четверг, 6 марта 2014 г.

დიეტა და "ბედნიერების ჰორმონები" (ენდორფინები)



რა არის ენდორფინები?


ენდორფინები ბიოლოგიურად აქტიური ნაერთებია, რომლებსაც გამოიმუშავებს ნერვული სისტემა. ენდორფინებს ბედნიერების ჰორმონებსაც ეძახიან. თუ ადამიანს დიდი რაოდენობით აქვს ეს ჰორმონი, მუდამ ენერგიულია, გრძნობს ძალების მოზღვავებას, არის ოპტიმისტურად განწყობილი და აქვს ბედნიერების განცდა. ხოლო თუ ენდორფინების რაოდენობა მცირეა, ადამიანი ხდება აპათიური და „ყველაზე უბედური ადამიანი“ გონია თავი.



ენდორფინები აღაგზნებენ სიამოვნების ცენტრს, რომელის განთავსებულია ტვინში, სწორედ ეს გვაგრძნობინებს სიხარულს, სიმსუბუქეს და ძალების მოზღვავებას. ამავე პრინციპით მოქმედებს ნარკოტიკები, თუმცა ეს გასაკვირი არცაა, რადგან ენდორფინების ფორმულა ძალიან გავს მორფინს. აქედანვე მოდის ენდორფინების ზედმეტსახელი „შინაგანი მორფინი“, რაც მეტ ენდორფინებს გამოიმუშავებს ორგანიზმი, მით მეტად ბედნიერია ადამიანი.

დიეტა და "ბედნიერების ჰორმონები" (ენდორფინები)


ენდორფინები და დიეტა


ეს ჰორმონები გამოიყოფა ვარჯიშის შემდეგ, მას შემდეგ რაც ადამიანი დასახულ მიზანს მიაღწევს, რთული სიტუაციიდან გამოსვლის შემდეგ, ამის შემდეგ ორგანიზმი იღებს ჯილდოს- დადებით ემოციებს. ხოლო მაგ. სინდისის ქენჯნა, პირიქით ხელს უშლის ბედნიერების ჰორმონის გამოყოფას. ამითი შეიძლება აიხსნას დიეტის დარღვევის პერიოდები.

როცა ადამიანი ჭამს აკრძალულ პროდუქტებს, ამ დროს განიცდის სინდისის ქენჯნას და შესაბამისად ვერ იღებს ენდორფინების დოზას, რაც ხდის დეპრესიულს და აიძულებს ჭამოს კიდევ უფრო მეტი. ასე წარმოიქნება ჩაკეტილი სივრცე.

ამითი შეიძლება აიხსნას სიამოვნებაც, რომელსაც ადამიანი განიცდის არც ისე გემრიელი, მაგრამ ჯანმრთელი საკვების მიღების დროს. როცა ადამიანი შეგნებულად ანიჭებს უპირატესობას ჯანსაღ კვებას და უარს ამბობს საზიანო საჭმელებზე, ჩვეულებრივმა სალათის ფოთლებმაც შეიძლება ენდორფინების გამოყოფა განაპირობოს.

რატომ გამოუმუშავდება სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა რაოდენობით ენდორფინები


ენდორფინების მცირე რაოდენობით გამოყოფის მიზეზი არის ძალიან ბევრი. ამ პროცესზე შეიძლება უარყოფითად აისახოს ყოველდღიური სტრესი, ცუდი აღზრდა, ქრონიკული დაღლილობა, ანთებითი დაავადებები, ვირუსები და ენდოკრინული პრობლემები. ადამიანი, რომელიც მუდამ განიცდის იმედგაცრუებას, ან ხშირად ეხვევა სკანდალებში და აქვს ცუდი განწყობა, ვერ მიიღებს შესაბამისი რაოდენობის ენდორფინებს. შეიძლება ტვინმა სულ შეწყვიტოს მათი გამომუშავება. ამიტომაც ყველაფერს უნდა მოვეკიდოთ მარტივად, მივდიოთ ჯანსაღი ცხოვრების წესს, დავაფასოთ ის რაც გვაქვს, გვიხაროდეს წვრილმანებიც კი და თუ ასე მოვიქცევით თავს ბედნიერად ვიგრძნობთ.

დიეტა და "ბედნიერების ჰორმონები" (ენდორფინები)


როგორ გავზარდოთ ენდორფინების გამოყოფის რაოდენობა


თუ ტვინი არ გამოყოფს საკმარისი რაოდენობით ენდორფინებს, არ ღირს ხელის ჩაქნევა, რადგან სიტუაციის შეცვლა ძალიან მარტივად შეიძლება, ამისთვის საკმარისია დავიწყოთ მოქმედება:

შეიარეთ სპორტზდარბაზში ან ივარჯიშეთ სახლში ნახევარი საათით და თქვენი ენდორფინების რაოდენობა შეივსება.
დაგეხმარებათ სექსი რაც უფრო ხშირად გექნებათ სექსი, მით მეტი სიხარულის ჰორმონი გამოიყოფა თქვენს ორგანიზმში, გახსოვდეთ, მოძრაობა კარგი განწყობის და ჯანმრთელობის გარანტია.

გარდა ამისა ბედნიერების ჰორმონის დონის აწევა შეიძლება გარკვეული საკვებითაც. ასეთი საკვებია:

ციტრუსები, ყველი, ბანანი, მაკარონი, ზღვის პროდუქტები, ზღვის თევზი, ქათამი და წითელი ხორცი, ფერადი ბოსტნეული: პომიდორი, ბულგარული წიწაკა, სიმინდი, ჭარხალი, ნაყინი და ნუში.

შოკოლადი და ენდორფინების მატება თურმე მითია


ბევრი ჩვენგანი თვლის, რომ შოკოლადი ენდორფინების დონეს მაღლა წევს, მაგრამ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ: მისი მოქმედება ჩვენს ორგანიზმზე გაზვიადებულია, შოკოლადი შეიცავს მცენარეულ სტიმულატორებს, კოფეინს, თეობრომინს, თეოფილინს, ამ ნივთიერებებს აქვს უნარი ადამიანს თავი ენერგიულად აგრძნობინოს, თუმცა მათი დონე სისხლში საკმაოდ დაბალია იმისთვის რომ, ქონდეს რამე შედეგი. ენდორფინბის რაოდენობა შოკოლადში არც ისე ბევრია, მაშ რატომ გვინდება შოკოლადი პატარა სტრესის განცდის დროსაც კი, იკითხავთ თქვენ, პასუხი მარტივია, იმიტომ რომ გემრიელია, კარგი სუნი აქვს და სწრაფად წევს გლუკოზის დონეს სისხლში, იწვებს დანაყრების გრძნობას, ხოლო დანარჩენი, ამტკიცებენ მეცნიერები განპირობებულია ცრურწმენით.

ნუ იჯდებით სახლში ტელევიზორთან


გადით ქუჩაში, ირბინეთ ან სულათ იარეთ, სპორტი საუკეთესო გზაა ენდორფინების დონის მოსამატებლად, ეს განსაკუთრებით ეხება ცურვას, სირბილს და ნებისმიერ ხანგრძლივ ვარჯიშს.ვარჯიშის დროს რაღაც მომენტში იგრძნობთ ნამდვილ კაიფს, სწორედ ეს ნიშნავს ენდორფინების გამოყოფას.

ახალი შთაბეჭდილებები ასევე ხელს უწყობს ენდორფინების გამომუშავებას 
მაგალითად თეატრში ან კინოში წასვლა. ასევე საყვარელი მუსიკის მოსმენა, დამტკიცებულია რომ მუსიკა და ფერწერა დადებითად მოქმედებს ჩვენს განწყობაზე.

სიცილი და ულტრაიისფერი სხივები


ენდორფიების გამოყოფის გარდა სიცილი აუმჯობესებს იმუნიტეტს. ასევე დადებითად მოქმედებს ულტრაიისფერი სხივები, ასე რომ ისიამოვნეთ ზაფხულით და ზღვით, თუმცა აქ სიფრთხილეა საჭირო, ზედმეტი არ მოგივიდეთ.

სიცივე


კანადელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს რომ ხანმოკლე ფეხშიშველი სიარული თოვლზე ადამიანს ანთავისუფლებს დეპრესიისგან.

აკონტროლეთ თქვენი ფიქრები და მაშინვე შეცვალეთ ნეგატიური აზრები პოზიტიურით. ეს გარანტირებულად გაგიუმჯობესებთ ხასიათს.

წყარო: mary.ge
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий