вторник, 27 мая 2014 г.

ლაბორატორიაში აღმოჩენილი 117-ე ელემენტი მალე სახელს შეიძენს


117-ე ელემენტი, რომელიც ლოურენსის სახელობის ლივერმორის ეროვნული ლაბორატორიის (აშშ) მკვლევარებმა და მათმა რუსმა თანამშრომლებმა პირველად აღმოაჩინეს, საერთაშორისო კონსორციუმმა ხელახლა აღმოაჩინა. ზუსტი და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირმა (IUPAC) უნდა დაამტკიცოს აღმოჩენილი ელემენტი მანამ, სანამ მას სახელს მიანიჭებენ.
117-ე ელემენტი, რომელიც ლოურენსის სახელობის ლივერმორის ლაბორატორიის მკვლევარებმა და მათმა საერთაშორისო თანამშრომლებმა 2010 წელს პირველად აღმოაჩინეს, უკვე ახლოსაა იმ ეტაპთან, რომ სახელი უწოდონ.
117-ე ელემენტის არსებობა და მისი 115-ე და 113-ე ელემენტებად დაშლა უკვე დადასტურებულია მკვლევართა მეორე საერთაშორისო ჯგუფის მიერ, რომელსაც მძიმე იონების კვლევის GSI ჰელმოლცის ცენტრის (ამაჩქარებლის ლაბორატორია, რომელიც გერმანიაში, დარმშტადში მდებარეობს) მეცნიერები ხელმძღვანელობდნენ. კვლევის შედეგები გამოქვეყნდება ჟურნალ Physical Review Letters-ის მომდევნო გამოშვებაში.
შემდგომი ნაბიჯი IUPAC-მა უნდა გადადგას. მან უნდა განიხილოს თავდაპირველი კვლევა, ასევე, ახალი აღმოჩენა და გადაწყვიტოს, საჭიროა თუ არა შემდგომი ექსპერიმენტები, რომ ელემენტის აღმოჩენა დაადასტუროს. აღნიშნული აღმოჩენის აღიარების შემდეგ კი IUPAC გადაწყვეტს, რომელ ინსტიტუტებს შეუძლიათ სახელის შეთავაზება.
ვრცლად: SPACE MART
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий