пятница, 22 ноября 2013 г.

კვანტური ნახტომი დიაბეტის განკურნების გზაზე


       ეს ის შემთხვევაა, როცა ცხოვრება მეორედ დაბადების შანსს გაძლევს მაშინაც კი, თუ სიცოცხლის გადასარჩენად დონორი არ მოიძებნა. პროფესორმა ზურაბ კაკაბაძემ ადამიანის დაავადებულ ორგანოთა შეცვლა ახალი ორგანოების შექმნით გადაწყვიტა და მოახერხა კიდეც. იმისათვის, რომ ორგანო გადაინერგოს დონორი საჭირო აღარ იქნება. თუ ვიმსჯელებთ რამდენ ადამიანს აქვს გულის მწვავე დაავადებები, თირკმლის უკმარისობა, დიაბეტი ან ციროზი, იოლი წარმოსადგენია რამდენი ადამიანი ელოდება საქართველოში ორგანოთა ტრანსპლანტაციის დანერგვას. თუმცა, მთავარი პრობლემა საქართველოში დონორების არარსებობა, მსოფლიოში კი ამ ოპერაციების კატასტროფული სიძვირეა. ყველა ეძებს გამოსავალს, რომელსაც პროფესორმა ზურაბ კაკაბაძემ ქსოვილების ბიოინჟინერიაში ანუ ახალი ორგანოების შექმნაში მიაგნო.
       ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში მხოლოდ C ჰეპატიტის ვირუსით 300000 ადამიანია ინფიცირებული, რაც მოსახლეობის 7-8%-ს შეადგენს. რადგან, დღესდღეობით, C ჰეპატიტის სამკურნალო საშუალებები არასრულყოფილია, მის გართულებად სხვადასხვა ტიპის ციროზი გვევლინება. სამწუხაროდ, დაავადებულთა უმრავლესობას ესაჭიროება ღვიძლის გადანერგვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი განწირულები არიან. რაც შეეხება დიაბეტს, ამ პათოლოგიით მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, 300 მილიონი ადამიანია დაავადებული.დღესდღეობით, მსოფლიოში დიაბეტის მკურნალობის პერსპექტიულ მეთოდად დონორის პანკრეასიდან აღებული ლანგერჰანსის კუნძულების (ინსულინის მაპროდუცირებელი უჯრედები) გადანერგვა მიიჩნევა.
        "სამწუხაროდ, საქართველოში დონორის ინსტიტუტის არარსებობის გამო, ამ ტიპის ოპერაციების წარმოება.  ამ ეტაპზე შეუძლებელია. თუ ქვეყანაში არ არსებობს დონორის ინსტიტუტი, იგი ვერ შევა საერთაშორისო რეესტრში და, შესაბამისად, ვერ მიიღებს სხვა ქვეყნებიდან დონორულ ორგანოებს. თუმცა, პაციენტებს შეუძლიათ მიმართონ მსოფლიოს სხვადასხვა კლინიკებს, სადაც ორგანოების ტრანსპლანტაცია ხორციელდება, მაგრამ ეს ოპერაციები ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. მაგალითად, საფრანგეთში დონორული ღვიძლის ტრანს­პლანტაცია უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის დაახლოებით 200 000 ევრომდე ღირს. გარდა ამისა, მსოფლიოში დონორული ორგანოების დიდი დეფიციტიც აღინიშნება. ამ პრობლემიდან გამოსავალს ბევრი ქვეყანა ეძებს", _ ამბობს პროფესორი ზურაბ კაკაბაძე, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს.
       დღესდღეობით, პოპულარულია ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის მეთოდი, თუმცა, ეს მხოლოდ ხიდია დონორის ორგანოს გადანერგვამდე. პაციენტისთვის დონორული ორგანოს მოსაძებნად გარკვეული დროა საჭირო, დაავადება კი ვითარდება და დრო არ ითმენს. ამიტომ, გამოიყენება ღეროვანი უჯრედები, რომელთა გადანერგვა დონორის ორგანოს მოძიებამდე ორგანიზმს ეხმარება. საქართველოში, ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, პრეზიდენტის პროგრამის ფარგლებში, ღვიძლის ციროზით დაავადებულ 40-მდე პაციენტს ღეროვანიუჯრედების ტრანსპლანტაცია უკვე გაუკეთდა. 13.11.2
       "როგორც ზემოთ ავღნიშნე, ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია ამ პაციენტებისათვის არის დროებითი ჩანაცვლებითი თერაპია. აქედან გამომდინარე, დონო­რული ორგანოს გადანერგვა გარდაუვალია."
          ბოლო წლების მონაცემებით, მსოფლიოს წამყვან კლინიკებში ამ პრობლემის გადასაწყვეტად მიმართავენ ქსოვილოვანი ინჟინერიის მეთოდებს, რომელიც ორი მიმართულებით ვითარდება. კერძოდ, უკვე შესაძლებელია ორგანოების გაზრდა სინჯარაში პაციენტის ორგანიზმში შემდგომი გადანერგვისთვის და მეორე გზაა ორგანოს გაზრდა თვით პაციენტის ორგანიზმში (აუგზილარული ორგანო).
     ქსოვილოვანი ინჟინერიის ორივე მიმართულება რევოლუციურია და, ახლო მომავალში, ბევრი დაავადების მკურნალობის ძირითად პრობლემას გადაწყვიტავს.
       "ჩვენი ინტერესის სფეროს წარმოადგენს ორგანოსგაზრდა თვით პაციენტის ორგანიზმში. ჯერ კიდევ 1997 წელს, საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებას წარ­­ვუდგინეთ პაციენტის ორგანიზმში ახალი­ ღვიძლის­ გაზ­რდის შესაძლებლობა.  ამისათვის გამოვიყენეთ ნაწლავის დემუკოზირებული იზოლირებული სეგმენტი,  რომელშიც ღვიძლის მიკროფრაგმენტები მოვათავსეთ.  2003 წელს კი ამ მეთოდის გამოყენებით ექსპერიმენტში დიაბეტიან ცხოველებზე მოვახდინეთ ინსულინმაპროდუცირებელი უჯრედების ტრანსპლანტაცია და მივიღეთ კარგი შედეგები."
       უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოში დიაბეტის სამკურნალოდ ინსულინმაპროდუცირებელი უჯრედები პაციენტის ღვიძლში კარის ვენიდან შეჰყავთ. ამ მეთოდის უარყოფითი მხარეა სხვადასხვა ტიპის გართულებები.
    "2011 წელს მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოებას დიაბეტის მკურნალობის მიზნით ინსულინ­მაპროდუცირებელი უჯრედების ტრანსპლანტა­ციის ალტერნატიული მცირეინვაზიური მეთოდი წარვუდგინეთ. მეთოდის არსი მდგომარეობს შემდეგში: პაციენტის ვენის ორივე ბოლო იკვანძება, ვენის სანათური ირეცხება სისხლისაგან და ივსება ინსულინმაპროდუცირებელი უჯრედებით."
        ამერიკელი მეცნიერების აზრით, ზურაბ კაკაბაძის გამოგონება შესაძლებლობების საზღვრებს გასცდა. ქართველი პროფესორის მიღწევით მაიამის დიაბეტის კვლევითი ინსტიტუტი დაინტერესდა. ინოვაცია, რევოლუცია, დიაბეტისგან განკურნების ბიოლოგიური მოდელი, კვანტური ნახტომი დიაბეტისგან განსაკურნებლად, რომელიც ორგანიზმში ბუნებრივი ინსულინის წარმოქმნას აღადგენს და სისხლში შაქრის დონის ნორმალიზებას იწვევს _ ასეთია ამერიკელი მკვლევარების და მეცნიერების შეფასებები.
       რევოლუციური ინოვაცია ავტორმა საქართველოში უკვე დააპატენტა, საერთაშორისო პატენტის აღებაში კი მას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ეხმარება. უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე ამბობს, რომ გამოგონება, რომელიც მნიშვნელოვან დარგს ეხება, თავისთავად საინტერესოა, საერთაშორისო დაპატენტება კი საჭიროა, რადგან ეს არის ქართული ნოუ-ჰაუ, ქართული გამოგონება.
13.11.1       "ინოვაციის საერთაშორისო არენაზე გატანა მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო: ჯერ ერთი, ამ გამოგონებას უკვე ძალიან დიდი და კარგი რეზონანსი ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, მეორე _ საქართველო ძალიან ღარიბია საერთაშორისო პატენტებით და მესამე _ უნივერსიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი გამოგონება."
       "ის, რაც ძალიან ძვირია კონკრეტული მეცნიერისათვის, არ არის ძვირი უნივერსიტეტისთვის. უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო პატენტების აღების პრაქტიკა და საერთაშორისო საპატენტო მოძრაობაში ჩართვა. პროფესორები უნდა იყვნენ დარწმუნებულები, რომ თუ ღირებულ გამოგონებას შექმნიან, უნივერსიტეტი მათ დაეხმარება საერთაშორისო პატენტის აღებაში", _ აცხადებს გიგი თევზაძე.
       "დღესდღეობით ვმუშაობთ ახალი ქსოვილებისა და ორგანოების შექმნაზე. ამისათვის შევიმუშავეთ ორგანოების დეცელულარიზაციის, ლიოფილიზა­ციისა და რეცელულარიზაციის ახალი მეთოდები, რაც საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ქსოვილოვანი მატრიქსი და, მის საფუძველზე, შევქმნათ სვადას­ხვა ქსოვილი და ორგანო. ის, რაზეც მე ვილაპარაკე მართლაც ფანტასტიკის სფეროდანაა, მაგრამ ასეა", _ განმარტავს ზურაბ კაკაბაძე. მისი ამბიციური მიზნების განხორციელების შემთხვევაში კი შედეგები ბევრად ფანტასტიკური იქნება.
წყარო : ჟურნალი აღმოაჩინე საქართველო; 2013

Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий