხლობს. ასეთი ადამიანები, ბიუროკრატი ღვთისმოსავები, ძირითადად „რაიმეს“ წინააღმდეგ გამოდიან და იშვიათად იბრძვიან „რაღაცისთვის“. მათ მხოლოდ ერთი უტოპიური ფსევდომიზანი ამოძრავებთ, გამოასწორონ მთელი სამყარო, ვინაიდან მათ ღრმად სჯერათ, რომ ისინი უკვე „სასუფევლის“ ღირსნი გახდნენ.
მათ კარგად მიესადაგებათ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვები: „ზედმეტად მართლმადიდებლები“.
წყარო
Комментариев нет:
Отправить комментарий