04/03/2011
ავტორი: თეიმურაზ ბუაძე
წარმოგიდგენთ თეიმურაზ ბუაძის მეტად საინტერესო სტატიას, რომელიც ეხება ნაციონალისტური იდეების პროპაგანდას მართლმადიდებლობის სახელით. ანალიზი ჩატარებულია რუსეთის მაგალითზე, სადაც მკითხველი უდავოდ დაინახავს უამრავ პარალელს ჩვენს რეალობაშიც. ამიტომ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პუბლიკაცია ეხმაურება მრავალ პრობლემატურ საკითხს და არ იქნება ურიგო, რომ ჩვენს მკითხველს გავაცნოთ იგი.
ჩვენი სურვილია, ვაჩვენოთ, რომ რუსი მართლმადიდებელი ნაციონალისტების წარმართველ მიზნებსა და ღირებულებებს წმინდად პოლიტიკური, კერძოდ იმპერიული ვექტორი აქვს, თუმცა ისინი მეტნაკლები ძალისხმევით ცდილობენ, მართლმადიდებლური იდეოლოგიითა და რიტორიკით შენიღბონ და გაამართლონ საკუთარი პოლიტიკურ-რევანშისტური, ფუნდამენტალისტური იმპულსები. ხედვის ასეთი პერსპექტივა საშუალებას მოგვცემს, ერთიანი ლოგიკური კავშირი დავინახოთ მართლმადიდებლურ-ნაციონალისტური ერთობ მრავალრიცხოვანი დაჯგუფებების იდეოლოგიურ პრინციპებსა და შეხედულებებში. ბუნებრივია, ყველა დაჯგუფებაში იმპერული მოტივაცია ერთნაირი ინტენსივობით არ ვლინდება. ზოგიერთი მათგანი საკუთარ ტელეოლოგიურ პერსპექტივებს წმინდად რელიგიურ კატეგორიებში წარმოსახავს, მაგრამ ამ მოძრაობების თუნდაც პანორამული ხედვაც საფუძველს გვაძლევს, ვიფიქროთ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როცა რუსული იმპერიის აღორძინება და აღდგენა უმთავრეს მიზნად არ არის გამოცხადებული, მაინც აბსოლუტური უმრავლესობის მიერ ის აუცილებელ იარაღად მიიჩნევა რუსული რელიგიურ-მესიანური ფუნქციის განსახორციელებლად. ეს ვითომდა რელიგიური მისია _ მათი აზრით _ აპოსტასიის სტადიაში მყოფ სამყაროში მართლმადიდებლობის დაცვას ანუ ანტიქრისტიანული მოდერნისტული ძალებისადმი წინააღმდეგობას გულისხმობს. ასეთი პლანეტარული მასშტაბის მქონე უტოპიური, რელიგიური მისიის თავისთავზე აღებას რუსი მართლმადიდებელ-ნაციონალისტები ამ მისიისათვის შესაფერისი პოლიტიკური ინსტრუმენტის – მეცხრამეტე საუკუნის რუსული იმპერიის რეანიმაციის უტოპიურ მცდელობამდე მიჰყავს, რაც თავისთავად გულისხმობს რუსი ერის უნიკალური რელიგიური იდენტობის აღიარების აუცილებლობას. როგორც შემდგომში ვნახავთ, მათთვის რუსობა და მართლმადიდებლობა იდენტური ცნებებია. ასეთი რელიგიურ-ეთნიკური პარადიგმის განხორციელების და დაცვის პერსპექტივა კიდევ უფრო ამძაფრებს მათში იმპერიულ, ნაციონალისტურ, ანტისემიტურ, ანტილიბერალურ, ანტიმოდერნისტულ და ა. შ. ტენდენციებს. ზუსტად იმავე ტერმინებით ახასიათებს პოლიტოლოგი კონსტანტინე კოსტიუკი რუს მართლმადიდებელ-ნაციონალისტებს. ერთ-ერთ სატატიაში იგი შენიშნავს :
«პატრიოტების» კრედო რამდენიმე პრინციპით გამოიხატება: ძლიერი სახელმწიფო, იმპერია,ნაციონალიზმი, ანტისემიტიზმი, ტრადიციონალიზმი, ანტილიბერალიზმი. ეს თემატიკური კომპლექსი ყველგან გვხვდება ამ მიმართულების მრავალრიცხოვან გამოცემებში. ადვილი შესამჩნევია, რომ ეკონომიური პრობლემატიკა პრაქტიკულად არ ფიგურირებს მათ მსოფლმხედველობრივ კონცეპციებში.
…სამაგიეროდ…ზედმიწევნითაა დამუშავებული ძალადობის პრობლემატიკა, რომელიც ფაქტიურად ყველანაირი უბედურების პანაცეად მიიჩნევა. ქვეყნის ასაყვავებლად საკმარისია «რუსეთის მრავალრიცხოვანი მტრების» განადგურება [1].

ძალზე ნიშანდობლივია კოსტიუკის მოსაზრება ეკონომიკასა და ძალადობასთან დაკავშირებით. შესაბამისი ლიტერატურის გაცნობისას თვალშისაცემია მისი «თავდაცვითი» პათოსი. მთელი ენერგია კონცენტრირებულია იმ მტრების აღმოჩენაზე, რომლებიც მათი აზრით, რუსეთის ეთნონაციონალურ და რელიგიურ ღირებულებებს ემუქრებიან. ამ მოძრაობებსა და დაჯგუფებებში ყველგან რევანშისტული და კონსერვატიული სული დომინირებს. ძალიან მცირე ყურადღება ეთმობა საკუთრივ აღმშენებლობით პერსპექტივებს. ამ სამყაროში ფეხის მტკიცედ მოკიდებისთვის ერთადერთ ეფექტურ საშუალებად ძალადობა მიიჩნევა. შემთხვევითი არ არის, რომ მათ გამოცემებში ძალზე ხშირად ფიგურირებს «მართლმადიდებლური სტალინიზმის» კონცეპცია [2]. როგორც ჩანს, ისინი სტალინური მეთოდებით აპირებენ მართლმადიდებლობის დაცვასა და აღორძინებას.მართლმადიდებელ ნაციონალისტებში ფართოდ მუსირებს ლეგენდა, რომლის თანახმად, დედა მატრონუშკამ სტალინი მართლმადიდებლობაზე მოაქცია [3]და სტალინს მხოლოდ მასონებმა შეუშალეს ხელი საბჭოთა კავშირში მართლმადიდებლური მონარქია აღედგინა [4]. ძლიერი დიქტატორის კულტი იმდენადაა გამჯდარი მართლმადიდებელ ნაციონალისტებში, რომ მათ რუსეთის პატრიარქს ივანე მრისხანეს კანონიზაციის ინიციატივითაც კი მიმართეს [5].
თუ ბევრი მართლმადიდებელ-ნაციონალისტი «მართლმადიდებლურ სტალინიზმზე» ოცნებობს, მრავლად არიან ისეთი ავტორებიც, ვინც ამ მოძრაობას «მართლმადიდებლურ ფაშიზმად» მოიხსენიებენ. მაგალითად, ზ. კრახმალნიკოვა «მართლმადიდებლურ-წარმართულ ნაციზმს» უწოდებს მართლმადიდებლობის როგორც «რუსი ხალხის ტომობრივი რელიგიის» აღიარებას[6]. აქვე გვსურს დავძინოთ, რომ ამ ტიპის ნაციონალისტებში მართლმადიდებლობა არა მარტო «ტომობრივ რელიგიად» ანუ რუსული ნაციონალური სულის პროდუქტად აღიქმება, არამედ ნაცია ხშირად ღმერთის ადგილზე დგება და რწმენა ნაციონალური თვითშეგნების ერთ-ერთ ასპექტად ცხადდება. ამას თვით რუსული ეკლესიის ოფიციალური დოკუმენტებიც მიუთითებენ [7]. თუმცა ამ ფენომენზე მხოლოდ თანამედროვე დოკუმენტები როდი ლაპარაკობენ. აქ შეუძლებელია, არ გავიხსენოთ ერთი მეტად საყურადღებო პასაჟი დოსტოევსკის რომანიდან «ეშმაკები». ამ პასაჟთან დაკავშირებით ძალზე საინტერესოა ბერდიაევის კომენტარი, რომლშიც იგი ახლანდელი მართლმადიდებელი ნაციონალისტების ზემოხსენებულ ტენდენციას `რელიგიურ ხალხოსნობად~ მოიხსენიებს. ამ კომენტარის დიდი გამომსახველობითი ძალის გამო, თავს ნებას მივცემთ, ის რამდენადმე ვრცელი ციტატით წარმოგიდგინოთ :

შატოვი მიმართავს სტავროგინს: «იცით თუ არა, რომ ახლა მთელ დედამიწაზე ერთადერთი `ღვთისმტვირთველი~ ხალხია, რომელიც მოწოდებულია განაახლოს და იხსნას ქვეყნიერება… ?
…ჭეშმარიტება ერთადერთია და მხოლოდ ერთადერთ ხალხს შეიძლება შესწევდეს ძალაიმისა, რომ ჰყავდეს ჭეშმარიტი ღმერთი, მაშინ როდესაც სხვებსისთვის შეიძლება საკუთარიკერძო და დიდი ღმერთების ყოლა. ეს `ღმერთის მტვირთველი~ ერთადერთი ხალხი რუსიხალხია». მაშინ სტავროგინი შატოვს გადამწყვეტ კითხვას უსვამს : «თქვენ თვითონ გწამთ თუარა ღმერთი?» შატოვი აღგზნებული ბუტბუტებს «მე მწამს რუსეთი, მე მწამს მისიმართლმადიდებლობა… მე მწამს ქრისტეს სხეული… მე მწამს, რომ მეორედ მოსვლარუსეთში აღსრულდება…» «მაგრამ ღმერთი? ღმერთი?» – ჩაეძიება სტავროგინი. «მე… მეღმერთსაც ვიწამებ». ამ საოცარ დიალოგში დოსტოევსკი თავად ააშკარავებს რელიგიურიხალხოსნობის, რელიგიური ხალხთაყვანისცემის სიცრუეს, ააშკარავებს ხალხოსნურიმესიანური მსოფლმხედველობის საფრთხეს. ბევრმა რუსმა ხალხი უფრო ადრე ირწმუნა,ვიდრე ღმერთს ირწმუნებდა, მათ ხალხი უფრო მეტად სწამთ, ვიდრე ღმერთი, და ხალხისსაშუალებით სურთ ღმერთთან მისვლა. ხალხთაყვანისცემის ცდუნება რუსული ცდუნებაა.რუსულ ცნობიერებაში რელიგიური და ხალხური ისეა გადახლართული ერთმანეთში, რომ,მათი განცალკევება ძნელია. რუსულ მართლმადიდებლობაში ეს აღრევა ზოგჯერრელიგიურის და ხალხურის სრულ გაიგივებამდე მიდის. რუს ხალხს რუსი ქრისტე წამს.ქრისტე – ხალხური ღმერთია, რუსი გლეხობის ღმერთი, რუსული ნაკვთების მქონე. ეს არისწარმართული გადახრა რუსულ მართმადიდებლობაში, რელიგიური ნაციონალიზმი, ვიწროდა ჩაკეტილი..[8].

სავარაუდოა, რომ ამ ტენდენციებმა ეგრეთწოდებული `მესამე რომის~ პოლიტიკურ-მესიანური კონცეპციის შექმნასთან ერთად იჩინეს თავი. მისი კონცეპტუალიზცია და შემდგომი განვითარება სლავიანოფილებს უკავშირდება. ეს განსაკუთრებით, `სობორნოსტის~ შესახებ ხომიაკოვის ფილოსოფიურ სპეკულაციებზე ითქმის. იგი რუსი ხალხის მონოპოლისტურ უფლებას სობორულობასა~ და მართლმადიდებლობაზე რუსი გლეხობის ექსკლუზიურ, ყველასაგან გამორჩეულ კომუნოტარულ თვისებებზე ამყარებდა.
რუსი ავტორი ვლადიმერ ილიუშენკო რამდენიმე პარალელს ავლებს რუს მართლმადიდებელ ნაციონალიზმსა და ფაშიზმს შორის [9]. პირველი – საზოგადოების ტოტალიტარული მოწყობის სურვილია, რომელიც ორივე იდეოლოგიას აერთიანებს. მართლაც, როგორც ქვემოთ ვნახავთ, მართლმადიდებელი ნაციონალისტები ეთნონაციონალისტური ინტერესების გამტარებელი მკაცრი დიქტატურისა და სავალდებულო მორალური რეგლამენტაციის დამყარებას ესწრაფვიან. ეს კი მას ძალიან აახლოვებს ტოტალიტარიზმთან, კერძოდ _ ფაშიზმთან.
ნაციონალისტების დიქტატორისადმი მისწრაფება მჭიდროდ უკავშირდება მართლმადიდებელი მონარქიის ანუ რუსული იმპერიული ავტოკრატიის აღდგენის აუცილებლობის იდეას. რუსი ნაციონალისტების აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მხოლოდ რუსულ მართლმადიდებლურ მონარქიას, აღჭურვილს რეალური იმპერიული ძალაუფლებით, შეუძლია, შეაჩეროს დასავლური ლიბერალიზმის, დემოკრატიის, სეკულარიზმის, საერთაშორისო პოლიტიკური და ფინანსური წრეების დამღუპველი გავლენა რუსულ სახელმწიფოებრიობაზე. რუსულ იმპერიას კი, როგორც ეს ადრე აღვნიშნეთ, სოტერიოლოგიური მისია აკისრია _ მისი მოვალეობაა, საყოველთაო აპოსტასიური პროცესებთან დაპირისპირება და ამით ანტიქრისტეს ეპოქის რაც შეიძლება უკან გადაწევა. აქვე უნდა ითქვას, რომ მთელი ეს `აპოსტასიური მეტაფიზიკა~ უპირველეს ყოვლისა პოლიტიკური, რევანშისტული მოტივების რელიგიურ შენიღბვას წარმოადგენს. ეს პოლიტიკური მოტივები კი ფაქტიურად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ `დაკარგული~ ტერიტორიებისა და გავლენის აღდგენას ემსახურება. არსებობს გარკვეული საკითხები _ ნაციონალისტისტების დამოკიდებულება საეკლესიო იერარქიისა და ნიკოლოზ მეორისადმი; კანონიზაციური ინიციატივები; რუსეთის მომავალი საზღვრები; სხვა ეთნოსებთან მიმართება; რუსიფიკაციის პოლიტიკა; შტრიხკოდებისა და სხვა ტექნოლოგიური სიახლეებისადმი არაჯანსაღი, ფანატიკური მიდგომა და ა. შ. _ რომელთა განხილვისას აშკარავდება ნაციონალისტების მსოფლმხედველობაში პოლიტიკური პრობლემატიკის პრიმატი _ რელიგიურთან შედარებით. ასევე მჟღავნდება მათი არაკომპეტენტურობა და სულიერი და ეკლესიური პრობლემებისადმი გულგრილობა. ზემოთმოყვანილ საკითხთაგან, ზოგიერთს შემდგომში შევეხებით.

მართლმადიდებლური მონარქიის აღდგენასთან დაკავშირებით ზოგიერთი ზომიერი, რესპექტაბელური სასულიერო პირიც ლაპარაკობს. ისინი შენიშნავენ რომ, ეკლესია არც ერთი პოლიტიკური წყობის საკრალიზაციას არ უნდა ესწრაფვოდეს, რადგან მონარქიის სასარგებლოდ საკუთრივ თეოლოგიური არგუმენტები არ მოიძებნება. მიუხედავად ამისა, ამ უკანასკნელის აღდგენა ფუნქციონალური თვალსაზრისით ყველაზე მიზანშეწონილად მიაჩნიათ. მაგალითად, მღვდელი ალექსანდრე შარგუნოვი წერს :
ეკლესია არცერთი პოლიტიკის კანონიზაციას არ ახდენს, მაგრამ სამეფო ხელისუფლებაღმერთის ცხებულის განსაკუთრებული ქრისტიანული მსახურებაა, მოწოდებული ეკლესიისდა მართლმადიდებლური სახელმწიფოებრიობის დასაცავად. ამიტომ … ის შემაკავებელიძალაა, რომელიც ანტიქრისტეს მოსვლას აფერხებს [10].
ყველა ნაციონალისტი ამგვარივე რესპექტაბელური ტონით როდი გამოთქვამს თავის მონარქისტულ სიმპატიებს. უმრავლესობა გამოხატვის უფრო რადიკალურ ფორმას ირჩევს. მაგალითად, კარგად ცნობილი მართლმადიდებელი მონარქისტი ვიაჩესლავ კლიკოვი, რუსულ მედიაში ასევე კარგად ცნობილ ერთ-ერთ ნაციონალისტურ გამოცემაში, დაუფარავად მიმართავს მონარქიისაგან განსხვავებული ყოველგვარი პოლიტიკური წყობის დიაბოლიზაციას:

… მხოლოდ სამეფო ხელისუფლება არის ღვთისაგან, ყველა დანარჩენი კი სატანისგან დაამბოხებული ბრბოსაგან მოდის. აი ესაა დემოკრატია[11].
რუსული სახელმწიფოს მონარქიულ პოლიტიკურ მართველობაზე რეალური გადასვლა ძალზე ძნელი წარმოსადგენია, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში. მიუხედავათ ამისა, მონარქისტები რაღაც _ მათი აზრით, ლეგიტიმური _ პოლიტიკური მექანიზმების გამოყენებით ცდილობენ ამ მიზნის განხორციელებას. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია კურსკისა და რილსკის მიტროპოლიტის იუვენალის (ტარასოვი) მიმართვა მონარქისტთა კონფერენციისადმი ჯერ კიდევ 1995 წელს. მაღალყოვლადუსამღვდელოესი იუვენალი ჯერჯერობით მხოლოდ სამეფო კანდიდატის შერჩევაზე ლაპარაკობს:
ვიმედოვნებ, რომ მეორე საერთო რუსული მონარქიული შეკრება ხელს შეუწყობს სრულიადრუსეთის საერობო, წარმომადგენლობითი კრების (Всероссийский Земский Собор)მომზადებას, რომელიც უფლებამოსილი იქნება მიუთითოს ყველაზე ღირსეულზე… .[12]
აქვე უნდა ითქვას, რომ, მართლმადიდებელი ნაციონალისტების ერთი ნაწილი – ეს განსაკუთრებით მართლმადებლობაში შედარებით მეტად გათვიცნობიერებულ `ჩერნაია სოტნიას~ ეხება – არ ესწრაფვის მონარქიული წყობის რაც შეიძლება სწრაფად დამყარებას. ისინი მიიჩნევენ, რომ მონარქია, როგორც ღვთისგან დადგენილი და ნაკურთხი სახელმწიფო წყობილება, ახლანდელი საზოგადოების სულიერ გარდაქმნასა და ამაღლებას მოითხოვს. ამის გარეშე მართველობის ეს ფორმა რეალური ძალაუფლების არმქონე ცერემონიალურ ხელისუფლებად გადაიქცევა. მონარქისტი საულკინი დარწმუნებულია, რომ კონსტიტუციური მონარქიის დაფუძნებას _ რომელსაც იგი « დეკორატიულს » უწოდებს _ მხოლოდ მონარქიული იდეის გაუფასურება მოჰყვება. იგი ფიქრობს, რომ რუსეთს მეფის სახით ავტოკრატიული ძალაუფლებით შემოსილი ნაციონალური ბელადი სჭირდება და არა უმაღლესი სიმბოლური სტატუსის მქონე სახელმწიფო ფიგურა . თითქმის ყველა მართლმადიდებელ-ნაციონალისტი მონარქიის აღდგენის ერთდადერთ გზად ნაციონალური დიქტატურის დამყარებას აღიარებს. უფრო მეტიც, ბევრი მათგანი დიქტატურას უფრო აუცილებლად მიიჩნევს ვიდრე თავად მონარქიას. ზემოხსენებულ `ჩერნაია სოტნიას~ ერთერთ პუბლიკაციაში ვკითხულობთ [13]:
ჩვენ… ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ ჩვენს არეულ დროში, ხალხის დაბალი სულიერიდონის გამო შეუძლებელია დამყარდეს სახემწიფო ძალაუფლების ყველაზე ზნეობრივიფორმა – ავტოკრატია. ვფიქრობთ, რომ აუცილებელია გარდამავალი ეტაპი, გონივრულირუსული ნაციონალური დიქტატურის სახით, რომელიც მიზნად დაისახავს ცხოვრების ყველასფეროში წესრიგის დამყარებას _ ბოლშევიკებისა და დემოკრატების მიერ რუსეთისგაღატაკების შემდეგ. შემდგომი ეტაპი შეიძლება, ავტოკრატიის დამყარება გახდეს; ეს იმშემთხვევაში, თუ ღვთის ცხებულის და არა დიქტატორის ღირსი შევიქმნებით [14].

მართლმადიდებელ-ნაციონალისტები დიქტატურიდან მონარქიაზე გადასვლის ლეგიტიმურ მექანიზმს საერობო წარმომადგენლობითი კრების (Земский Собор) მოწვევაში ხედავენ. თუ გავითვალისწინებთ ნაციონალისტების ანტიდემოკრატიულ განწყობას, ამ კრების მოწვევის დემოკრატიულ პროცედურებზე ლაპარაკიც ზედმეტია. საზოგადოდ, არადემოკრატიული პროცედურის მხოლოდ ორი შესაძლებლობა არსებობს. ერთი – როცა დელეგატები უშუალოდ დიქტატორის მიერ ირჩევა, და მეორე – კორპორატიული წარმომადგენლობა. ბუნებრივია, რომ ნაციონალისტები მეორე პროცედურას ამჯობინებენ. ეს კორპორაციული წარმომადგენლობა ზოგიერთ სპეციალისტში ფაშიზმის, კერძოდ მუსოლინის “კორპორაციული სახელმწიფოს” ასოციაციებს ბადებს [15]. უნდა ითქვას, რომ ფაშიზმთან ასოციაციებს მხოლოდ ზემოხსენებული კორპორაციული წარმომადგენლობა არ ბადებს. ასეთ განწყობას უფრო მეტად მართლმადიდებელ-ნაციონალისტებში ჩასახული ზოგიერთი მოძრაობა იწვევს : მაგალითად, ეგრეთწოდებული `ოპრიჩნიკები~, რომლებსაც ფაშისტური ფიურერის ტიპის ნაციონალური დიქტატორის მართლმადიდებელ მონარქად გადაქცევის პერსპექტივა ეოცნებებათ. ამ მხრივ მართლაც ნიშანდობლივია ალექსანდრე ელისეევის პუბლიკაცია, მეტისმეტად ექსპრესიული სათაურით – `მონარქო-ფაშიზმი~. იქ ვკითხულობთ :
…ქვეყანაში დეტალურად დამუშავებული, მემარჯვენე იდეოლოგიით აღჭურვილი ორდენისტიპის ძლიერი ნაციონალ-რევოლუციური პარტია უნდა შეიქმნას. იგი ხელისუფლებაშიახალგაზრდა ენერგიული რუსი ბელადის ხელმძღვანელობით მოვა… აი, ის გახდება რუსიმართლმადიდებელი მონარქი, რომლის ძალაუფლებასაც ეკლესია აკურთხებს [16].
ფაშიზმისადმი დაუფარავ სიმპატიას მხოლოდ რადიკალურ `ოპრიჩნიკებთან~ როდი ვხედავთ. რუსული რელიგიური პერიოდიკის ერთერთი ყველაზე რესპექტაბელური წარმომადგენელი – `რუსკიი დომ~, რომლის გვერდებზეც ხშირად ხვდება რუსეთის ეკლესიის იერარქების ინტერვიუები, დროგამოშვებით, ფაშიზმისადმი დადებითად განწყობილ პუბლიცისტებსაც უთმობს ადგილს:

ყურადღება უნდა მივაქციოთ გერმანიის სიტუაციას ვაიმარის რესპუბლიკის კრახის შემდეგ.იგი ძალიან ჰგავს ჩვენსას, იმ აზრით კი არა, რომ ჩვენ კარს ფაშიზმი მოგვდგომია, არამედიმით, რომ შიგნით ყველაფერი დამპალია. თუ ჰიტლერმა 2-3 წელიწადში შეძლო“ბეჩავი”ქვეყანა ისევ დიდ სახელმწიფოდ ექცია, იქნებ ღირდეს ვაიმარის შემდგომ პროცესებსუფრო ყურადღებით დავაკვირდეთ, ისე რომ, ინტერესი არ გამოვამჟღავნოთ იდეოლოგიურიდა რასობრივი ხასიათის მქონე რასისტულ “რეფორმებზე”[17].
ზემოთ უკვე ხსენებული ილიუშენკო რუსულ მართლმადიდებელ-ნაციონალიზმსა და ფაშიზმს შორის პარალელების გავლებისას, მათ შორის მსგავსებას ხედავს ასევე წარმართულ თაყვანისცემამდე მისულ ეთნოფილეტიზმში, ანტისემიტიზმსა და ანტიდემოკრატიულობაში. რუს ნაციონალისტებთან, ეთნოფილეტიზმი ზოგჯერ აშკრად რასისტული ტერმინოლოგიით პოულობს გამოხატულებას. ამასთან, იგი ყოველთვის მართლმადიდებლობის თემას და აპოსტასიურ სამყაროში რუსი ხალხის სოტერიოლოგიურ ფუნქციას უკავშირდება. რასისტული ხასიათის პუბლიკაციებით განსაკუთრებით `ოპრიჩნიკები~ გამოირჩევიან. ამ თვალსაზრისით, ეს უკანასკნელნი სულაც არ წარმოადგენენ გამონაკლის რუსულ ნაციონალისტურ მედიაში, მაგრამ ისინი საკუთარ რასისტულ შეხედულებებს მიზანდასახული სიცხადით ააშკარავებენ. ამის კარგი ილუსტრაციაა “ოპრიჩნიკ”ბიჩკოვის სტატია უაღრესად მეტყველი სათაურით – «რწმენის სიწმინდე და სისხლის სიწმინდე». სტატიის კვინტესენციას ავტორი შემდეგი სიტყვებით გამოხატავს :

ზოგადად რომ ვილაპარაკოთ, რაც უფრო მეტად “წმინდაა”სისხლი, მით უფრო მეტადვლინდება ამ სისხლის მატარებელში ორთოდოქსიისადმი მისწრაფება და, შესაბამისად, რაცუფრო მეტია მეტიზაციის ხარისხი, მით უფრო მეტია მიდრეკილება მრავალნაირიერეტიკული ცდომილებებისადმი [18].
ადვილი მისახვედრია, კონკრეტულად, რომელი ეროვნების ხალხის სისხლის `სიწმინდის~ დაცვის აუცილებლობას გულისხმობდა სტატიის ავტორი ამ `ზოგადი~ დებულების ჩამოყალიბებისას. მეორე ნაციონალისტი პუბლიცისტი არიულ თემატიკაზე მისეულ სპეკულაციებს რუსული ჰომონიმური სიტყვების თამაშზე აგებს. ამიტომ, ვარჩიეთ შემდგომი ციტატა ორიგინალის სახით მოგვეტანა :
Славяне. словены, – в переводе на современный: – имеющие Слово Божие, имеющие правую славу, право-славные. Таково самосознание славян в отличие от других языков, хотя и говорящих,но не имеющих Слова Божия, немых… [19]
რუს ნაციონალისტებს შორის, ბუნებრივია, არსებობენ ისეთებიც, ვისაც რუსი ხალხის რასობრივ რჩეულობას მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებლობას არ უკავშირებენ. ფილოსოფოსი ვიქტორ ტროსტნიკოვი კულტურო-ისტორიული კატეგორიებით გამოხატავს თავის რასისტულ მრწამს :

… ჩვენი დროის ყველა კულტურო-ისტორიული ტიპებიდან ჩვენ ყველაზე ვრცელი და სრულივართ. ეს იმას ნიშნავს, რომ ოცდამეერთე საუკუნე რუსების საუკუნე იქნება [20].
ბევრი ნაციონალისტის მიერ რუსეთი აღიქმება როგორც ღვთივრჩეული ქვეყანა, `მესამე რომი~ და ღვთისმშობლის საყდარი, ყველა დარწმუნებულია, რომ მხოლოდ რუსეთს შეუძლია, საყოველთაო აპოსტასიას გაუმკლავდეს:

ზუსტად მართლმადიდებელ რუსეთს აქვს ძალა დაიცვას ღვთიური სამყაროსმრავალსახეობის იდეა, მიუხედევად მცდელობისა დაამყარონ ახალი – ერთიანი დაერთგვაროვანი, უღმერთო, ანუ – სატანური მსოფლიო წესრიგი [21].
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, პოლიტოლოგი ილიუშენკო რუსი მართლმადიდებელ-ნაციონალისტების ფაშიზმში დადანაშაულების მიზნით, მათში ანტისემიტური ტენდენციების გავრცელებაზე მიუთითებს. ადვილი აღმოსაჩენია, რომ ანტისემიტური ემოციები საყოველთაოდაა გაბატონებული ამ მოძრაობაში, თუმცაღა მათი გამოხატვის ინტენსიურობა ერთი ავტორიდან მეორეზე, ერთი დაჯგუფებიდან მეორეზე გადასვლისას მკვეთრად იცვლება. იცვლება ასევე ის რაციონალური თუ ირაციონალური იმპულსები, რომლებიც ამ ემოციებს კვებავენ. ამ კატეგორიის ავტორთა უმრავლესობა საკუთარ ანტისემიტურ შეხედულებებს პოლიტიკურ და რელიგიურ მოსაზრებებზე აფუძნებს. ამ მოსაზრებებს ხშირად რასობრივი, ეთნო-კულტურული ხასიათის შეხედულებები უმაგრებენ ზურგს. ამ დებულების ნათელი ილუსტრაცია შეიძლება რამდენიმე, ძალზე მეტყველი პასაჟით, რომლებიც ნაციონალისტთა და სხვათაპუბლიკაციებიდან იქნება აღებული. ჩვენ ამის გაკეთებას მოგვიანებით ვაპირებთ, მანამდე კი ანტისემიტიზმის პოლიტიკურ ასპექტებს შევეხებით.
ანტისემიტურ პუბლიკაციებში ხშირად ფიგურირებს ანტიგლობალისტური თემატიკა. ცხადია, რომ რუსი მართლმადიდებელი ნაციონალისტების რელიგიური, ნაციონალური, იმპერიული და ა. შ. ინტერესები არსობრივად შეუთავსებელია გლობალიზაციის პროცესებთან. მიიჩნევა რომ ეს პროცესები ყველაზე მეტად ებრაულ დიასპორას აძლევს ხელს [22]. მათი აზრით, ხალხი რომელიც მთელ ქვეყანაზეა გაფანტული, დიდადაა დაინტერესებული, რომ ეს უკანასკნელი სახელმწიფო საზღვრებითა და საბაჟოებით ძნელად შეღწევად ზონებად არ იყოს დაყოფილი. საკუთარ ქვეყანაში არმცხოვრები ებრაელთა უმრავლესობა არაფერს კარგავს ნაციონალური მთავრობების თვითმყოფადობის ლიკვიდაციისას. ყველგან უმცირესობაში მყოფი ხალხი, რომელიც ასწლეულების მანძილზე აკონტროლებს მსოფლიო ფინანსების ნაკადს, ყველაზე მეტადაა დაინტერესებული სახელმწიფო ძალაუფლების პოლიტიკური ცენტრებიდან ფინანსურში გადასვლით და მმართველი სტრუქტურების კრიპტოკრატიაში გადაგვარებით. რუსი ნაციონალისტების მტკიცებით, ებრაული დიასპორის დიდი ნაწილის ანტირუსული სახელმწიფოებრივი პოზიცია საერთაშორისო სიონისტური პოლიტიკის ანარეკლია. ამასთან დაკავშირებით, მართლმადიდებლურ-პატრიოტული საზოგადოებების სახელით `რუსკი ვესტნიკმა~ შემდეგი განცხადება გააკეთა :

დაუშვებლად მიგვაჩნია ებრაული დიასპორის პროსიონისტური ნაწილის რუსეთისპოლიტიკურ და ეკონომიურ ცხოვრებაში ჩარევა [23].
როგორც მოსალოდნელი იყო, ანტისემიტურ ლიტერატურის მნიშვნელოვანი ნაწილი მასონურ თემატიკას უჭირავს. ზემოხსენებულმა `რუსკი ვესტნიკმა~ ამ საკითხს სპეციალური გამოშვებაც კი მიუძღვნა, რომლის სარედაქციო წერილში ჩამოთვლილია მათი აზრით, რუსეთში მოქმედი რამდენიმე `იუდეურ-მასონური~ საზოგადოება და ებრაული, რუსი და სხვა წარმომავლობის იმ პოლიტიკოსთა ვრცელი სია, რომლებიც ამ საზოგადოებებში არიან ჩართულნი და უხილავი `ებრაელი ბელადების~ მიერ იმართებიან. გამოცემის თანახმად :
იუდეურ-
მასონური ძალაუფლების ყველა ამ განშტოებას ჩვენი ხალხისათვის უბედურება დანგრევა მოაქვს. ყველა ისინი რუსეთის დანგრევაზე, მისი ხალხის გენოციდზე არიანორიენტირებული [24].
ამ სტატიაში უკვე შევნიშნეთ, რომ ნაციონალისტები მუდამ რუსეთის `მტრების~ ძიებაში არიან, ახლახან მოხმობილი ციტატა ამის კარგი ილუსტრაციაა. ცხადია, რუსების მტრების ჩამონათვალი მხოლოდ სიონისტი და მასონი ებრაელებით არ ამოიწურება. `მტერთა სისტემას~ მუდმივი გაფართოების მკვეთრი ტენდენცია ახასიათებს. ამ `სისტემაში~ ქართველებსაც საპატიო ადგილი უჭირავთ. საქართველოსთან, მის ტერიტორიებსა და თავად ქართველებთან დაკავშირებით, რუს მართლმადიდებელ-ნაციონალისტებს შორსმიმავალი პოლიტიკური გეგმები აქვთ, რომლებმაც ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისიდან იჩინეს თავი სხვადასხვა მედიატიურ საშუალებებში. ჩვენ მოგვიანებით ამ საკითხსაც შევეხებით.

