ყოფილი სახელმწიფო თანამდებობის პირი ნუგზარ (სულა) სულაშვილი, რომელსაც შეხება ჰქონდა საიდუმლო დოკუმენტებთან და საბჭოთა დროს სპეცსამსახურების მიერ გადაბირებული აგენტების სიასთან, „ფეისბუქში“ წერს, რომ როცა დრო დადგება, ამ კუთხით ერთ საინტერესო ისტორიას მისი ნდობით აღჭურვილი პირი საზოგადოებას გააცნობს.
მანამდე კი ნუგზარ სულაშვილი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ ეპიზოდს იხსენებს: „მაშინ, სახელმწიფო საინფორმაციო სადაზვერვო სამსახურის მინისტრის ერთ ერთ მოადგილედ მხედრიონელი თემურ ხაჩიშვილი დაინიშნა... ერთ დღესაც მირეკავს და მთხოვს, ყველა აგენტურული სიის კართოტეკები, რომელიც ფოტონეგატივებით შემორჩა არქივს, მისთვის მიმეწოდებინა...
იცოდა, რომ მე და რამდენიმე მაღალ ჩინოსანს კგბ-ს ყოფილმა ოფიცრებმა გადმოგცვეს იმ მასალების ფოტო ასლები, რომელის ორიგინალებიც რუსეთის დავალებით ცენტრალურმა კომიტეტმა მოსკოვში გადაიტანა. ამ პერიოდში, რამდენიმე პიროვნება ვამუშავებდით დაშიფრულ აგენტურას, რაშიც აქტიურად გვეხმარებოდნენ უშიშროების პოლკოვნიკი გურამ თვაური და ვასო კვირიკაშვილი.
ინფორმაციამ გაჟონა და დაიწყო ჩვენზე ზეწოლა... ძირითადად ამ მიმართულებით აქტიურობდნენ ქაშუეთის ეკლესიის ყოფილი მღვდელი, ზედმეტსახელად "მამაო" რომელიც ხაჩიშვილმა ერთ-ერთი განყოფილების უფროსად დანიშნა და თავად ჯაბა იოსელიანი, რომელიც მინისტრის, ირაკლი ბათიაშვილის ნათლიმირონი და უახლოესი მეგობარი იყო. დრო დადგება და ამ ისტორიას ერთი ჩემთვის სანდო ადამიანი გაგაცნობთ, მანამდე კი მინდა გითხრათ, რომ თუ ეს სიები გამოქვეყნდებოდა და მოხდებოდა ლუსტრაციის კანონი დღეს ზოგიერთი მეუფე ვეღარ დაგმოძღვრავდათ. სწორედ ამ მიზეზის გამო გამხადეს იძულებული სამსახური დამეტოვებინა. უბინძურესი პროვოკაცია მომიწყეს. გადაიბირეს ჩემი და ირაკლი ბათიაშვილის საერთო მეგობარი კახა ფეიქრიშვილი, რომელმაც ჩემი კაბინეტიდან სატაბელო იარაღის და საიდუმლო დოკუმენტაციების გაიტანა მოახერხა. (ნდობის ხარჯზე) ჩემმა კოლეგებმა რამდენიმე საათში დააკავეს ფეიქრიშვილი, რომელმაც ჩემივე კაბინეტში აღიარა ვისი დავალებითაც იმოქმედა.
მინისტრმა კი, რომელიც ამავდროულად ჩემი მეჯვეარე და ნათელმირონი იყო ულტიმატუმი წამომიყენა - ან ჩვენი საერთო მეგობარი უნდა გაგვეშვა ციხეში ან მე უნდა დამეტოვებინა სამასხური... რაღა თქმა უნდა კაცობა ვარჩიე, ვერ გავიმეტე 4 თვის ბავშვის მამა და ვერც საკუთარი სახელი“, - წერს ნუგზარ სულაშვილი „ფეისბუქზე“.
წყარო
წყარო
Комментариев нет:
Отправить комментарий