понедельник, 22 сентября 2014 г.

NASA-მ რუსულ კოსმოსურ ხომალდებზე უარს ამბობს


კოსმოსურ ტექნიკას NASA-სთვის დღეიდან კომპანია Boeing და SpaceX ააგებენ, აღნიშნულ კომპანიებთან 6.8 მილიარდიანი კონტრაქტი გაფორმდა.
ამერიკის საერთაშორისო კოსმოსური სააგენტო რუსულ ხომალდებზე უარს ამბობს, კოსმოსურ ტექნიკას NASA-სთვის დღეიდან კომპანია Boeing და SpaceX ააგებენ, აღნიშნულ კომპანიებთან 6.8 მილიარდიანი კონტრაქტი გაფორმდა. პირველი ფრენა კი ახალი ხომალდით 2017 წელს განხორციელდება. NASA საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების გასაყვანად რუსულ რაკეტებს იყენებდა, მას შემდეგ რაც 2011 წელს Shuttle პროგრამამ ფუნქციონირება შეწყვიტა. ამერიკული მხარის განცხადებით, რუსული ხომალდით „სოიუზით“ ერთი ასტრონავტის ორბიტაზე გაშვება მათ 70 მილიონზე მეტი უჯდებოდათ, რაც მათი თქმით ძალიან ძვირია.

„პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციამ, მისი მუშაობის დაწყებისთანავე მკაფიოდ თქვა, რომ ისეთი ძლევამოსილი ქვეყანა როგორიც ამერიკაა, თავის კოსმოსურ პროგრამებში არ უნდა იყოს დამოკიდებული სხვა ქვეყნებზე- აცხადებს NASA-ს ხელმძღვანელი ჩარლი ბოლდენი. - ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი ნაბიჯი იმისკენ, რომ ამერიკული კოსმოსური ხომალდები გაშვებული იყოს ამერიკის მიწიდან, 2017 წლიდან კი ჩვენ სრულიად გავთავისუფლდბით ამ სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებისგან“-აცხადებს ის.
შეგახსენებთ, რომ ნასა (NASA - National Aeronautics and Space Administration) — აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოა აშშ-ში. დაარსდა 1958 წლის 29 ივლისს.
არსებობის 54 წლის მანძილზე, NASA–ს ბევრი დამარცხება და ბევრად უფრო მეტი გამარჯვება ხვდა წილად. ის იყო ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი იარაღი დაა ფლაგმანი კოსმოსურ რბოლაში (Space Race) საბჭოთა კავშირთან. კოსმოსის კვლევისა და ათვისების საკითხებში საბჭოეთის პიონერობა და წარმატებები აღმოჩნდა ის კატალიზატორი ამერიკისთვის, რომელმაც სათავე დაუდო დღეისათვის ისეთ ძლიერ სამეცნიერო–კვლევით ცენტრს როგორიცაა NASA, რომელსაც თავისი მაშტაბურობითა და პროექტების გრანდიოზულობით ვერ შეედრება ვერც ერთი ევრაზიული კოსმოსური ცენტრი.


Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий