Authors: | ფანჯიკიძე, თეიმურაზ |
Subjects: | რელიგია; Религия; Religion |
DDC Subject: | History of Christianity & Christian church |
Abstract: | წიგნში შეტანილია ავტორის მიერ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული ყველაზე უფრო აქტუალური და მძაფრი წერილები, დიალოგები, პოლემიკური სტატიები და ინტერვიუები, რომლებშიც ასახულია საქართველოში მიმდინარე წინააღმდეგობრივი რელიგიური პროცესები მეოცე საუკუნის ბოლოსა და ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში. მსოფლიოში განვითარებული სოციალური და რელიგიური მოვლენების ფონზე ყურადღება მახვილდება რელიგიურ ცხოვრებაზე საქართველოში, მის სპეციფიკაზე, ეროვნულისა და რელიგიურის მიმართებაზე, რელიგიური ფაქტორის როლზე საქართველოს საგარეო პოლიტიკური კონცეფციის ჩამოყალიბებაში, ქართველთა ტოლერანტულ ბუნებაზე, თანამედროვე საზოგადოების და მართლმადიდებელი სამღვდელოების ურთიერთობაზე, რელიგიური უმცირესობების ბედზე საქართველოში, ამ საკითხებთან დაკავშირებულ პოლემიკურ წერილებზე, ინტერვიუებზე როგორც სხვადასხვა აღმსარებლობის ღვთისმეტყველებთან, ასევე თვით ავტორთან. წიგნში თანამედროვეობასთან კავშირში ქვეყნდება საინტერესო მასალები იესო ქრისტეზე, ბუდაზე, მუჰამედზე და იმ ისტორიულ პირებზე, რომლებიც თავისი თავის ღმერთად გამოცხადებას ცდილობდნენ (ალექსანდრე მაკედონელი, იულიუს კეისარი). რედაქტორი: პროფესორი რ. ბალანჩივაძე რეცენზენტები: პროფესორი ო. გაბიძაშვილი დოცენტი თ. ყანდარელი |
Table Of Contents: | რედაქტორისაგან; შესავალი თავი პირველი რელიგია ქართველთა ცხოვრებაში; რელიგიური ცხოვრება საქართველოში; რატომ იყო აუცილებელი საბჭოთა კავშირისათვის ათეიზმი; რელიგიის თანამედროვე მდგომარეობა საქართველოში და მისი როლი ეროვნებათშორის ურთიერთობაში; ავტოკეფალიის აღდგენა; ბოლშევიზმი, როგორც ახალი რელიგია; კომუნისტური მოძღვრება და ხალხის რწმენა; რელიგიის დაბრუნება; ტოლერანტობა და რჯულთშემწყნარებლობა ქართული სახელმწიფოებრივი ცნობიერების მშენებლობაში; საით მივდივართ?; როგორ საზოგადოებას ვაშენებთ?; რელიგიური ფაქტორი საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კონცეფციის ჩამოყალიბებაში; ეროვნული ურთიერთობები საქართველოში; ეროვნული და რელიგიური; ქვეყნისა და ეკლესიის ერთიანობისათვის; როგორა გვაქვს საქმე ღმერთთან, ანუ მართლა დავუბრუნდით უზენაესს? თავი მეორე რელიგიური უმცირესობები საქართველოში; რელიგიურ უმცირესობათა სპექტრი; ახალსამოციქულო ეკლესია; ცოტა რამ ისტორიიდან; მოძღვრება; ახალსამოციქულო ეკლესია საქართველოში; მოციქული ბერნდ კლიპერტი საქართველოში; კრიშნაიზმი; ცოტა რამ ისტორიიდან; მოძღვრება; მედიტაცია; კრიშნაიზმი და სხვა რელიგიები; ბაპტიზმი; ბაპტიზმის ისტორიიდან; ბაპტიზმის თავისებურებანი; ბაპტისტთა პრობლემები საქართველოში; ცვლილებები ქართულ ბაპტიზმში; ღვთისმსახურება; იეღოველობა; იეღოვიზმის რუსული ფრთა; იეღოველთა ამერიკული ფრთა; მოძღვრება; იეღოვიზმი საქართველოში; იეღოველთა ორგანიზაცია და კულტი; იქნება თუ არა არმაგედონი?; რა სწამთ იეღოვას მოწმეებს; ებრაელთა თალმუდზე, რუსეთის სულიერ რაბინ შტაინზალცზე,ეროვნულ იდეოლოგიასა და ქართველი ხალხის პრობლემებზე; მცირეოდენი ინფორმაცია თალმუდზე; ისლამი, ქართული სახელმწიფოებრიობა და დეპორტირებულ თურქ-მესხთა დაბრუნების პრობლემები; ბაჰაის რწმენა; ბაბი და ბაჰაულა; ბაჰაის მოძღვრება; ორგანიზაცია; ბაჰაის რწმენა საქართველოში; ბაჰაის კულტი; ბაჰაის მოძღვრების შეფასება; ბიბლია, იოანე ზოსიმე, ქართული ანბანი და ცოტა ფანტაზია; საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს პრესცენტრის განცხადება; შეხვედრა უნივერსიტეტში; ის, რაც საპატრიარქოს პრესცენტრის განცხადებაში არ იყო ნათქვამი თავი მესამე მიმდინარე რელიგიური ცხოვრება; დიდი რელიგიური მარათონი; ბოიფრენდებზე, გერლფრენდებზე, უმანკოებასა და გახუნებულ ფასეულობებზე; ჩეჩენი ლტოლვილები საქართველოში; მოლა საიდ-აბდულა; თანამედროვე საზოგადოებადა მართლმადიდებელი სამღვდელოება; როგორი უნდა იყოს ღვთისმსახური; რას ელის და თხოულობს საზოგადოება სასულიერო პირისაგან; ფული, მევახშეობა, რელიგია თავი მეოთხე ინტერვიუები; თეიმურაზ ფანჯიკიძე: ჩემი პოზიცია იგივე დარჩა - მე ვიყავი და ვარ რელიგიის ისტორიკოსი; რელიგიათმცოდნეობა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; პასტორი ჰორსტ ნისენი: რწმენა თავისუფალი უნდა იყოს; რელიგიის პროფესორი როჯერ კრუკი: იეღოველებისა ჩვენც გვეშინია, მაგრამ მაინც ვამჯობინებთ ხალხს თავისუფალი სულიერი არჩევანი უფლება მივცეთ; საეჭვო და დამაფიქრებელი ის არის, რომ იეღოველთა საქმის ექსპერტიზისას რელიგიათმცოდნეობის კათედრას გვერდი აუარეს; მოძრაობა მძლეველის საქმიანობა უსიამოვნო ფაქტია მართლ-მადიდებელი ეკლესიისათვის თავი მეხუთე პოლემიკური წერილები; ისევ კრიშნასა და ქრისტეს შესახებ; გაზეთ მადლის რედაქტორს; სჯობს ერთი კაცი მოკვდეს ერისათვის, ვიდრე ერი ერთი კაცისათვის; ჰაერში შუა საუკუნეების მძაფრი სუნი დგას; ცნობისმოყვარეობა მკლავს, როგორ აღმოაჩინა უზენაესმა აკაკი ჯორჯაძე; რა დონის სავლეებიც იყავით, იმ დონის პავლეები გახდით; მცირეოდენი განმარტება თავი მეექვსე ღმერთები და წინასწარმეტყველები; ცხოვრობდა თუ არა ქრისტე ინდოეთში?; ბუდა და ქრისტე; პილატე პონტოელი; მუჰამედი; ისას მუსლიმები იესო ქრისტეს ეძახიან თავი მეშვიდე ძლიერნი ამა ქვეყნისანი და რელიგია; ალექსანდრე მაკედონელის ბარათი სტაგირედან; მსხვერპლშეწირვა, იულიუს კეისარი და მისი REX SACRORAM-ის თანამდებობა; კეისარი და რომაული რელიგია; ბოლოთქმა; რეზიუმე; რეზიუმე ინგლისურად |
Date of Issue: | 2003 |
Source: | რელიგიური პროცესები საქართველოში XX და XXI საუკუნეთა მიჯნაზე / თ. ფანჯიკიძე; [რედ. რ. ბალანჩივაძე]. - თბ. : ლეგა, 2003 - 436გვ. ; 20სმ. - რეზ. ინგლ. ენ. - ISBN 99928-972-9-5 : [ფ.ა.] UDC: 2(479.22)(09) + 271.22(479.22)(09) |
Language: | Georgian |
Extent Format: | 344 გვ. |
Created: | 2006-08-15 |
Modified: | 2007-02-13
წიგნის გადმოწერა
რესურსი 2
|
|
Комментариев нет:
Отправить комментарий