რუსი ნაციონალისტებისათვის დამახასიათებელ ამ ფუნდამენტალისტურ ტენდენციას – ყურადღების არაჯანსაღ კონცენტრაციას რუსეთისა და მართლმადიდებლობის მტრების იდენტიფიკაციაზე, რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმსახურმა მამა გიორგი ჩისტიაკოვმა`ინიმიკო-ცენტრისმ~-ი ანუ «მტერო-ცენტრიზმი» უწოდა [25](ლათინური სიტყვისაგან ინიმიცუს – მტერი). სულიერი ატმოსფერო, რომელსაც ასე ზუსტად გამოხატავს რუსი მღვდელმსახურის მიერ შექმნილი ტერმინი, აუცილებლად წარმოშობს ძალადობრივ ტენდენციებს რადიკალურ წრეებში. ამ დებულების საყურადღებო ილუსტრაციას უკვენახსენები `ოპრიჩნიკების~ ერთ-ერთი პერიოდული გამოცემა `რუსკიი პარტიზან~-ი იძლევა. (ჩვენი აზრით, თვით, ამ ჟურნალის სახელი – `რუსკიი პარტიზან~, არაორაზროვანი მოწოდებაა `იუდეო-მასონური~ ძალების მიერ `ოკუპირებული~ რუსეთის გასათავისუფლებლად). პასაჟში რომლის მოტანასაც, ამ ჟურნალის ერთ-ერთი ნომრიდან ვაპირებთ, ავტორი გამაოგნებელი პირდაპირობით მოუწოდებს თავის მომხრეებს ძალადობისაკენ, ამისთვის იგი არ ერიდება მეტისმეტად ექსპრესიული იდიომის და შემზარავი მაგალითის მოხმობას:
ასე რომ… სანამ `ებრაული საკითხი~ არ გადაიჭრება (ამასთან ისე რომ, `განდობილებს თმებიყალყზე დაუდგეთ~, მთელი ეს ლაპარაკი `რუსეთის აღორძინებაზე~ ლაყბობის მეტს არაფერსმოიტანს !
… ეს ღირსშესანიშნავი დღე – 1999 წლის 13 ივლისი – დღე, როდესაც კეთილშობილმა რუსმაყმაწვილმა ნიკიტა კრივჩუნმა დანის რამდენიმე ბრწყინვალე დარტყმით (несколькими блестящими ударами) დაჭრა არა მარტო ვიგინდარა ებრაელი აქტივისტის უბადრუკი სხეული,არამედ გაარღვია რუსულ აღორძინებასთან დაკავშირებული, მრავალსწლიანი ვერაგულისიტყვიერი აბლაბუდა.

… მან თავისი გმირობით დაამტკიცა, რომ სიტყვა საქმით უნდა შეიცვალოს… . [26]
ცხადია, ყველა ნაციონალისტი ასე სკანდალურად როდი ამზეურებს თავის ანტისემიტურ ემოციებს. რესპექტაბელურ წრეებში ცდილობენ, საკუთარი ანტისემიტური განწყობა უფრო `მოკრძალებული~ ფორმით გამოხატონ. ამისთვის უმეტესწილად სიტყვა `жид~-ს იყენებენ, ვითომდა, მხოლოდ და მხოლოდ `ცუდი ადამიანისა~ და `მტრის~ აღსანიშნავად. ამასთან ირწმუნებიან, რომ მათთვის ჟიდი და ებრაელი ერთიდაიგივე ცნებები არ არიან; ამტკიცებენ რომ, ჟიდი გაწაფული ადმინისტრატორია, ეხერხებაგადანაწილება მაგრამ, შექმნის უნარი არა აქვს; მისთვის მთავარია ასო და არა სული; იგი ყველაზე მეტად მატერიალურ კეთილდღეობას ეძიებს და ა. შ. და ა. შ. მაგალითად, მღვდელმსახური მამა დიმიტრი დუდკო აცხადებს, რომ მისთვის `ჟიდი~ სულიერი ფენომენია, იგი ადამიანის სულიერი მდგომარეობის აღმნიშვნელია, მაშინ როდესაც სიტყვა ებრაელის უკან კონკრეტული ადამიანი დგას:

ჟიდი – ეს ოქროს ხბოს მსახურების პროფესიაა, ებრაელი – ადამიანია, რომელიც უნდაგიყვარდეს [27].
ჩვენ არ გვსურს მამა დიმიტრის სიტყვების სიწრფელეში ეჭვი შევიტანოთ, მაგრამ იმასაც ავღვნიშნავთ, რომ ნაციონალისტების უმრავლესობა იგივეს არ ფიქრობს და მით უმეტეს, იგივეს არ გრძნობს. მათთვის ებრაელი და ჟიდი ერთი და იგივეა რადგან, ყოველი ებრაელი ჟიდობისთვისაა განწირული. იგი ასეთივე რჩება იმ შემთხვევაშიც კი როცა ინათლება, უფრო მეტიც, როცა ქრისტიანი მღვდელმსახური ხდება. ისინი დარწმუნებულნი არიან რომ ებრაელებს მათი ნაციონალური თვისებების გამო `კარგ ქრისტიანად~ გახდომა არ შეუძლიათ. ამ მოსაზრებისსაილუსტრაციოდ, რამდენიმე ციტატის ერთად მოხმობა გადავწყვიტეთ. ამით ისიც გამოჩნდება, რომ თითოეული ციტატის ავტორის მოსაზრება ცალკეულ, იზოლირებულ შემთხვევას არ წარმოადგენს. მართლაც, ეს ციტატები ნაციონალისტების უმრავლესობის შეხედულებას გამოხატავს და არა მარტო ნაციონალისტებისას. მაგალითად, ცნობილი საეკლესო ავტორი დიაკონი ანდრეი კურაევი წერს :

… ებრაელისთვის თითქმის შეუძლებელია თავისი თავი ჭეშმარიტებისა დამართლმადიდებლობის ეტალონად არ წარმოიდგინოს. ყველაფერი თუნდაც იოტათი განსხვვებული – უეჭველი საფრთხეა დემოკრატიისათვის, ან კაცობრიობისათვის, ან კიდევ მართლმადიდებლობისათვის. დასაწყისში მოკრძალებული, Fფრთხილი ებრაელი ადრე თუგვიან, თავს ცენზორად წარმოიდგენს [28].
ძნელია თავად მამა ანდრეის დასდო ბრალი რასობრივ ანტისემიტიზმში, მაგრამ ზემოთმოყვანილი ციტატა უდაოდ რუსეთში ფართოდ გავრცელებული პრონაციონალისტური, ანტისემიტური მედიისა და განწყობის ანარეკლია. რუს ნაციონალისტებს არამარტო ებრაელი სიონისტებისა და მასონების ეშინიათ, არამედ ებრაული წარმომავლობის მართლმადიდებელი მღვდელმსახურებისაც. ნაციონალისტი ტატიანა მირონოვა აცხადებს რომ ასეთი `გამონათლული-მღვდელმსახურების~ (священников-выкрестов) რაოდენობის ზრდა რუსულ ეკლესიას დიდ საფრთხეს უქადის. ძალზე ნიშანდობლივია ტერმინი – `გამონათლული-მღვდელმსახურები~, რომელსაც ავტორი იყენებს, რათა დაუფარავად გამოხატოს თავისი ემოციების ბუნება ებრაული წარმომავლობის მართლმადიდებელი მღვდელმსახურების მიმართ :
გამონათლული-მღვდელმსახურების რიცხვის ზრდა რუსულ ეკლესიაში გარდაუვალადმოგვიტანს ახალ განხეთქილებებს, შფოთსა და სქიზმებს [29].
რადიკალური რასიზმის გამო სკანდალურად ცნობილი რუსული ნაციონალისტური მოძრაობა `პამიატი~ განგაშს ტეხს, რომ რუსი ხალხი უცხოტომელი, არაპატრიოტი ელემენტების მიერ რუსული ეკლესიაზე დაპატრონების საშიშროების წინაშე დგას. ამ ელემენტებში, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა `ექსტრემისტი-სიონისტები~ იგულისხმებიან:
ექსტრემისტმა-სიონისტებმა თვით მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღშიც შეძლეს შეღწევა,იქ დაკავებული აქვთ არცთუ უმნიშვნელო ადგილები და ღმერთის მაგივრად მამონასემსახურებიან [30].

გასაკვირი არ არის, რომ ეს საკითხი უყურადღებოთ არც მართლმადიდებელი ნაციონალისტების ერთ-ერთ ლიდერს -ლეონიდ სიმონოვიჩსაც არ დაუტოვებია :
… ბოლო დროს თანამედროვე ებრაელი, ნახევრადებრაელი და ებრაელებთან ახლო მდგომიინტელიგენციით გაივსო რუსული ეკლესია. მათ თან ებრაული სული, ებრაელი ხალხის სულიმოიტანეს, რომელიც ძირფესვიანად განსხვავდება და პირდაპირ ეწინააღმდეგება რუსულსულს [31].
ნაციონალისტი ალფეროვი (`ჩორნაია სოტნია~) ფიქრობს, რომ მართლმადიდებელი ებრაელების უმრავლესობა პირდაპირი დავალებებისა და ინსტრუქციების გარეშეც, გაუცნობიერებლად, ბუნებრივად ემსახურება მართლმადიდებლობის გარყვნის საქმეს. ამაში დამნაშავე ის ნაციონალური თვისებებია, რომლებიც ებრაელებმა საუკუნეების განმავლობაში შეიძინეს ქრისტესა და მისი ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლისას. ამავე დროს იგი წერს:
… ამჟამად ეკლესიაში ბევრი ეთნიკური ებრაელი და შერეული ქორწინებებიდან დაბადებულიბავშვია. როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, მათი აბსოლუტური უმრავლესობა სულაც არჩქარობს ქრისტოფაგიას გამოეყოს და ხშირად გვევლინება კოსმოპოლიტიზმის, ეკუმენიზმისდა მოდრნიზმის მომხრედ [32].

ცხადია, რუსი მართლმადიდებელ-ნაციონალისტების ქსენოფობური პოზიცია არ შემოიფარგლება, და არც შეიძლება, შემოიფარგლებოდეს მხოლოდ ანტისემიტური განწყობით. რუსი ნაციონალისტების ქსენოფობური ემოციების მსხვერპლი რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები თითქმის ყველა არარუსი ანუ `ინოროდცია~, ეს განსაკუთრებით `დიდ ქალაქ მოსკოვზე ტარაკნებივით შემოსეულ~, შუა აზიის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მოქალაქეებს, და `კავკასიელებს~, მათ შორის `პროდასავლურ, რუსეთისადმი მტრულად განწყობილ~ ქართველებს ეხება. აი ასეთი ფორმით დამოხატავს თავის `რუსულ~ და `მართლმადიდებლურ~ პოზიციას სკანდალურად ცნობილი მართლმადიდებელ-ნაციონალისტური მოძრაობის _ „პამიატის“ ლიდერი ვასილიევი:
მე – რუს მართლმადიდებელს, არ შემიძლია, შევურიგდე დიადი რუსეთის დედაქალაქის –დიდი მოსკოვის მცხოვრებლების შევიწროებასა და დამცირებას ტარაკნებივით შემოსეულსხვა ნაციონალობის ნაკლებად რჩეული წარმომადგენლებისაგან [33].
ცხადია, შეუძლებელია, რომ ყველა რუსი ნაციონალისტი ასე დაუფარავად, მრავლისმთქმელად გამოხატავდეს თავის დამოკიდებულებას `ინოროდცებისადმი~, თუმცა თავად რუსი ავტორები აღიარებენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, რუსი ნაციონალების რადიკალურ და რესპექტაბელურ ნაწილებს შორის განსხვავება მხოლოდ რიტორიკაში ვლინდება და არა მათ იდეებსა და შეხედულებებში [34].

რუსი ნაციონალისტების დამოკიდებულების ემოციური ფონი ინოროდცებისადმი – იქნებიან ისინი ებრაელები, კავკასიელები, ბალტიისპირელები, შუააზიელები თუ სხვა, ამას მნიშვნელობა არა აქვს –ერთიდაიგივეა, ის ზიზღნრევი ქედმაღლობით ვლინდება, თუმცა პოლიტიკურ-იმპერიული თვალსაზრისით მათ შორის მკვეთრი დიფერენციაცია შეინიშნება. რუსული პოლიტიკურ-იმპერიული პერსპექტივა მომავალ რუსულ იმპერიაში 91 წლის შემდგომ `დაკარგული~ ქრიატიანული რესპუბლიკების უშუალო ტერიტორიულ მიერთებასა და მათი მოსახლეობის შემდგომ რუსიფიკაციას გულისხმობს, მუსულმანურ რესპუბლიკებს კი კოლონიებად გადაქცევა ემუქრებათ. ეს დიფერენციაცია ამ უკანასკნელ და ქრისტიანულ რესპუბლიკებს შორის, დემოგრაფიული მოსაზრებებითაა განპირობებული. მუსულმანური რესპუბლიკების პირდაპირ Aნსცჰლუსს შეიძლება, მომავალი იმპერიის ეთნონაციონალური პრინციპის გაუქმების საფრთხე მოეტანა, ამ რესპუბლიკების მოსახლეობის მკვეთრად გამოხატული დემოგრაფიული ექსპანსიის გამო. ამ იმპერიულ გეგმებს ყოველგვარი «მიკიბ-მოკიბვის» გარეშე გამოხატავს 2000 წელს გამოსული ერთ-ერთი სტატია, რომელიც სხვა მსგავსი უაღრესად მრავალრიცხოვანი სტატიებისაგან მხოლოდ რიტორიკული სათაურით – `Какой быть будущей Российской Империй?~, განსხვავდება. როგორც ჩანს, ამ `პოლიტინფორმაციის~ ავტორს, ანატოლი სტეპანოვს აფხაზეთის ბედი უკვე პუტინის გაპრეზიდენტებამდე ჰქონდა გადაწყვეტილი. სტატიის დიდი `პროგრამული~ მიშვნელობის გამო, თავს ნებას მივცემთ, მისგან ვრცელი ციტატა მოვიყვანოთ:
რუსეთი განწირულია იმისათვის, რომ იმპერია იყოს, ეს მთელი ჩვენი ისტორიის, მთელირუსული ცხოვრების იმპერატივია. ჩვენ, რუსებს ნათელი წარმოდგენა უნდა გვქონდეს,როგორი იმპერია უნდა ავაშენოთ… იმპერიის ფორმალური აღდგენა 91 წლის საზღვრებში,რუსების მუსულმანურ მოსახლეობაში ჩაკარგვის სერიოზულ საფრთხეს მოიტანდა.მოსახლეობის რაოდენობის დინამიკას თუ დავაკვირდებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომიმპერიაში მალე ჩვენ იმდენივე ვიქნებით, რამდენიც არარუსი. ასეთი მდგომარეობის დაშვებაშეუძლებელია, იგი უეჭველად გახდება სახელმწიფოს არასტაბილურობის ფაქტორი. იმპერიაისევ მალე დაირღვევა. იმპერიაში რუსები უნდა ჭარბობდნენ. ამიტომ ჩვენ ისეთი იმპერიაგვჭირდება რომელიც:
1)თანაბარ შემადგენელ ნაწილებად გააერთიანებს რუსეთს _ მის ახლანდელ საზღვრებში,უკრაინას, ბელორუსიას, მოლდავეთს (თუნდაც პრედნესტროვიას), ყაზახეთს _ რუსიმოსახლეობის სიმრავლის გამო, სომხეთს და საქართველოს (თუნდაც აფხაზეთს);
2)შუააზიის რესპუბლიკებმა და აზერბაიჯანმა ფორმალური დამოუკიდებლობა უნდაშეინარჩუნონ, მათთან ურთიერთდახმარების ხელშეკრულების დადება იქნება საკმარისი. დემართონ ისინი იქაურმა ხანებმა და ბეგებმა, ოღონდ ჩვენდამი ლიოალურები უნდა იყვნენ, დაიქ მცხოვრები რუსების უსაფრთხოება უზრუნველჰყონ [35].

ცნობილი მართლმადიდებელ-ნაციოალისტი ვლადიმერ ოსიპოვი ფიქრობს, რომ იმპერიის ოფიციალური პირები მხოლოდ რუსი მართლმადიდებლები უნდა იყვნენ. ამასთან ეს რუსი მმართველი ელიტა `სისხლით~ უნდა იყოს რუსი. ნაციონალისტებს სურთ, რომ მომავალი იმპერია ბიოლოგიურ-რასისტულ პრინციპზე იყოს აგებული:
რუსული ოფიციალური პირები სისხლით რუსები და მართლმადიდებლურიაღმსარებლობისა უნდა იყვნენ… რუსულ პრესას და ტელევიზიას მხოლოდ რუსითანამშრობლები უნდა ჰყავდეს [36].

ნაციონალისტი ბიკოვი მომავალი იმპერიის სტაბილურობის გარანტიისათვის იმპერიის მოსახლეობის ძალადობრივ რუსიფიკაციას მოითხოვს. ემოციური იტერაციები და იმპერატიული ტონი, რომლითაც ბიკოვი თავის პოლიტიკურ ნებას გამოხატავს, ადეკვატურ წარმოდგენას გვაძლევს, თუ როგორი შეუბრალებელი ძალადობით გაატარებდა `მომავალი იმპერიის~ პოლიტიკური ელიტა `ინოროდცების~ რუსიფიკაციის პოლიტიკას `საყოველთაო კეთილდღეობის~ სახელით:
ნაციონალური საზოგადოების აშენება სახელმწიფოს მიზანი უნდა იყოს. დიახ, დიახ, დიახ!საჭიროა მოსახლეობის რუსიფიკაცია. საყოველთაო კეთილდრეობის მიზნით, არ უნდაგვეშინოდეს ამ სიტყვის ხმარება, რადგან სტაბილური საზოგადოება ყველას ჭირდება.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ჩვენი ისტორიული ამოცანაა – რუსებად დავრჩეთ. სტაბილურიცხოვრებისუნარიანი საზოგადოების ასაშენებლად ნებაყოფლობითი, ან თუ გნებავთ,ძალადობრივი რუსიფიკაციაა აუცილებელი [37].
მომავალი რუსული იმპერიის სიდიადეზე ოცნებას ზოგიერთი ნაციონალისტი პოლიტიკურ ეიფორიამდე მიჰყავს. ერთ-ერთი მათგანი `რუსი ხალხის IV მსოფლიო კრებას~ ასე მიმართავს:
რუსეთი აღდგება, როგორც დიდი სლავური სახელმწიფო _ ადრიატიკიდან წყნარ ოკეანემდე[38].

მღვდელი ალექსი ოსტიაკოვი მომავალ რუსულ იმპერიაში ფინეთის შეყვანასაც გეგმავს:
რუსეთის იმპერია მისი ყველაზე ფართოდ გავრცელების დროს (პოლონეთის და ფინეთისჩათვლით) – აი რუსეთის (თუ გინდათ რუსული) სუვერენიტეტის გავრცელების სფერო,რუსი ეთნოსის განსახლების არეალი, სივრცე, სადაც რუსული კულტურული, ეკონომიური,სამხედრო და სხვა გეოპოლიტიკური ინტერესები უნდა განხორციელდეს [39].

რუსეთის იმპერიის ასაღორძინებლად, ანუ მეზობელი სახელმწიფოებისაგან ტერიტორიების მისატაცებლად, რუსი მართლმადიდებელ-ნაციონალისტებისგან იგივე ტაქტიკაა რეკომენირებული, რომელსაც რუსეთის სახელმწიფო უკვე დიდი ხანია მიმართავს, და რაც ჩვენს თავზე უკვე გამოვცადეთ _ სეპარატიზმის პროვოცირება და ხელშეწყობა. იქ, სადაც რუსი ეროვნების მოსახლეობა კომპაქტურადაა ჩასახლებული, ბუნებრივია, რუსული სეპარატიზმის ამოქმედებას გეგმავენ, სხვა შემთხვევებში, როგორც ეს ჩვენთან მოხდა, ეთნიკური უმცირესობის „ნაციონალური თვითგამორკვევის უფლების“ გამოყენებას ფიქრობენ:
… ვფიქრობ, სევასტოპოლის, ყირიმის, და უკრაინის სხვა ნაწილებში, ყაზახეთსა და საბჭოთაკავშირის სხვა ყოფილ რესპუბლიკებში, სადაც კომპაქტურად სახლობს რუსი მოსახლეობა,უნდა გამოვიყენოთ,ნაციონალური თვითგამორკვევის უფლება“… შემდგომში მათირუსეთთან შემოერთების მიზნით [40].
ავტორების უმრავლესობა ტერმინის _ «მართლმადიდებლური ფაშიზმის» გამოყენების მართებულებას ამ მოძრაობებში «ეთნონაციონალიზმის» პრინციპის უკიდურესი ფორმის გაბატონებაზე აფუძნებს.
თავად ამ ტერმინის – «ეთნონაციონალიზმის» სემანტიკა აშკარად მიუთითებს, რომ რუსი ნაციონალისტების აზრით რუსული იმპერიის წარმართველი პრინციპები უპირველეს ყოვლისა ეთნიკურ და რასობრივ ღირებულებებზე უნდა იყოს ორიენტირებული. მართალია, ბევრი მართლმადიდებელი ნაციონალისტი აცხადებს, რომ მისთვის მართლმადიდებლური ღირებულებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეთნონაციონალური, მაგრამ ეს ფაქტიურად არაფერს ცვლის, რადგან ისინი _ სლავოფილების დარად _ მტკიცედ არიან დარწმუნებულნი, რომ რუსობა და მართლმადიდებლობა იდენტური ცნებებია და რომ რუსი ერი ერთადერთი ჭეშმარიტად მართლმადიდებელი ხალხია ამ ქვეყანაზე. ასეთი შეხედულებები, როგორც ჩანს, არამარტო მართლმადიდებელ ნაციონალისტებშია ფესვგადგმული: ერთერთი რუსი მღვდელმსახური, არქიმანდრიტი პანკრატი აცხადებს :

ყოველთვის მიიჩნეოდა, რომ რუსი ადამიანი – ეს მართლმადიდებელი ადამიანია… იმდენადღრმად შეაღწია მართლმადიდებლობამ რუსი ხალხის ცხოვრებაში, გახდა მისი სული,სისხლი და ხორცი, რომ «რუსი» და «მართლმადიდებელი» სინონიმები გახდა. თუ ადამიანიმართლმადიდებელი არ არის, არ შეიძლება მასზე, როგორც რუსზე, ისე ილაპარაკო [41].
ერთ-ერთი ავტორი _ რუსეთის მედიაში საკმაოდ რესპექტაბელური გამოცემის ფურცლებიდან _ დაუფარავად გვამცნობს რუსული ნაციონალური ექსკლუზივიზმისა და სოტერიოლგიური მისიის შესახებ:
მხოლოდ ერთმა ხალხმა მიიღო მთელი გულით მთაზე წარმოთქმული ქადაგება. იგი მზადარის თავის ღვთაებრივ მოძღვართან ერთად «დაიტანჯოს სიმართლისათვის», მზად არისჯვარცმისათვის, რათა თავისი ტანჯვით გამოისყიდოს ცოდვები მთელი კაცობრიობისა,რომელიც წარსულში არასოდეს ყოფილა ასე ჩაფლული უსჯულოებაში [42].

«მართლმადიდებლის» და «რუსის» სინონიმებად გამოცხადებამ – როგორც ამას უკვე ნახსენები ერთი მღვდელმსახური აკეთებს – ანუ «მართლმადიდებლობისა» და «რუსობის» ცნებების მეტაფიზიკური თვალსაზრისით გაუმართლებელმა გაიგივებამ, არ შეიძლება, ასევე გაუმართლებელი მსოფლმხედველობრივი მნიშვნელობის დასკვნების წარმოშობა არ გამოიწვიოს. სიტყვა «რუსი» ონტოლოგიურ რელობაზე მიუთითებს. რუსი ხალხი სხვა ხალხებთან ერთად არსებობს. ყველას არსებობის ერთი და იგივე «ონტოლოგიური უფლება» აქვს. ამ მხრივ «რუსის» ცნებაში არაფერია უნიკალური. ხოლო, რაც შეეხება «მართლმადიდებლობას», იგი მსოფლმხედველობრივი, გნოსეოლოგიური, აქსიოლოგიური ფენომენია და ჭეშმარიტებისა და მცდარობის კრიტერიუმებს ექვემდებარება. როგორც ჭეშმარიტი რწმენა და მსოფლმხედველობა იგი თავისი არსით უნიკალურია. ამიტომ ამ ორი ცნების გაიგივება რუს ხალხსაც არსობრივად უნიკალურ ბუნებას ანიჭებს. უნიკალურობის თვითშეგრძნება გამოხატულებას პოულობს რელიგიურ, პოლიტიკურ და კულტურულ მესიანიზმში, რომელიც არამარტო მართლმადიდებელ პოლიტიკურ წრეებში ფიქსირდება არამედ საეკლესიოშიც. მაგალითად, არქიმანდრიტი ამბროსი (იურასოვი) ამტკიცებს, რომ «ახლა რუსი ხალხია ღვთივრჩეული ხალხი» [43]. მთავარეპისკოპოსი ტიხონი (ემილიანოვი) იმავე აზრს ეკლესიოლოგიური ასპექტით გამოხატავს :
ქვეყნიერებაზე ერთადერთი ეკლესიაღა შემორჩა – მართლმადიდებლობის ჭეშმარიტი სავანე – რუსული მართლმადიდებელი ეკლესია[44]
კულტუროლოგიურ ასპექტში მსგავს მოსაზრებებს ვხვდებით ასევე სხვა უმაღლეს იერარქთა გამონათქვამებში :
… რუსული კულტურული ტრადიცია … კიდევ ბევრჯერ გახდება საჭირო მწვავე სულიერ,ეკონომიურ და ეკოლოგიურ კრიზისში მყოფი დასავლეთისა და მთელი მსოფლიოსათვის…მართლმადიდებლობისთვის ბრძოლისას ჩვენ ვმონაწილეობთ ეკლესიის აპოკალიფსურბრძოლაში, რომელიც მომავალი ანტიქრისტეს ეპოქის წინააღმდეგაა მიმართული [45].
ძალზე ნიშანდობლივია ზემოთმოყვანილი ციტატის ბოლო ფრაზა. აპოკალიპტური ტერმინოლოგიით დატვირთული მსგავსი ფრაზები რეფრენად გასდევს მართლმადიდებელ-ნაციონალისტთა პუბლიკაციებს. ასეთ პუბლიკაციებში ძალიან ხშირად ახსენებენ ანტიქრისტეს. უმეტესწილად მიიჩნევა, რომ აპოკალიფსური ბრძოლა უკვე დაწყებულია, ასევე მიიჩნევა, რომ მთელი დასავლური ცივილიზაცია, მისი პოლიტიკური, ფინანსური, ეკონომიური და იურიდიული პოტენციალი შეთქმული, ანონიმური, სატანისტური ძალების იარაღადაა ქცეული. ეს იარაღი უპირველეს ყოვლისა სულიერების უკანასკნელი ბასტიონის _ რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული. რუსული ეკლესიის ერთერთი უმაღლეს იერარქთაგანი ამბობს:

ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი ხალხის წინააღმდეგ კარგად დაგეგმილი უსისხლობრძოლა მიმდინარეობს მისი განადგურების მიზნით [46].
უნდა აღინიშნოს, რომ «აპოსტასიის მეტაფიზიკაზე»_ როგორც ზოგირთი ნაციონალისტი თავად მოიხსენიებს ამ თემატიკას [47] – დაწერილი პუბლიკაციების უმრავლესობა რუსულ ეთნიკურ, ისტორიულ, კულტურულ ფენომენებს მეტისმეტად მისტიკური, ირაციონალური რაკურსით განიხილავს. მართლმადიდებელი ნაციონალისტების რადიკალური იდეები ბუნებრივია, ხშირად ვერ პოულობენ ოფიციალურ მხარდაჭერას ეკლესიის რესპექტაბელურ ისტებლიშმენტში. ამასთან, თავად ეკლესია სულაც არ არის ყველაზე გავლენიანი ძალა რუსეთის სახელმწიფოში და ბოლოს, არც რუსეთის სახელმწიფოა პირველხარისხოვანი ეკონომიურ-პოლიტიკური ფაქტორი მსოფლიოში. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ადვილი მისახვედრია, თუ რატომ გვხვდება რუსული პოლიტიკურ-ნაციონალური მესიანიზმის ადეპტებში ასე ხშირად მისტიური პათოსი და პოლიტიკური და ისტორიული რეალიებისადმი ირაციონალური, არაადეკვატური მიდგობა. ამის კარგი მაგალითია ნაციონალისტ რიბინის პუბლიკაცია სამხედრო წყალქვეშა ნავის «კურსკის» ჩაძირვასთან დაკავშირებით, რაც 2000 წლის აგვისტოში მოხდა. ბევრი ექსპერტი და ჟურნალისტი ფიქრობდა და ფიქრობს, რომ ნავისა და ეკიპაჟის დაღუპვა რაციონალურად ადვილად ასახსნელ მიზეზებს, მათ შორის ადამიანურ მიზეზებს უკავშირდება. ფიქრობენ, რომ «კურსკის» ეკიპაჟი რუსეთის «დერჟავულ» ქედმაღლობას შეეწირა, რადგან იმპერიული სიამაყის გამო არ იკადრეს, სხვა ქვეყნისათვის თავის დროზე ეთხოვათ დახმარება. სამაგიეროდ, ზემოხსენებულ რიბინს ეს კატასტროფა მისტიური წიაღსვლებისაკენ უბიძგებს, სადაც პუტინიც პიროვნებაც და სახელიც ასევე რაღაც მისტიური შარავანდედით წარმოგვიდგება:

რუსული წყალქვეშა ნავის «კურსკის» მსხვერპშეწირვა (Жертвенное заклание) მსოფლიოკულისებსმიღმა (закулисы) ძალების მიერ აღესრულა 2000 წლის 12 აგვისტოს… სატანა ამქმედების წინასწარ ჭვრეტისას, კულისებსმიღმური შურისმაძიებელი ხელით თავს ესხმის «კურსკს». ხოლო «კურსკის» საშუალებით – მღვდელმთავართა კრებას, პუტინს და რუსეთს. «კურსკის» ეკიპაჟში 7 კაცი იყო ვლადიმირის სახელის მატარებელი. არც მეტი არც ნაკლები:თითქოსდა მსხვერპლშეწირვის სისრულის ნიშნად. სამეფო ტანჯულნიც შვიდნი იყვნენ [48].
ასეთი ტიპის და სტილის პასაჟები სულაც არ წარმოადგენენ იშვიათობას მართლმადიდებელ-ნაციონალისტთა გამოცემებში. «სამეფო ტანჯულნი», რომლებიც ციტატის ბოლოს არიან ნახსენები იმპერატორ ნიკოლოზ მეორის და მისი ოჯახის ბოლშევიკების მიერ მოკვდინებაზე აკეთებს ალუზიას. რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანადD შერაცხული საიმპერატორო ოჯახი სამწუხაროდ ყველაზე საყვარელი თემაა მისტიკურად განწყობილი მართლმადიდებელ-ნაციონალისტებისათვის. მიიჩნევენ, რომ სამეფო ოჯახი რიტუალურად მოაკვდინეს ბოლშევიკებს შეფარებულმა იუდაურმა, სატანურმა ძალებმა. ნაციონალისტების მიერ ბოლო იმპერატორი ნიკოლოზ მეორე, მომავალი მართლმადიდებლური რუსული იმპერიის და მისი ანტიიუდაური, ანტივესტერნული, ანტიდემოკრატიული ანტისეკულარული და ა. შ. სულისკვეთების რელიგიურ, მისტიურ სიმბოლოდ აღიქმება. ენთუზიაზმი რომელიც ნაციონალისტებს ამ საკითხთან დაკავშირებით ახასიათებთ, არცთუ ისე იშვიათად, პირდაპირი კერპთაყვანისცემით, კერძოდ «ცარო-თაყვანისცემით» ვლინდება. «რუს პრავოსლავნაიას» ერთ-ერთ გამოცემაში ვკითხულობთ :
ღვთივცხებული მეფე, ღმერთის სახეს განახორციელებს მიწაზე [49].
ნაციონალისტების ბეჭდურ მასალებში ხშირად შეხვდებით მოსაზრებას რომლის თანახმად, ნიკოლოზ მეორე რუსეთის გამოხსნისათვის გაღებული მსხვერპლი იყო. ზოგიერთი ავტორი მას პირდაპირ «მხსნელადაც» კი მოიხსენიებს. თვლიან, რომ იგი – და ზოგადად რუსი ცარი – იმ «შემაკავებელ ძალას» წარმოადგენს, რომელიც დედამიწაზე ანტიქრისტეს გამეფებას აფერხებს. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის აწგარდაცვლილი პატრიარქი, უწმინდესი ალექსი II იძულებული გახდა, ამ პრობლემასთან დაკავშირებით თავისი დამოკიდებულება გამოეხატა:
გამოვიდა სამეფო კრებული, რომელშიც გამოქვეყნებულია პარაკლისები და დაუჯდომლებისამეფო მოწამეების მიმართ. ამ კრებულის გამოცემის კურთხევა არავის უთხოვია. იგი შეიცავსმართლმადიდებლური სწავლებისადმი შეუთავსებელ აზრებს, რომლებიც იმპერატორნიკოლოზ II-ს ქრისტე მაცხოვარს უტოლებენ [50].
მისტიურ პათოსს ზოგიერთი ნაციონალისტი მეტისმეტად ექსტრავაგანტურ კანონიზაციურ ინიციატივებამდე მიჰყავს. მაგალითად, რუსულ მართლმადიდებლურ წრეებში პოპულარულ რადიო «რადონეჟში» გამოსვლისას, ვიქტორ საულკინმა გრიგოლ რასპუტინს «წმინდა სტარეცი» უწოდა [51], რადგან ეს უკანასკნელი საიმპერატორო ოჯახისა და იმპერიის მფარველ მისტიურ ძალად აღიქმება. მართლმადიდებელ-ნაციონალისტების ნაწილის მსგავსმა «მისტიურმა ქმედებებმა» თავად ნაციონალისტების რამდენიმე წარმომადგენელში წარმოშვა უარყოფითი რეაქცია. მათ რიცხვს მიეკუთვნება «ჩორნაია სოტნიას» ლიდერი ალექსანდრე შტილმარკი. იგი წერს:

ეკლესიურ ცენზურას დაუქვემდებარებელი ბევრი მართლმადიდებლურისაზოგადოებრივ-პოლიტიკური გამოცემა სცოდავს იმით, რომ არ ელოდება ეკლესიისგადაწყვეტილებას და თვითონ ირჩევს წმინდანებად იმათ, ვისაც საჭიროდ მიიჩნევს. ასეგახდნენ წმინდანები მეფე ივანე მრისხანე, გრიგორი რასპუტინი, პელაგია რიაზანელი და სხვაისტორიული პიროვნებები [52].
ცნობილია, რომ როდესაც მესიანური, მისტიური იდეები ნაციონალურ გარემოში იკიდებს ფეხს და მის ჩარჩოებში ექცევა, იგი პოლიტიკურ ვექტორს იძენს, და პროფანულ გარემოში სწრაფად გადაიზრდება ეთნონაციონალურ პოლიტიკურ მესიანიზმში. მართლაც, რუსულ მართლმადიდებელ-ნაციონალისტებში აშკარად შეიმჩნევაპოლიტიკის პრიმატი. მათთვის უმაღლეს მიზანს ცენტრალური პოლიტიკური ინსტიტუტების გარდაქმნა წარმოადგეს, რაც მათი აზრით შესაძლებელს გახდიდა არა მარტო სოციალური, არამედ რელიგიური პრობლემების გადაჭრას. მიიჩნევენ, რომ რუსეთის მოსახლეობის ერთიან მართლმადიდებელ ნაციად გადასაქცევად საკმარისია, მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება და ეკლესიისათვის პოლიტიკური და იურიდიული პრივილეგიების მინიჭება. «სერბსკიი კრესტი» დაუფარავად აცხადებს თეოკრატიული სახელმწიფოს აშენების აუცილებლობას:

… საჭიროა სახელმწიფო რელიგიური გახდეს. თუ ამას არ გავაკეთებთ, ყველაფერსდავკარგავთ [53].
სიტყვა “თეოკრატიულში” აქ საკრალურსა და სეკულარულს შორის რადიკალური განსხვავების უარყოფა ვიგულისხმეთ. რუსი ნაციონალისტების სურვილს – რელიგიას, კერძოდ, მართლმადიდებლობას რუსულ სახელმწიფოებრიობაში ცენტრალური ადგილი დაუბრუნონ, მიზანმიმართული პოლიტიკური მოტივები ასაზრდოებს. ნაციონალისტები ფიქრობენ, რომ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებული მართლმადიდებლობა დაეხმარებათ, პატრიოტული ძალების მობილიზაცია მოახდინონ სეკულარიზმისა და მოდერნიზმის საწინააღმდეგოდ, რადგან ეს უკანასკნელნი, მათი აზრით, რუსული პოლიტიკური მისიის განხორციელებას უშლიან ხელს; მართლმადიდებლობის დაცვისა და შენარჩუნების იდეოლოგია გაამართლებს რუსული მართლმადიდებლური იმპერიის ექსპანსიურ პოლიტიკას; პოლიტიკური მართლმადიდებლობა საშუალებას მისცემთ, ასევე მსოფლმხედველობრივი ბაზა შექმნან მანიქეისტური იდეოლოგიის გასაბატონებლად `აპოსტასიური~ დასავლეთისა და ამერიკის წინააღმდეგ, რაც გაამართლებდა საერთაშორისო სამართლის უგულვებელმყოფ პოლიტიკურ ქმედებებს; და ბოლოს პოლიტიკური მართლმადიდებლობა კარგი საშუალება იქნებოდა, მილენარისტული მესიანური განწყობის განსამტკიცებლად. რაკი ნაციონალისტებისათვის `რუსი~ და `მართლმადიდებელი~ თითქმის იდენტური ცნებებია, პროგრესი, დემოკრატია, სეკულარიზაცია, სამოქალაქო საზოგადოება და ზოგადად დასავლური ღირებულებები რუსული რელიგიური და ნაციონალური იდენტობისათვის საშიშ Fფაქტორებად აღიქმება. რაკი ნაციონალისტების მსოფლაღქმაში, ზემხსენებული ფაქტორები პოლიტიკური ბუნებისანი არიან, ნაციონალისტები ნოსტალგიური `წმინდა წარსულის~ რესტავრაციას, ანუ `წმინდა ტრადიციებსა~ და რელიგიურ საფუძვლებზე დამყარებული საზოგადოების აშენებას უმეტესწილად პოლიტიკური მეთოდებით აპირებენ. მათი `პოლიტიკური მეთოდები~ ძალადობასაც გულისხმობს. ამის პირდაპირ მოწოდებას ბევრ ნაციონალისტთან ვხვდებით. მაგალითად, ერთერთი ავტორი `რუსკიი ვესტნიკში~ აცხადებს:

ნაციონალ-პატრიოტების გამარჯვების მეორე პირობა ორგანიზაციის შექმნაა. არა პარტიის,არამედ მებრძოლი ორგანიზაციის, რომელსაც არჩევნებში გამარჯვების უნარი შესწევს, დაშეძლებს რუსი ხალხის ინტერესების დაცვას ყველა შესაძლებელი საშუალებით, მათ შორის,ეგრეთწოდებული ძალოვანი მეთოდებითაც [54].
თუკი ყველა მართლმადიდბელ-ნაციონალისტი ავტორი ასე პირდაპირ არ ქადაგებს ძალადობის აუცილებლობას, პრაქტიკულად ყველა მათ გამოცემაში გვხვდება პასაჟები, რომლებიც არაპირდაპირი ან იდიომატური ფორმითაა მისადმი მოწოდება:
ძალიან მალე იძულებული გავხდებით, უკუვაგდოთ უადგილო გულჩვილობა და კისერშივწვდეთ ყველა არამზადას, რომელიც შეუგნებლად თუ შეგნებულათ ანგრევს ჩვენსსამშობლოს და მასაზრდოებელ ფესვებს უნადგურებს ჩვენს დიდ ხალხს [55].
`წმინდა წარსულის~ რეანიმაციის მიღწევა შეუძლებელია პოლიტიკური მოძრაობების და რეფორმების საშუალებით – თუკი ეს საერთოდაა შესაძლებელი – ამიტომ, ყოველი ასეთი უტოპიური მოძრაობა, რომელიც საზოგადოების ფუნდამენტალისტურ გარდაქმნას ესწრაფვის _ რელიგიურ საფუძველზე, თავიდანვე განწირულია ძალადობაში გადასაზრდელად, რადგან საკუთარი წარუმატებლობის მიზეზს მხოლოდ `მტრების~ მუხანათობაში ხედავს. ცხადია, ეს ზოგადი კანონზომიერება, რუსეთშიც მოქმედებს, ამიტომაა, რომ, ტერორისტული მოწოდებები ხანდახან მღვდელმსახურთა მხრიდანაც კი ისმის:
ცხადია, მიტინგებზე პლაკატებით დგომა, ფურცლების ბეჭვდა საჭირო და სასარგებლოსაქმეა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის… ჩემი თხოვნაა – ერთმანეთში არ აურიოთ მშვიდობიანიმოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ტერორი, უკანონო სიმდიდრითა და დაუსჯელობისსინდრომით გონებაარეული ადამიანების ნეიტრალიზაციისაგან… როგორც ვხედავთ,დღესდღეობით, არც ერთ პატრიოტულ გაერთიანებას ან პარტიას არ შეუძლია საზოგადოების `სანიტარის~ როლი იკისროს. ამიტომ გვჭირდება ნიჭიერი, გამორჩეული პიროვნებები,გამოცდილი მებრძოლები, რომლებსაც კარგად ესმით საკუთარი მისია და მისი მნიშვნელობაქვეყნისათვის. პატრიოტულმა მოძრაობებმა მათ საიდუმლოდ უნდა აღმოუჩინონ მორალურიდა მატერიალური დახმარება [56].

რათა დავრწმუნდეთ, რომ ასეთი მოწოდებები ცალკეულ, იზოლირებულ შემთხვევას არ წარმოადგეს, კიდევ ერთ ციტატას მოვიტანთ `ჩორნაია სოტნიას~ ლიდერის – ცნობილი ალექსანდრე შტილმარკის პუბლიკაციიდან, რომელშიც იგი `ახალი გერმოგენის~ როლის თამაშს აპირებს:
გაწამებულ ხალხს ჩვენი სიგელები გაუგზავნოთ მათდამი მოწოდებით – ოკუპანტებსმხოლოდ ჯვრითა და ლოცვით კი არ ებრძოლონ, არამედ მახვილითაც [57].
როგორც ვნახეთ, რუსულ მართლმადიდებელ-ნაციონალისტურ მოძრაობას თან ახლავს ბიოლოგიური რასიზმი, ძალადობა, ანტიმოდერნიზმი, მილენარიზმი და სამყაროს მანიქეისტური ანუ ბიპოლარული მსოფლაღქმა, როდესაც საკუთარი რწმენა, მოძრაობა, ხალხი აბსოლუტერ სიკეთედ აღიქმება და სხვა ყველაფერი ბოროტებასთან იგივდება. ეს უკანასკნელი ყველაზე ხშირად ხდება პოლიტიკური, იდეოლოგიური თუ პიროვნული ძალადობის მსოფლმხედველობრივი საფუძველი.
ეს ყველაფერი ფუნდამენტალიზმის შემადგენელი ელემენტებია. ეს გარემოება ძალიან საშიშს ხდის რუსულ მართლმადიდებელ-ნაციონალისტთა მოძრაობას, რადგან ფუნდამენტალიზმი უაღრესად სიციცხლისუნარიანი, სწრაფად გაფართოებადი, ფანატიკური და აგრესიული სოციო-პოლიტიკური და რელიგიური ფენომენია. რუსული ფუნდამენტალიზმი ჩვენთვის ქართველთათვის მეტისმეტად არასასურველი მოვლენაა, რადგან რუსეთთან ძალიან ახლოს ვიმყოფებით, რუსი ნაციონალისტები კი საქართველოს რუსეთის იმპერიის დროებით «დაკარგულ» ნაწილად მიიჩნევენ და ძალიან აღიზიანებთ ჩვენი პროდასავლური ორიენტაცია. აქედან გამომდინარე, ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებში შედის რუსეთის დემოკრატიზაცია, იქ სამოქალაქო საზოგადოების აშენება და ფუნდამენტალისტური ტენდენციების არსობრივი შესუსტება. ჩვენდა სამწუხაროდ, უახლოეს მომავალში არ უნდა ველოდოთ ასეთ სასიკეთო ცვლილებებს მეზობელ სახელმწიფოში.არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ მართლმადიდებელ-ნაციონალისტთა ფუნდამენტალისტური იდეები გარკვეულ სიმპატიებს და რეზონანს პოულობენ პუტინის და მისი მემკვიდრის ხელისუფლებაში. უნდა ითქვას, რომ პუტინის გაპრეზიდენტებისთანავე, ნაციონალისტებმა მასში მათთვის სასურველი სახელმწიფო ფიგურა დაინახეს. მაგალითად, მთავარანგელოზ მიქაელის კავშირის ლიდერი, უკიდურესი რადიკალი ალექსანდრე სოლუიანოვი წერს:
ყველასთვის ცხადია: ქვეყანას სათავეში ჩაუდგა პატრიოტი, პატიოსანი, ენერგიული,მიზანმიმართული პოლიტიკოსი [58].

რუსი მართლმადიდებელ-ნაციონალისტების ერთერთი ყველაზე გავლენიანი ლიდერი კონსტანტინე დუშენოვი იმავე პერიოდში წერდა:
დღესდღეობით შეუძლებელია, ადეკვატურად შეაფასო ახალი პოლიტიკური ხელისუფლებისმოქმედება და ვლადიმერ პუტინის ადგილი ჩვენს ისტორიაში. მაგრამ, ჩვენ შეგვიძლია,დავინახოთ და გავაცნობიეროთ მოძრაობის მიმართულება, პრეზიდენტის პოლიტიკურიხაზის ვექტორი. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ის პოზიტიურია [59].
ასეთი ციტატების მოხმობა დაუსრულებლად შეიძლება. მსგავსი პასაჟების კითხვისას ცხადი ხდება _ რუსი ნაციონალისტები დარწმუნებული არიან, რომ პუტინი მათ საქმეს აკეთებს.ჩვენ კიდევ ერთ მათგანს მოვუსმინოთ, არქიმანდრიტი ტიხონი (შევკუნოვი) წერს:
პუტინმა პაპის კეთილგანწყობა უგულვებელყო, რათქმაუნდა, ეს შეუმჩნეველი არ დარჩება.დასავლეთისთვის ეს ნიშნავს _ «ყოველმხრივ სასიამოვნო» მიხაილ სერგის ძის და ყველას «მეგობარ ბორისის» დრო წავიდა. რუსეთის ახალ ხელმძღვანელს არამარტო ღრმად ესმისთავისი ქვეყნის ისტორიული ინტერესები, არამედ, მათ პირად წუთიერ სარგებელზე მაღლააყენებს. პრეზიდენტმა არაერთხელ აჩვენა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას იგიწარმატებით უმკლავდება «ყოვლისშემძლე მეოთხე ძალაუფლების» ზეწოლას და საკუთარიგარემოცვის ინტრიგებს [60].
ალბათ არავის ეჭვი არ ეპარება, რომ პუტინი და მისი პოლიტიკური ისტებლიშმენტი დაინტერესებულია, რომ საქართველოში წარმოიშვას და აქტიურად მოქმედებდეს რუსული მართლმადიდებელ-ნაციონალისტების მიერ ინსპირირებული და მართვადი პოლიტიკური ჯგუფები. ჩვენში პრორუსული ძალები უკვე შეეცადნენ, მართლმადიდებლობის თემა პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად გამოეყენებიათ. რუსეთის იმპერია თავისი ექსპანსიური პოლიტიკის წარმატებით განსახორციელებლად ყოველთვის ითვალისწინებდა და გაითვალისწინებს რელიგიურ, კულტურულ და ეთნიკურ ფაქტორებს. ჩვენი აზრით, ქართველმა ერმა და ბერმა არ უნდა დაუშვას, რომ მართლმადიდებლობის დაცვის საბაბით, საქართველოში ამოქმედდეს რუსი მართლმადიდებელ-ნაციონალისტების მიერ ინსპირირებული პოლიტიკური ძალა. ასეთი პოლიტიკური ძალების წარმატება საქართველოს, ტერიტორიების და სახელმწიფოებრიობის დაკარგვის გარდა, სხვას არაფერს უქადის.

გამოყენებული ელ-ლიტერატურა:
1 Костюк К. Православная церковь и социально-зкономическое развитие России //Религия и право.2000.№ 1.(სტატიაში მოყვანილი ყველა ციტატა სტატიის ავტორის მიერ არის ნათარგმნი)
2 Монахивоин. Беседа генерала Альберта макашова с игуменом Алексием (Просвириным) // Русь Православная. 1999. № 1.
3 Поспеловский Дмитрий. Штрих-код как образ врага // НГ – Религии. 2000. 22 марта.
4 Костюк Константин. Православный фундаментализм: социальный портрет и истоки // Политические исследования. 2000. № 5.
5 Верховский Александр, Политическое православие, Москва 2003, с. 211.
6 Крахмальникова Зоя. Уродливый ребенок коммунизма // Нужен ли Гитлер России? С. 195-200.
7 по: Верховский Александр, Политическое православие, Москва 2003, с. 119.
8 Buadze Teimuraz. L’Eschatologizme de la pensée de Nikolaï Berdiaeff. Thèse de doctorat en théologie. Université de Fribourg, Suisse, 2008, p. 53. (http://ethesis.unifr.ch/theses/downloads.php?file=BuadzeT.pdf, ou http://en.scientificcommons.org/35800818)
9 Илюшенко Владимир. Две мрдели христианства и русский фашизм // Нужен ли Гитлер Россий? С. 195-200.
10 Шаргунов Александр. Самодержавие духа. СПБ., 1994. С. 345.
11 Клыков Вячеслав. Главная идея россии // РусьДержавная. 1998. № 1.
12 Обращение высокопреосвященнейшего Ювеналия, архиепископа Курского и Рыльского (ко второму всероссийскому монархическому совещанию, Белгород) // Русский вестник. 1995. № 40-41.
13 Саулкин В. «Ход республики, как и ход холеры, предугадать невозможно» // Радонеж. 1997. № 10.
14 Цит. по: Верховский Александр, Политическое православие, Москва 2003, с. 108.
15 Верховский Александр, Политическое православие, Москва 2003, с. 109.
16 Елисеев Александр. Монархо-фашизм // Царский опричник. 2001. № 5.
17 Воронцов А. В. Путем перемен нельзя идти без народа // Русский дом. 2000. № 10.
18 Бычков Р. Чистота веры и чистота крови // Царский опричник. 1999. № 32.
19 Губанов Владимир. Язык Божий, славянский и русский // Русский вестник. 1996. № 1.
20 Тростников В.Н. Обостренное чувство правды // Русский дом. 2000. № 1.
21 Крутов Александр. Православный век // Руский дом. 2000.№ 1.
22 Кураев А. О нашем поражении. СПб. 1999.
23 Заявление православно-патриотической общественности // Русский Вестник. 1998. № 16-17.
24 Россия под властью масонов // Русский вестник. 1999. № 44-47. Специальный выпуск.
25 Чистяков Г. П. Откуда зта злоба ? // Русская мысль. 1996. 10 октября.
26 Зарница возрождения // Русский партизан. 2000. № 3.
27 Дудко Димитри. Причина всему – золотои телец // Русь Державная. 1999. № 1.
28 Кураев Андрей, диакон. Как делают антисемитом. М., 1998. С. 71.
29 Миронова Татьяна. Православный русский перед лицом господстующего зла // Русский вестник. 1996. № 2.
30 Экстремисты // Память. 2000. № 1.
31 Симонович Леонид. Утвердится ли в России « русская ересь» // Сайт СПХ (http://www.pysskie.com/simonovich/heresy.htm).
32 Алферов Н. Христофагия // Черная сотня. 1997. № 47
33 Интервью Д.Д. Васильева по поводу предстоящих выборов московского градоначальника // Память. 1999. № 3.
34 Верховский Александр, Политическое православие, Москва 2003, с. 127ю
35 Степанов Анатолий. Какой быть будущей Российской Империй? // Русская линия. Политинформация 29 мая 2000 года (http : //www.rusk.ru/Patriot/Polinf/pi29_05.htm).
36 Осипов Владимир. Какая пвртия спасет Россию? //Информ: 600 секунд. 1995. № 10.
37 Быков А. И. Наша историческая задача – остаться русскими!//Русский дом. 2000. № 10.
38 IVВсемирный Русский Народный Собор. Из выступления вице-президента Международного фондамславянской писменности и культуры В. И. Большакова//Русский вестник. 1997. № 15-17.
39 Алексий (Остаев), священник. Глупость или подлость?//Черная сотня. 1997. № 52-53.
40 Карпов Д. С. Севастополь, Крым, Украина – исконно российские земли//Ченая сотня. 1997. № 49-50.
41 «Главное – сохранить память Божию». Беседа с архимандритом Валаамского Спасо-Преображенского монастыря Панкратием // Русское воскресение. 2001. 2 октября (http://www.voskres.ru/interview/opankr.htm).
42 Сухарев Ю.В. Наше оружие – дух, крест: В поисках идеологии // Русский дом. 2000. № 8.
43 Колымагина Александра, Колымагин Борис. разделаться со всеми // НГ – Религии. 2000. 23 февраля.
44 Цит. по: Комаров Евгений. Крест на совести // Новые известия. 1998. 13 августа.
45 Верховский Александр, Политическое православие, Москва 2003, с. 35.
46 Цит. по: Верховский Александр, Политическое православие, Москва 2003, с. 34.
47 Семенко Владимир. Метафизика апостасии: О духовно-метафизических истоках кризиса современной цивилизации // Евразийский вестник. 2002. № 14 (http://www.e-journal.ru/p_relig-st1-14.html).
48 Рыбин В. Мистический смысл гибели «Курска»//Русский вестник. 2001. № 3-4.
49 Жевахов Николай, князь. Причины гибели России//Русь Православная. 1997. № 2.
50 Обращение Святейшего Патриарха Московского и всея Руси Алексия II к клиру и приходским советам храмов г. Москвы на Епархиальном собрании 15 декабря 2001 года//Бердск Православный. 2002 (http://berdsk.new.narod.ru/news/obrashen 1.htm) (далее – Обращение Патриарха 2001 года).
51 Благовест-Инфо. 2000. № 15.
52 Штильмкрк А. Р. Выступление редактора «Черной Сотни» на первом Конгрессе Православной ессй//Черная сотня. 2000. № 79-80.
53 Круглый стол «Цифровая идентификация личности (ИНН, личные коды и др.) как основа глобализационного процеса; ее оценка общественными и религиозными организациями»//Сербский крест. 2001. № 17.
54Анищенков В. Власть в России в насоящем и будущем//Русский вестник. 1999. № 38-39.
55 Чтобы иметь Отечество, надо отнятьего у других //Память. 1999. № 1.
56 Священник Русской православной церкви, иерей Валерий. К русскому витязю// Сайт К Гордеева. 2001. (http://www.kongord.ru/Index/Prison/rusvitaz.html).
57 Штильмарк А.Р. Церковь и политика//Черная сотня. 1998. № 59-60.
58 Солуянов Александр.Наше поле духа даст добрые всходы. // Руский вестник. 2001. № 5-6.
59 Константин Душенов. Россия на рубеже веков: Круглый стол на Истфаке. 27 апреля 2001 г.// Русское обозрение (http://www.rusk.ru/Patriot/Polinf/po3.htm).
60 Тихон (Шевкунов), архимандрит. Приглашение, о котором так долго и упорно твердили все средства массовой информации, не состоялось//Православие.Ру. 2000. 6 июня(http://www.pravoslavie.ru/news/06_05/glav.htm)
წყარო
წყარო
Комментариев нет:
Отправить комментарий