1. ცოდნის შეძენა არ არის გარანტია იმისა, რომ თქვენ პიროვნულად გაიზრდებით და განვითარდებით, მთავარია მისი გამოყენების ცოდნა.
2. კარგი იდეა მოქმედების გარეშ არაფერია.
3. შესაძლებლობები კი არ უნდა ეძებოთ, უნდა შექმნათ.
4. ჩვენი ცხოვრების 10%-ზე მოქმედებს უკონტროლო გარემოებები, ხოლო დანარჩენ 90%-ზე ჩვენ.
5. ის, რასაც არ დავიწყებთ დღეს, ვერ დასრულდება ხვალ, ამიტომ არასოდეს არ უნდა გადადოთ საქმე.
6. საკუთარი გეგმების განხორციელებისთვის იდეალური პირობების ლოდინში დიდი ალბათობით ყველაფრის გარეშე დარჩებით.
7. მანამ, სანამ გააგრძელებთ იმის კეთებას, რასაც აკეთებთ, თქვენ მიიღებთ იმას, რასაც ღებულობთ.
8. ნუ შეგეშინდებათ გარდატეხების. ყველაზე ხშირად გარდატეხა ხდება იმ მომენტში, როცა ეს აუცილებელია.
9. დისციპლინა საჭიროა იმისათვის, რომ მიიღოთ ყოველთვის ის, რაც ყველაზე მეტად გჭირდებათ და არა ის რაც ამ წუთას გჭირდებათ.
10. რაც უფრო რთულია გზა, მით მეტი წარმატება გელით ბოლოს.
11. რთული პერიოდი ვერ გაგრძელდება დიდხანს, მაგრამ თუ ვინმე გირთულებთ საქმეს, მაშინ ეს შესაძლოა სამუდამოდ გაგრძელდეს.
12. ბევრ წარმატებულ ადამიანს გადაუტანია რთული პერიოდები მანამ, სანამ მიზნებს მიაღწევდნენ.
13. ადამიანი წარმატებული არ იბადება, ხდება.
14. არის უამრავი რამ, რის შესახებაც არაფერი ვიცით.
15. სჯობს გქონდეთ გეგმა ხარვეზებით, ვიდრე საერთოდ არ გქონდეთ.
16. ყველა ჩვენგანს აქვს ძლიერი მხარე. ის რაც გამოსადეგია სხვისთვის შესაძლოა არ გამოგადგეთ თქვენ და პირიქით.
17. თქვენ არასოდეს არ გახდებით კარგი იდეის მფლობელი, თუკი მანამდე არ მოახდენთ ბევრი ცუდის გენერირებას.
18. იყო დაკავებული და პროდუქტიული - ეს ორი სხვადასხვა რამეა.
19. იყო ბედნიერი და იყო წარმატებული - ეს ორი სხვადასხვა რამეა.
20. ნებისმიერ სიტუაციაში თქვენ გაქვთ არჩევანი.
21. წარმატება – ეს არ არის დომინირება სხვებზე, ეს არის დომინირება საკუთარ პოტენციალზე.
22. ცხოვრება სავსეა შესაძლებლობებით, რომელთა წყალობითაც თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ის, ვინც გსურთ.
23. თქვენ სრული უფლება გაქვთ იყოთ ბედნიერი. განახორციელებთ და გამოიყენებთ თუ არა ამ უფლებას, ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.
წყარო
Комментариев нет:
Отправить комментарий