пятница, 11 апреля 2014 г.

როდესაც ელექტრონები თითქოს მასას კარგავენ


მატერიალურ გარემოში ელექტრონების ქცევის აღსაწერად ჩატარებული კვანტური გამოთვლების ფარგლებში ზოგჯერ ყველაფერი ისე ხდება, თითქოს ელექტრონების მასა იცვლება. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ისევ სინათლის სიჩქარეზე ნელა გადაადგილდებიან,გრაფენში ელექტრონები თითქოს უწონონი ჩანან. ფიზიკოსთა საერთაშორისო გუნდმა, რომლის წევრებიც CNRS-იდან არიან, ახლახანს აღმოაჩინა იგივე მოვლენა შენადნობში 3D -ში და არა ნახშირბადის ნანო-მილებისაგან ფორმირებად ფირფიტებში 2D-ში.
სურათზე: ნობელის პრემიის ლაურეტმა ფიზიკის დარგში, პოლ დირაკმა , შექმნა ახალი თეორია, რომელიც აღწერს ელექტრონების აირს დღეისათვის „ფერმი-დირაკის“ სახელით ცნობილი სტატისტიკის დახმარებით. მისი წყალობით, არნოლ ზომერფელდმა მოახდინა ლითონების გამტარობის ახსნა ფელიქს ბლოჰისა და ალან ჰერი უილსონის ნაშრომებზე დაყრდნობით. დირაკმა აგრეთვე აღმოაჩინა განტოლება, რომელიც ელექტრონების კვანტურ და  რელატივისტურ ქცევას აღწერს. აღსანიშნავია, რომ გრაფენში დირაკის ელექტრონები ისე იქცევიან, როგორც უწონო ფერმიონები. ეს-ეს არის, აღმოაჩინეს ამ ფერმიონების „ბიძაშვილები“.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე: http://www.futura-sciences.com


Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий