пятница, 13 сентября 2013 г.

საფრანგეთი აიძულებს მეწარმეებს, მათ პროდუქციაში ნანონაწილაკების არსებობის შესახებ განაცხადონ / La France oblige les industriels à déclarer les nanoparticules dans leurs produits


საფრანგეთი ევროპაში პირველია. რეგულაციის ინიცირება  ჯერ კიდევ სურვილის დონეზეა, და მაინც, გვიან, მაგრამ  ნელ-ნელა ავსებს საგანგაშო სიცარიელეს. პირველი იანვრიდან იმ პროდუქციის ფაბრიკანტები და დისტრიბუტორები, რომლებიც ნანონაწილაკებს შეიცავს, იძულებულნი იქნებიან, განაცხადონ ამის შესახებ სანიტარული უშიშროების ეროვნულ სააგენტოში, რათა უზრუნველყონ მიკვლევადობისა და ინფორმაციის საჯაროობის მინიმუმი და ბაზარზე გატანილი პროდუქციის აღწერა.
მაშინ, როცა უკვე არაერთი წელია, ნანოტექნოლოგიები ვრცელდება ისეთ მრავალფეროვან დარგებში, როგორიცაა მედიცინა, ელექტროობა, ენერგეტიკა, თუ კვების მრეწველობა, საფრანგეთის ეს ინიციატივა შთაგონების წყაროდ იქცა სხვა ევროპული ქვეყნებისთვისაც:  დანია ამ ვალდებულების დაკანონებას 2014 წლიდან გეგმავს, ბელგია, ნიდერლანდები და იტალია კი დეკლარირების ნებასურვილზე დაფუძნებას აპირებს.
ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე: http://www.lemonde.fr




Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий