четверг, 25 сентября 2014 г.

მეცნიერების სენსაციური დასკვნა: 21-ე საუკუნეში ხეების ზრდის პროცესი დაჩქარებულია


ხეები გერმანიაში უფრო სწრაფად იზრდებიან და ბერდებიან, ვიდრე ადრეულ საუკუნეებში. მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) გრძელვადიანი სწავლის ფარგლებში მეცნიერებმა 1870 წლიდან მოყოლებული 600 000 ხის ზრდა შეაფასეს .
1960-იან წლებთან შედარებით ხეები დღეს ბევრად უფრო სწრაფად იზრდება. აღმოჩენა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარებმა გრძელვადიან ექსპერიმენტალურ კვლევების ანალიზზე დაყრდნობით გააკეთეს. ეს ტენდენცია 1870 წლიდან მოყოლებული მეცნიერების მიერ შეიმჩნეოდა. ჰანს პრეტცშის გუნდი დაკვირვებებს ატარებდა ტყის მასივზე, რომელიც შუა ევროპის დამახასიათებელი ვეგეტაციურ ზონად ითვლება.
წიფლები  70%-ით უფრო სწრაფად იზრდებიან, ვიდრე 50 წლის უკან. ნაძვების ზომა კი წინა წლებთან შედარებით 32%-ით სწრაფად იზრდება. თუ მხედველობაში გვექნება მთლიანი მარაგი წიფლები 30პროცენტით სწრაფად იზრდება, ხოლო ნაძვები 10%-ით. პრეტცშის განაცხადებით, დიდ ხეებს უფრო მეტი ადგილი სჭირდებათ, რაც საერთოდ ხეების რაოდენობის შემცირებას იწვევს.
მიზეზად მკვლევარები თბილ კლიმატს და გრძელ ვეგეტაციურ პერიოდს ასახელებენ. ამასთანავე გავლენას ახდენს  ნახშირბადის დიოქსიდისა  და აზოტის ზრდა ატმოსფეროში. მჟავე წვიმამ ხეების ზრდა ექსპერიმენტალურ მონაკვეთზე მხოლოდ დროებით შეასუსტა, განაცხადა პრეტცმა. გამოკვლევა ცოტა ხნის წინ ჟურნალ “Nature Communications” -ში გამოქვეყნდა.

Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий