воскресенье, 15 сентября 2013 г.

იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი– (ეპიზოდი)


ლათინთა იმპერიის უკანასკნელი იმპერატორი – ბალდუინ II დე კურტენე (1217-1273 წლები),ისეთ ეკონომიკურად გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა,რომ მისმა ბიზანტიელმა ვასალებმა ვალის გადახდის გირაოდ,ვენეციელ მევახშეებს ფასდაუდებელი რელიქვია - იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი - საიმპერატორო ეგვტერიდან გაატანინეს.
ვალის გადახდის ვადა რომ ამოიწურა და მევახშეებს რელიქვია უნდა დაებრუნებინათ,ბალდუინი მიხვდა,რომ ვერასოდეს მოაგროვებდა გამოსასყიდად საჭირო თანხას და ვერ დაიბრუნებდა იესოს გვირგვინს. ამიტომ ბალდუინმა სასწრაფოდ აფრინა დესპანები საფრანგეთში,ლუი IX წმინდასთან (1214-1270 წლები),რათა მოლაპარაკება დაეწყოთ ამ სიწმინდის გაყიდვაზე.მეფე ლუიმ თანხმობა განაცხადა გარიგებაზე,ვენეციაში ორი დომინიკელი ბერ წარგზავნა,რათა ბალდუინის ვალი გადაეხადათ და სათანადო წესების დაცვითა და პატივის მიგებით წმინდა განძი პარიზში წამოებრძანებინათ.ამ მსვლელობის შესახვედრად,რომელიც იესოს გვირგვინს მოასვენებდა,ქალაქ ტრუაში თავად ლუი წმინდა ჩავიდა და ფეხშიშველმა,პერანგის ამარამ საკუთარ ხელზე დასვენებული ატარა წმინდა გვირგვინი პარიზის ქუჩებში.შემდეგ,კი მადლიერების გამოსახატავად და ამ დანაკლისის ასანაზღაურებლად,ბალდუინს დამატებით გაუგზავნა ათი ათასი ვერცხლის მარკა.ძვირფასი რელიქვიის შესანახად მეფემ თავის სასახლეში წმინდა სამლოცველო ააშენა,რომელიც ადამიანის ხელით ოდესმე შექმნილ საგანძურთაგან ყველაზე დიდებული იყო. ამჟამად იგი ცარიელია,განძეული და ყველა სიწმინდე გაქრა,მაგრამ იესოს გვირგვინი ამჟამადაც ინახება პარიზის ღვთისშობლის ტაძარში.

მსგავსი თემები:
იესოს სუდარის საქმე - ახალი მტკიცებულებები
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий