среда, 17 декабря 2014 г.

„ფსევდო ტაბლეტებით“ გამოჯანმრთელებული პაციენტები - ფსიქოთერაპიით მკურნალობა მედიცინაში



თავდაპირველადვისაუბროთ იმაზე თუ რა არისფსიქოთერაპიაფსიქოთერაპია ეს არისშესწავლისპროცესი რომელიც შედგება შემდეგი ოთხი ფაზისაგან:
1. მეგობრულისა და ფორმალური ურთიერთობისთანასწორობის დადგენა.
2. პაციენტის ცხოვრების წესისმისი მიზნების,თანდაყოლილი ლოგიკის ანალიზი და ამოცანა.
3. ინტერპრეტაციარომელიც პაციენტს საშუალებასაძლევს უკეთ გაიცნოს საკუთარი თავიგანსაზღვროსმიზნებირაც მის აზრებზეგრძნობებსა და ქცევაზეაღიბეჭდება.
4. პაციენტის რეორგანიზაცია და გადამზადება,ფსიქოთერაპევტი ეხმარება კლიენტს შეცვალოსცხოვრებისეული მიზნებითავიდან აიცილოსძირითადი შეცდომებიგააღვივოს საკუთარ თავში რწმენაეხმარება საზოგადოებაში ფუნქციონირების,სოციალური გრძნობებისა და სოციალური ინტერესის გაზრდაში და ასევე პაციენტის სიმპტომებისაღმოფხვრაში.
ფსიქოთერაპიით მკურნალობის მრავალი ხერხი არსებობსამჟამად კი ერთ-ერთ საკმაოდ ცნობილთერაპიაზე პლაცებო ეფექტზე ვისაუბრებპლაცებო -  არის სამედიცინო დანიშნულების სტიმულატორი,რომლის საშუალებითაც ექიმები ავადმყოფებს არწმუნებენ რომ ის გამოჯანმრთელდებაპლაცებოთიმკურნალობის დროს ავადმყოფი იღებს ინერტულ შაქრის წამალს – ექიმი კი არწმუნებს რომ ამპროცედურის შემდეგ პაციენტი განიკურნებამაგრამ უმალავს წამლის ინერტულობის ფაქტსეს ქმედებასაჭიროა იმისთვისრომ პაციენტმა ირწმუნოს საკუთარი გამოჯანმრთელების შესახებეს ფენომენიცნობილია პლაცებოს ეფექტის სახელით.
პლაცებოან სუგესტია (შთაგონებაფართოდ გამოიყენება მედიცინაშიეს ეფექტი კი გავრცელებულიფენომენიაპლაცებოს ეფექტი მიანიშნებს ფაქტზე – თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტვინის როლიადამიანის ჯანმრთელობაში.
მეცნიერები დაახლოებით 1 საუკუნეაპლაცებოს ეფექტს იკვლევენთავად ცნება კი მე-18 საუკუნეშიგაჩნდა. 1955 წელს მკვლევარმა ჰენრი ბიჩ ერმა გამოაქვეყნა სტატიასადაც მის მიერ ჩატარებულიექსპერიმენტების შედეგებში ეწერა. 26 სხვადასხვა სახის დაკვირვებიდან ნათელი იყორომ პაციენტთა 35%რეაგირებდა პლაცებოზე. 60-იან წლებში დიდი გამოხმაურება ჰპოვა აღმოჩენამრომ უმოქმედო აბებსშეეძლოთ გავლენის მოხდება ორგანიზმზეროცა პაციენტებს ეუბნებოდნენრომ ამგზნებ საშუალებასაძლევდნენშეინიშნებოდა გულისცემის სიხშირის გაზრდასისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებარეაქციისსისწრაფის ზრდახოლო როცა ეუბნებოდნენრომ ძილის წამალს ასმევდნენმალევე ითენთებოდნენ.რეალურად კი ორივე შემთხვევაში აბი ზუსტად ერთნაირი იყო.
cfd33dcaec73
თანამედროვე მედიცინაში არსებული სამკურნალო მეთოდებიან საშუალებათა დიდი უმრავლესობა სახელმოხვეჭილი იყოძირითადად “პლაცებო” მოქმედების ხარჯზე.სამკურნალწამლო თერაპიის მთელი ისტორიაბოლო 70-80წლის გამოკლებით შეიძლება მივიჩნიოთ “პლაცებო-თერაპიისისტორიადჩვენს დროშიც ექიმის მიერ გამოწერილიმედიკამენტების 20-40% წარმოადგენს “პლაცებოსაშუალებებს.
ხშირად პლაცებოს ჩვეულებრივი წამლის საწინააღმდეგოდაციყენებენ – ახალი წამლის შემოღებისას პაციენტთა ნაწილსპლაცებოს ასმევენნაწილს – ნამდვილ წამალს და შედეგებსაკვირდებიანმხოლოდ მაშინთუკი წამალს გაცილებითუკეთესი შედეგი ექნებავიდრე პლაცებოსხდება მისი აღიარება ვარგისადბევრი მიიჩნევსრომ მსგავსირამ უპატიოსნო და არაეთიკურიარადგან პაციენტს რაღაცას ატყუებენ.
მაგრამრამდენად არაეთიკურიც არ უნდა იყოს ეს საქციელი ცდებმა აჩვენარომ პლაცებო ეფექტიმართლაც დიდ გავლენას ახდენს ხალხზეშედეგი უფრო სწრაფი და დამაკმაყოფილებელი რომ იყოსპაციენტი წინასწარ უნდა შეამზადოს ექიმმა (მკურნალმადა უთხრას თუ რამდენად ძლიერმოქმედია ესწამალი უნდა გააცნოს მისი შესაძლებლობები . უკეთესი იქნება თუ ყურადღებას გაამახვილებენ მის(წამლისსიძვირესა და დეფიციტზეკერძოდ იმაზე თუ რა ძნელი საშოვნელია ისაგრეთვე დიდიმნიშვნელობა ენიჭებაექიმის ავტორიტეტსრათა პაციენტმა ეჭვი არ შეიტანოს ტყუილში და არგამოააშკარავოს იგიმნიშვნელოვანია პრეპარატის სიახლერწმენა მის ეფექტურობაში და სხვა პაციენტებისინდუცირება ახალი პრეპარატის ან მკურნალობის მეთოდის ეფექტურობის შესახებ.
ადამიანები იკურნებიანმიუხედავად იმისა იციანრომ  იღებენ პლაცებოსმატყუარა ტაბლეტებისმუშაობაში უკვე არავის ეპარება ეჭვიფსევდომკურნალობის ეფექტურობა ბევრჯერ იქნა დამტკიცებული.კვლევების დროს ექიმები მონდომებულნი არიან რათა პაციენტები ვერ მიხვდნენრომ ისინი იღებენფსევდო ტაბლეტებს და არა ნამდვილ მედიკამენტს.
ამ მიზნით ფსევდო ტაბლეტებს (პლაცებოსაკეთებენ ზუსტად ისეთივე შეფერილობისიმავე გემოსა დასუნის მქონეს როგორიც არის საკვლევი მედიკამენტიაგრეთვე იყენებენ ორმაგ ბრმა მეთოდსროდესაცთვით ექიმმაც კი არ იცის ,რომ პაციენტს აძლევს პლაცებოსრათა გამოირიცხოს ექიმის ქვეცნობიერიზემოქმედება პაციენტებზე.
ტედ კაპჩუკმა ჰარვარდის სამედიცინო სკოლიდან დასვა საოცარი შეკითხვარა მოუვა პლაცებოს ეფექტს,თუ მოვიქცევით საწინააღმდეგოდ და პაციენტებს ეცოდინებათრომ იღებენ პლაცებოს და არა ნამდვილმედიკამენტსაღმოჩნდარომ პლაცებო მუშაობს ამ შემთხვევაშიც კი.
კვლევა ჩატარდა 80 პაციენტზერომელთაც კოლიტი აწუხებდათ– (საკმაო სიმძიმის დაავადება), რომელიცხშირად სტრესისა და მომატებული აღზნებადობის მიზეზს წარმოადგენსპაციენტების ნახევარი დღეშიორჯერ იღებდა ტაბლეტებს ,რომელთაც არანაირი მოქმედება დაავადებაზე არ ჰქონდათ და რაც მთავარიათავადაც იყვნენ ინფორმირებულნი ამის შესახებრომ ეს არის მატყუარა ტაბლეტები და რომ შეიძლებამათზე იმოქმედოს პლაცებოს ეფექტმა.მეორე ჯგუფი წარმოადგენდა საკონტროლო განაყოფს რომლებიცარანაირ მედიკამენტს არ იღებდნენ.
შედეგადმეორე ჯგუფის პაციენტებირომლებიც არანაირ მედიკამენტს არ იღებდნენ მდგომარეობაგაუმჯობესდა მხოლოდ 35%–შიხოლო პაციენტებირომლებიც პლაცებოს იღებდნენ და იცოდნენ ამისშესახებ მდგომარეობა გაუმჯობესდა 59%–შიპლაცებო აღმოჩნდა თითქმის 2–ჯერ უფრო ეფექტური.“ ესწარმოადგენს მედიკამენტების კლინიკური კვლევების ძალიან კარგ შედეგს“– ამბობს კაპჩუკიასეთიმეთოდი რა თქმა უნდა არ გამოდგება სიმსივნესთან და მიკრობებთან ბრძოლაშიმაგრამ იმუშავებს ისეთიდაავადებების დროსროდესაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება თვითშეფასებასმაგალითად დეპრესია.
pills 140577k
ერთხელ პლაცებო პარკინსონით დაავადებულ ადამიანებში გამოიყენესშედეგებმა აჩვენარომ პლაცებოსმიღების შედეგად პაციენტებს ტვინში იგივე ცვლილებები აღენიშნებოდათრაც პრეპარატ ლევოდოპათი.ლევოდოპა იწვევს ქიმიური ნივთიერებისდოპამინის ზრდასწესით ეს ეფექტი პლაცებოს არ უნდაჰქონოდაგამოდისამ შემთხვევაში საქმე რწმენაში ყოფილა.როგორ მუშაობს პლაცებოეს ჯერ კიდევგამოცანაარატომ უმჯობესდება პაციენტის მდგომარეობა მხოლოდ იმიტომრომ ისიც და ექიმიცმდგომარეობის გაუმჯობესებას ელიანსავარაუდოდ პოზიტივის მოლოდინი ტვინში ხსნის და ააქტიურებსგარკვეულ ბილიკებსზუსტად ისეროგორც წამალითუკი მეცნიერთა და მედიკოსთა მიერ მოხდებაპლაცებოს ეფექტის დაწვრილებით შესწავლაშესაძლებელია წამალი აღარ იყოს საჭირო და პაციენტებითვითონ დაეხმარონ საკუთარ თავს საკმაოდ მოკლე დროშითუმცა აღსანიშნავიარომ ყველანაირი სახისპლაცებო არ არის ეფექტურითუკი ზოგიერთი პაციენტი პოზიტიური განწყობით უკეთ ხდებაზოგიერთისმდგომარეობა უარესდება და გვერდითი ეფექტების გამო მკურნალობის კურსის მიტოვება უწევს.
 “პლაცებო-თერაპიაში” გამოყოფენ .. “აქტიურ პლაცებოს”, როდესაც სამკურნალო პრეპარატს გააჩნიათავისი ფარმაკოლოგიური თვისებამაგრამ არა პირდაპირი სამკურნალო მოქმედება. “აქტიურ პლაცებოსმიაკუთვნებენ ზოგად გამამაგრებელ მედიკამენტებსმაგ.: ვიტამინების “B” კომპლექსის გამოყენება ძლიერი გადაღლილობის დროსსუსტი ანალგეზიური პრეპარატების დანიშვნა მცირე დოზებში და სხვამრავალი სიმპტომურად მომქმედი მედიკამენტების დანიშვნა არაპირდაპირი დანიშნულებით.
პლაცებო-ფაქტორის” მოქმედება შეიძლება იყოს დადებითიროდესაც იგი აძლიერებს თერაპიულ ეფექტს,ან უარყოფითიროდესაც იგიპირიქით ამცირებს ან აბათილებს წამლის დადებით ეფექტს. “პლაცებო-ფაქტორის” უარყოფით მოქმედებას უწოდებენ “ნოცებოს”, რაც მიუთითებს არსებული სიმპტომებისგაუარესებაზე ან ავადმყოფის სუბიექტურ უარყოფით დამოკიდებულებაზე წამლის არაეფექტურობის გამო.არსებობს მონცემებირომ უარყოფით “პლაცებო” - ეფექტს ხშირად იძლევიან პიროვნებანირომლებიცხასიათდებიან აგრესიულობის მაღალი მაჩვენებლებითავადმყოფებირომლებიც იძლევიან “ნოცებო-ეფექტს” ნაკლებად რეაგირებენ ფარმაკოთერაპიაზე (15). “ნოცებო” რეაქციისათვის დამახასიათებელია:საერთო მოდუნებათვლემათავის ტკივილითავბრუსხვევაუძილობა და კუჭნაწლავის აშლილობა.აღნიშნული სიმპტომები თავისი გამოვლინებით ნაკლები ინტენსივობისაა და ადვილად განიცდიანუკუგანვითარებას.
პლაცებო-ეფექტისათვის” დამახასიათებელია მისი აღმოცენებისა და გაქრობის სისწრაფე. “პლაცებო-ეფექტითავის თავში შეიცავს ისეთ მომენტსრომელიც ითვალისწინებს წარსულში მასზე ჩატარებულიმკურნალობის გამოცდილებასისტორიასავადმყოფთა ფსიქოპათოლოგიურ სტრუქტურასსიტუაციას,რომელშიც არის გაშლილი ავადმყოფური მდგომარეობაავადმყოფის დემოგრაფიულ თუ პიროვნულმახასიათებლებს.
placeboeffectნარკოლოგიურ პრაქტიკაში “პლაცებო-ეფექტიწარმატებით გამოიყენება როგორც ფსიქოთერაპიისმეთოდიანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ,ავადმყოფზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებისმეთოდირა დროსაც მან არ იცისრომ იგიფსიქოთერაპიული ზემოქმედების ქვეშაა. “პლაცებო” პრეპარატებსსუგესტიურ თერაპიასთანერთად უნდა შეეძლოთ გამოიწვიონ ხანმოკლე,მაგრამ აქტიური ზემოქმედება ორგანიზმზე:ჰიპერემიატაქიკარდიაგულისრევა,ტემპერატურის მომატება და ..
კვლევამ დაადგინარომ პლაცებოს მიღება იწვევსტვინში ენდორფინის გამომუშავებასრაც ხელსუწყობს ტკივილის შემცირებას ან მთლიანადმოხსნასასევე ქმნის ეიფორიის მსგავს შეგრძნებასტვინის გარკვეულ რეცეპტორებზე ზემოქმედებისშედეგადენდორფინს ახასიათებს მორფინისმსგავსი ქმედებაიმ განსხვავებითრომ ისბუნებრივიამისი წარმოქმნა თავად ორგანიზმისბრძანებით ხდებაეს ეფექტი ხანმოკლეათუმცარიგ შემთხვევებში არ ჩამოუვარდება წამლისას.
მეცნიერებმა კიდევ ერთი უცნაურობა აღმოაჩინეს:მსხვილი და დიდი ზომის პლაცებოს აბი უფრო ეფექტურიავიდრე პატარაასევე მნიშვნელოვანია ფერიც –ფერადი უფრო ქმედითიავიდრე თეთრიეს კიდევ ერთხელ აჩვენებსთუ რამხელა მნიშვნელობა აქვსგანწყობას პაციენტის მკურნალობისასპლაცებოს ეფექტი რეალურიაის არის ექსპერიმენტებითმრავალჯერ დამოწმებული და საკმაოდ ძლიერი ფენომენი.
პლაცებო თერაპიას არამარტო ტაბლეტის სახით გამოიყენებენ არამედ სხვადასხვა რიტუალებშიცმაგალითად როგორიც არის შამანიზმიშამანიზმი წარმოადგენს ექსტაზის ერთ-ერთ არქაულ ტექნიკას.შამანი მაგიც არის და ექიმბაშიციგი მკურნალობს როგორც ექიმბაში და ამავდროულადფაკირისეულსასწაულებსაც უჩვენებსშამანი ზებუნებრივ ძალებთან ურთიერთობის უნარის დემონსტრირებასაცახდენს - "ათვინიერებსსტიქიებსწარმართავს მსხვერპლშეწირვასმიცვალებულთა სულები "გადაჰყავს"სხვა სამყაროში და .ის მთელი თავისი რიტუალის განმავლობაში ხალხს შთააგონებს დაინახონ ის რაცრეალობაში არ  ხდება და არ არსებობს  მაგ: (მზიან ამინდში მოყვანილი ღრუბლები საიდანაც არ წვიმსდასხვა მრავალი .
XXI საუკუნეში ფსიქოთერაპიული მკურნალობის მრავალი ხერხი არსებობს . მათ შორის კი უნდა გამოვყოთერთ-ერთი უნიკალური ეკლექტური ანუ ინტეგრაციული ფსიქოთერაპიათერაპიის პროცესი,დაფუძნებულია თანამონაწილეობაზერომლის დროსაც არ არსებობს „აქტიური გადამცემი“ და „პასიურიმიმღები“, თითოეული თერაპია სრულფასოვნედ არის ჩართული მუშაობის პროცესში და გამოიყენებიანმიზანშეწონილად სასურველ დროს და ადგილასსწორედ ამიტომ ეკლეკტური ფსიქოთერაპია შეძლებისდაგვარად ყველა პაციენტზე არის მორგებული რადგან ის მრავალმხრივია და ფართო ასპექტსმოიცავსეკლეკტურ თერაპიაში კიჩემი ზრითწამყვანი ადგილი ისევ პლაცებოს უჭირავს რადგანმთავარია ადამიანს ქონდეს იმის განწყობა და სურვილი რომ ის განიკურნებაადამიანი შთაგონებულიუნდა იყოს მომავალი მიზნების შესრულებისთვისმაგრამ  არსებობს ისეთი თერაპიებიც სადაც პლაცებოეპექტი არ გამოიყენება ესენიაარტ თერაპიაგეშტალტ თერაპიაფერთა თერაპია და სხვა მრავალი სადაცმკურნალობას არ სჭირდება პრელუდია განწყობის დასაუფლებლად,  შედეგი წინასწარი განწყობის გარეშემუშაობაში მოდის.
placebo-1ახლა კი მცირეოდენი იმის შესახებ თურის ფონზე ხდება პლაცებო ეფექტისწარმოშობაეს ძლიერი ზემომქმედისწორედ რომ განწყობაა რომელიცყველნაირი საქციელის საფუძველსწარმოადგენსის ადამიანისფიზიკური და ფსიქიკური ერთიანობაარომელთანაც ყველაზე ახლოს დგასემოცია.  განწყობა არის სუბიექტისმთლიანი მდგომარეობარომელიცგამოხატავს მის მზაობასკონკრეტული ქცევისშესასრულებლადგანწყობაწარმოიქმნება მოთხოვნილებისა დამისი დამაკმაყოფილებელი სიტუაციისსაფუძველზე და განსაზღვრავს ყოველგვარი სახის ფსიქიკური აქტივობის აღძვრასა და მიმდინარეობას.განწყობა მიზანშეწონილ სახეს აძლევს ამ აქტივობასვინაიდან მასში ქცევის განხორციელებისთვისსაჭირო ყველა სუბიექტური და ობიექტური მონაცემია ასახულინებისმიერ ქცევასუზნაძის მიხედვით,აუცილებლად წინ უსწრებს განწყობის აღმოცენებაიმისათვის რომ აღმოცენდეს ქცევა და შესაბამისადამქცევის ადეკვატური განწყობასაჭიროაარსებობდეს მოთხოვნილება (რომელსაც მომავალი ქცევისსაშუალებით დავიკმაყოფილებთდა სიტუაციარომელიც მოიცავს ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილებისფაქტორებსგანწყობა არის ფსიქოფიზიკური მზაობის მდგომარეობაშესაბამისი განწყობის არსებობისგარეშე ადამიანი ვერაფერს გააკეთებდაყველა ფსიქიკურ პროცესსყველა ჩვენს ქცევას განწყობაამოძრავებს და აძლევს მიმართულებას.განწყობა არაცნობიერიაიგი შედგება სუბიექტური და ობიექტურიფაქტორებისაგანსუბიექტურ ფაქტორს განეკუთვნება მოთხოვნილებაობიექტურ ფაქტორს განეკუთვნებასიტუაციაის გარემორომლეშიც ადამიანი არსებობს და რომელშიც იგულისხმება ის ობიექტირომელიცადამიანს მოთხოვნილებას დაუკმაყოფილებსანუჩნდება მოთხოვნილებაჩნდება ობიექტისაშუალება,რომლითაც მოთხოვნილების დაკმაყოფილება შეიძლებაამ ორის ურთიერთქმედებით წარმოიქმნებაგანწყობარომელიც ფსიქიკურ პროცესებს ისე წარმართავსრომ ადამიანი ამ ობიექტს დაეუფლება.
უნდა აღინიშნოს რომ როგორც ყველგან აქაც არსებობს გამონაკლისი . კერძოდ კი ის რომ არ არსებობსთერაპია რომელიც ყველა ადამიანზე ერთნაირად იმოქმედებსცდებმა აჩვენარომ არსებობენ ისეთიადამიანები რომლებსაც არავის და არაფრის სჯერათ,  რომელთათვისაც ძალიან ძნელია რამის შთაგონებადა დაჯერება,  რომლებიც თეთრზე ამტკიცებენრომ შავია და პირიქითასეთ ადამიანებთან დაკავშირებითკი ჩნდება კითხვა რამდენად გაჭრის აქამდე უნიკალური პლაცებო...? პლაცებორომელმაც გადატრიალებამოახდინა….
  გამოყენებული ლიტერატურა:
  • Archambaut F.C., et. Dobois, Brillet A.M.- Effect placebo, P.838-1980.
  • Benson M.A., Epstein M.D. – The placebo effect.. 232, p.1225.
  • Bordeleau I. – M. – On the usefulness of the placebo and of the Double-Blind Tecanigne
  • In tal Evalution of psychotropic Drugs. Psychoparmacol. Bul. 1971, 2,3, 44-64.
  • Cnobel M. – Psychodinamics of Psychoparmacology, I,nerv, Ment, 1961,133,4,309-315.
  • Dodes, John E. (1997). The Mysterious Placebo. Skeptical Inquirer.
  • Новости науки
  • Wikipedia

ავტორი: 
მარიამ გომარელი



წყარო:  doctrina


Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий