понедельник, 26 августа 2013 г.

ნიკოლას ვუიჩიჩი- ცხოვრება კიდურების გარეშე


ის  მათი დიდი ხნის ნანატრი შვილი იყო. მამა მშობიარობას ესწრებოდა. მან დაინახა ახალშობილის მხარი. რა ხდება? მას ხელი არ აქვს. ბორის ვუიჩიჩმა მხოლოდ იმის მოფიქრება მოასწრო, რომ პალატა სასწრაფოდ უნდა დაეტოვებინა,რომ მის ცოლს მეუღლის სახის ცვლილება არ შეემჩნია. მალე მამასთან ექიმი მივიდა.
- ჩემი შვილი! მას ხელი არ აქვს?
- არა, თქვენს შვილს არც ხელები აქვს და არც ფეხები.
ექიმები დედას შვილს არ აჩვენებდნენ.



რატომ?
ნიკოლას ვუიჩიჩი ქვეყანას მელბურნში, ავსტრალიაში, სერბი ემიგრანტების ოჯახში მოევლინა. დედა- ექთანი, მამა - მღვდელი. ყველას ერთი კითხვა აწუხებდა.რატომ? რატომ დაუშვა უფალმა ეს? ორსულობა ნორმალურად მიდინარეობდა. გენეტიკურად ყველაფერი რიგზე იყო. თავდაპირველად დედა ახლოს ვერ იკარებდა ახალშობილს. ვერ იხუტებდა, ვერ აჭმევდა.- ''წარმოდგენა არ მქონდა როგორ უნდა წამეყვანა ბავშვი სახლში. რა გამეკეთებინა, როგორ მომეარა მისთვის'' იხსენებს ნიკის დედა, დუშკა ვუიჩიჩი. - არც ის ვიცოდი ვისთვის უნდა მიმემართა დახმარებისთვის. თავად ექიმებიც განცვიფრებულები იყვნენ. გონს მხოლოდ ოთხი თვის შემდეგ მოვეგე. მე და ჩემმა მეუღლემ პრობლემების მოგვარება დავიწყეთ...''
ნიკს მარცხენა მხარეს ტერფის მსგავსი წანაზარდი აქვს. ამის საშუალებით მან ისწავლა სიარული, ცურვა, კომპიუტერის მოხმარება, დაკვრა და წერა. ის გახლდათ პირველი ინვალიდი ავსტრალიის ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში.
- მასწავლებლების მხრიდან ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვგრძნობდი- იხსენებს ნიკი. - მეორეს მხრივ, მართალია მყავდა ორი მეგობარი, რომელთანაც საერთო ენას ვნახულობდი, მაგრამ თანაკლასელებისგან გამუდმებით მესმოდა : <ნიკ, წადი!>, < ნიკ, შენ არაფერი არ იცი!> , <ჩვენ არ გვინდა შენთან მეგობრობა!>, < შენ არარაობა ხარ!


თვითმკვლელობის მცდელობა
ნიკი ყოველდღე ლოცულობდა და სთხოვდა უფალს საჩუქარს ხელ-ფეხის სახით. ის ყოველღამე ტიროდა, იძინებდა იმ იმედით რომ ერთხელაც გაიღვიძებდა და კიდურები ექნებოდა. მშობლებმა ნიკს ხელოვნური ხელები უყიდეს, თუმცა ისინი ძალიან მძიმე იყო და ბავშვმა ვერ შეძლო მათი ტარება.
ყოველ კვირას ნიკი ეკლესიის კუთვნილ სკოლაში დადიოდა მეცადინეობებზე. იქ მას ასწავლიდნენ ,რომ უფალს ყველა უყვარს. ნიკი ვერ ხვდებოდა როგორ შეიძლებოდა ასე ყოფილიყო. მაშინ რატომ არ მისცა უფალმა მას ის რაც დანარჩენებს ჰქონდათ? პატარასთან ხშირად მიდიოდნენ უფროსები და ეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.  ''მე ვერ ვხვდებოდი რა შეიძლებოდა ყოფილიყო კარგად. ვერავინ მიხსნიდა ამას. ერთხელ თავის დახრჩობა გადავწყვიტე. დედას ვთხოვე აბაზანაში შევეყვანე. ვტრიალდებოდი სახით წყლისაკენ, მაგრამ რთული აღმოჩნდა გაძლება. არაფერი გამომივიდა. შემდეგ უცებ წარმოვიდგინე საკუთარი დასაფლავება. როგორ დგანან დედა და მამა.. აქ მივხვდი რომ მე თვითმკვლელობა აღარასდროს არ უნდა მეცადა. ყველაფერს რასაც ჩემი მშობლებისგან ვხედავდი- ეს ჩემდამი სიყვარული იყო''


იმედი, ჭეშმარიტება, რწმენა
ნიკს მეტჯერ აღარ უფიქრია თავის მოკვლა, მაგრამ ყოველთვის ერთი კითხვა აწუხებდა რისთვის უნდა ეცხოვრა? მას არ შეეძლო მუშაობა, ხელსაც კი ვერ ჩასჭიდებდა საცოლეს,  ვერ აიყვანდა შვილს როცა ის ტირილს დაიწყებდა. ერთხელ დედამ წაუკითხა სტატია მძიმედ ავადმყოფ ადამიანზე, რომელიც ამხნევებდა და მხარში ედგა სხვა ადამიანებს. დედამ მას უთხრა:
 - ნიკ, შენ უფალს სჭირდები. არ ვიცი როგორ, არ ვიცი როდის, მაგრამ შენ შესძლებ მის მსახურებას.
უკვე 15 წლის ასაკში ნიკმა გააცნობიერა თუ რისთვის უნდა ეცხოვრა. - უფალი არ პასუხობდა ჩემ ლოცვებს, ესეიგი მას უნდოდა შეეცვალა  ჩემი გული და არა მდგომარეობა. დღეს თუნდაც მქონდეს ხელები და ფეხები ალბათ მათ ასეთ მნიშვნელობას აღარც მივანიჭებდი. ეს მე არ მიშველიდა. სამყარო ვერაფერს მაძლევდა. მხოლოდ უფლის წყალობით შევძელი ჭეშმარიტების პოვნა. იმის გაცნობიერება თუ ვისთვის ან რისთვის ვცოცხლობ, სად წავალ სიკვდილის შემდეგ. რწმენის გარეშე აზრი არაფერს აქვს.ცხოვრება ძალიან მძიმეა, აქ ბევრი ტკივილია. აუცილებელია გწამდეს, გჯეროდეს ჭეშმარიტების. ჩემი რწმენა ზეცაშია. თუ ბედნიერებას მატერიალურ ღირებულებებს დაუკავშირებ ის დროებითი იქნება.


საიდან დაიწყო ყველაფერი

19 წლის ნიკი უნივერსიტეტში ფინანსებს სწავლობდა. ერთხელ მას შესთავაზეს სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოსულიყო. ნიკს 7 წუთი ჰქონდა. უკვე 3 წუთის შემდეგ ნახევარი დარბაზი ტიროდა. ერთიო გოგონა ვერაფრით ჩერდებოდა. მან აწია ხელი და იკითხა შეიძლებოდა თუ არა სცენაზე ასულიყო და ნიკს მოხვეოდა. გოგონა ნიკის მხარზე გაუჩერებლივ ტიროდა.<ჩემთვის დღემდე არასდროს უთქვამთ რომ ვუყვარვარ, არ უთქვამთ, რომ ლამაზი ვარ ისეთი როგორიც ვარ. ჩემი ცხოვრება დღეიდან შეიცვალა>
გამოსვლის შემდეგ სახლში დაბრუნებულმა ნიკმა მშობლებს განუხადა,რომ იცოდა რითი უნდა დაკავებულიყო.
წელიწადში 10 თვე, 20-ზე მეტი ქვეყანა, 3 მილიონზე მეტი ადამიანი, სკოლებში, უნივერსიტეტებში, თავშესაფრებში, ციხეებში, სტადიონებზე... ნიკოლას ვუიჩიჩი ნამდვილ ორატორად იქცა. ის წელიწადში დაახლოებით 250-ჯერ გამოდის სიტყვით. ნიკი თავისი ცხოვრების ისტორიითა და რწმენით უამრავ ადამიანს ამხნევებს, მატებს ძალას და ეხმარება მოტივაციის ამაღლებაში. მას უთვალავი მოწვევები აქვს სხვადასხვა ქვეყნებიდან. მისი მოსმენა ყველას სურს...



" ერთხელ ჩემთან მოვიდა ახალგაზრდა ბიჭი. მან  მითხრა <დღეს ხელში დანა მეჭირა და სარკეში ვიხედებოდი. ეს დღე ჩემთვის უკანასკნელი უნდა ყოფილიყო. შენ მე გადამარჩინე..

და ასე დაუსრულებლად. ნიკოლას ვუიჩიჩი ადამიანებს ცხოვრების მაგალითს აძლევს...


- მოგესალმებით. დიდი მადლობა მოწვევისათვის. ნება მიბოძეთ წარმოგიდგეთ. მე მქვია ნიკ ვუიჩიჩი და მე არ მაქვს არც ხელები, არც ფეხები.სამაგიეროდ მაქვს ქათმის ფეხი, რომელსაც დასარტყამი ინსტრუმენტის ჯოხივით ვიყენებ.

(უკრავს. სიცილი და აპლოდისმენტები)
- მოგწონთ? აი  კიდევ...
- აი ასე. ახლა კი უნდა გითხრათ, რომ ცხოვრებაში ყველას გვიხდება დაცემა. და ეს დაახლოებით ასე ხდება
(აჩვენებს)
- რას აკეთებთ როცა ეცემით?
(ვდგებით. შეძახილები დარბაზიდან)
-ზუსტად, ზუსტადაც რომ. ეს ყველამ იცის. წაიქეცი- ადექი, თუნდაც იმიტომ, რომ სიარულის სხვა შესაძლებლობა არ არის.
(დარბაზში იცინიან)
-ზოგჯერ ისე ხდება, რომ ეცემი და გეჩვენება თითქოს ასადგომად ძალა არ გყოფნის. თქვენ როგორ ფიქრობთ? გააქვთ წამოდგომის შანსი?
აი, მე, ვწევარ თქვნს წინაშე, სახით მაგიდისკენ... და ჩანს, ჩანს რომ ადგომა შეუძლებელია- მე ხომ ხელები და ფეხები არ მაქვს. ჩანს თითქოს თუნდაც 100-ჯერ ვცადო,   მაინც არაფერი  გამომივა, მაინც დავეცემი- სახით მაგიდისკენ. როგორ ფიქრობთ, უკან თუ დავიხევ, თუ დავნებდები ადგომის შანსი როდესმე მექნება? არა!
ამიტომ
კვლავ და კვლავ
ისევ და ისევ
ყოველი წარუმატებლობის შემდეგ. მე არ დავკარგავ რწმენას, არ დავნებდები. მე მინდა, რომ თქვენ იცოდეთ წარუმატებლობა ეს დასასრულია. მინდა რომ იცოდეთ ერთადერთი, რასაც მნიშვნელობა აქვს ეს არის ის თუ როგორ მიხვალთ ფინიშის ხაზამდე. ზუსტად ეს განსაზღვრავს გამარჯვებულს. უყურეთ. ადგომა ასე უნდა... და ამისათვის თქვენ ყოველთვის უნდა  იპოვოთ ძალა...

ნიკი ხელს ვერავის ართმევს, მაგრამ ის ათასობით ადამიანს ეხუტება. მას უყვარს სიცოცხლე... ის ბედნიერია...










Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий