ყურსასმენები, ბლენდერები, ლეპტოპები, მულტირობოტი, წაბლის ხეში ნაკვეთი ავეჯი, ბელუქსის ჭურჭელი, ხორცის მანქანა, აკვარიუმი აქსესუარებითურთ,... ეს არასრული ჩამონათვალია იმ საგნებისა, რომელთა შესაძენად მარნეულისა და ხუჯაბის ეპარქიას ადგილობრივმა ბიუჯეტმა 170 ათასამდე ლარი გამოუყო.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მოსახლეობის თითქმის 87% ეთნიკურად აზერბაიჯანელია.
წყარო
''მალე ბერები და სამღვდელოება შეიარაღებულ ჩაფრებად გადაიქცევით, რადგან თქვენი მიწების და ქონების დაცვას ვერ აუხვალთ, ვინმემ საქონელი არ შეიყვანოს თქვენს საძოვარზე, ვინმემ ხე არ მოჭრას თქვენ ტყეში, ან თევზი არ დაიჭიროს მდინარეში''.
(წმ.ნილოს სორელი)
უმძიმეს, სულის წარმწყმედ ცოდვად გვერაცხება დიდებული ტაძრები, ხატები, ბისონები, მიტრები, ჯვარ-პანაგიები მაშინ, როცა ტკბილხმოვან გალობასთან, სანთლების კვამლთან და გუნდრუკის ნელსუნელებასთან ერთად უამრავი მშიერ-მწყურვალი ბავშვის ტირილის ხმა სწვდება ზეცას.
წმიდა მაქსიმე ბერძენი
Комментариев нет:
Отправить комментарий