пятница, 22 мая 2015 г.

პრაქტიკული სახელმძღვანელო საქართველოში რელიგიის თავისუფლებით სარგებლობისთვის



21.03.2014


საქართველოში რელიგიის თავისუფლების დაცვის სახელმძღვანელო „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის – „უფასო სამართლებრივი დახმარება რელიგიური უმცირესოებებისთვის“ ფარგლებში მოამზადა.

წინამდებარე სახელმძღვანელოში მიმოხილულია საქართველოს კანონმდებლობის ის ძირითადი ასპექტები, რომელიც აწესრიგებს საქართველოში რელიგიური უმცირესობების სამართლებრივ სტატუსსა და იმ ურთიერთობებს, რომლის სუბიექტებად ხშირად რელიგიური გაერთიანებები და მათი წარმომადგენლები გვევლინებიან. სახელმძღვანელოს მიზანია რელიგიური უმცირესობებისთვის რელიგიის თავისუფლების დაცვის ხელშეწყობა საკუთარი უფლებებისა და სამართლებრივი მექანიზმების თაობაზე ინფორმირებულობის ამაღლების გზით.
სახელმძღვანელო რელიგიის თავისუფლების გამოყენებასთან დაკავშირებით ეროვნული კანონმდებლობის რეგულაციებისა და სამართლებრივი დაცვის შესაბამისი საშუალებების მოკლე მიმოხილვას მოიცავს და მთლიანად ეფუძნება მოქმედ ნორმატიულ ბაზას.






წყარო: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი




Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий