მოკლე აღწერა:
ეს თხზულება ავტორის ფილოსოფიური ევოლუციის ბოლო პერიოდში დაიწერა, როცა ნიცშეს მრწამსი განთავისუფლდა გარეშე გავლენებისაგან. „ზარატუსტრა“ ჩაფიქრებული იყო როგორც ფართო ტილო, რომელშიც ორიგინალური ფორმით მოცემულია გერმანელი მოაზროვნის ფილოსოფიური თვალსაზრისის ყველა ძირითადი მომენტი. თხზულებაში ვხვდებით ყველა იმ ძირითად პრობლემას, რომლებზეც ფილოსოფოსი ადრეც ბევრს ფიქრობდა. ახლა ისინი წარმოსდგებიან ახალი გააზრების საფუძველზე, ახალი სახეებისა და ახალი იდეების კონტექსტში. შეიძლება ითქვას, რომ „ზარატუსტრაში“ თავისებური სახით განსხეულებულია: ნიცშეს აზროვნებისა და განცდების მთელი სიმდიდრე, ნიცშეს ძნელი, წინააღმდეგობებით აღსავსე ცხოვრების გზა.
„ზარატუსტრას“ ავტორის პოპულარობა სულ უფრო იზრდებოდა, დღეს კი გაგვიჭირდება დავასახელოთ მოაზროვნე, რომლის გავლენაც აღემატება ნიცშესას. ჩვენი დროის უამრავი სერიოზული მოაზროვნე – ფილოსოფოსი იქნება ის თუ ფსიქოლოგი, სოციოლოგი თუ პოლიტიკოსი, მწერალი თუ კომპოზიტორი, თავს მოვალედ თვლის გამოეხმაუროს ნიცშეს, პასუხი გასცეს „წყეულ“ კითხვებს, ასეთი სიღრმითა და სიმწვავით სწორედ მან რომ დასვა პირველად.

წიგნის გადმოწერა
რესურსი 2
Комментариев нет:
Отправить комментарий