четверг, 29 августа 2013 г.

ფსონი ქარზე: ამერიკელთა პროგნოზით, ენერგეტიკაში ცვლილებებია მოსალოდნელი


აშშ-ს ენერგეტიკის სამინისტროს ლორენს ბერკლის სახელობის ეროვნული ლაბორატორიის სპეციალისტებმა გამოაქვეყნებს მოხსენება, რომელშიც აღნიშნულია ქარის ენერგეტიკაში ინვესტიციების დაბანდების პერსპექტიულობა.
კვლევის თანახმად, ქარის ენერგეტიკა შეიძლება გახდეს გრძელვადიანი ფიუჩერსული გარიგების ახალი და ძალიან მიმზიდველი ობიექტი.
ფიუჩერსული გარიგება, ჩვეულებრივ, რომლის მიზანია საქონლის ფასის შეცვლის დაზღვევა, მოკლევადიანი პერიოდით იდება, ვინაიდან ამჟამინდელი ეკონომიკური მოდელის პირობებში პროგნოზის გაკეთება ნედლეულის ფასის მერყეობასთან დაკავშირებით ძნელია.
დღეს ენერგომატარებლების ბაზარზე, უმსხვილესი ამერიკული ბაზრის ჩათვლით, ბუნებრივი აირი დომინირებს. „ფიქალის რევოლუციის" წყალობით ბუნებრივი აირის ფასი უახლოესი პერსპექტივისათვის დაბალი იქნება. მაგრამ უფრო შორეული პერსპექტივისათვის ბუნებრივი აირის ფასი გაურკვეველია. ეკოლოგიური რისკის, ტრანსპორტირებასთან, მოპოვებასთან დაკავშირებული სირთულეებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინება ძალიან ძნელია, ამიტომ ფიუჩერსული გარიგება ბუნებრივ აირზე თითქმის არ იდება.
მაგრამ ქარის ენერგიის ფასი ფიქსირებულია, თანაც დაახლოებით ერთსა და იმავე დონეზე დარჩება ძალიან დიდხანს. ასე, აშშ-ში კომუნალური მომსახურების ბაზარზე გარიგება ქარის ენერგიაზე ფიქსირებული ფასთა დიაპაზონით ათწლეულების პერიოდით ფორმდება. ეს კი აძლევს ქარის ენერგეტიკას უნიკალურ კონკურენტულ უპირატესობას, რომელიც არა აქვს ნავთობსა და ბუნებრივ აირს.
სწორედ ამიტომ ზოგიერთ ქვეყანა ორიენტირებულია ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე. მაგალითად, აშშ-ში ფიქალის გაზის მოპოვებას მოჰყვა მასობრივი გადასვლა ქვანახშირისა და ნავთობის ენერგეტიკიდან აირის ენერგეტიკაზე. გამორიცხული არ არის, რომ აირზე მოთხოვნის მრავალჯერადი ზრდის კვალობაზე ცისფერი საწვავის ფასიც მკვეთრად გაიზრდება. ამ თვალსაზრისით ქარის ენერგია უფრო ხელსაყრელია, ვინაიდან აქ ღირებულების ასეთი მკვეთრი ნახტომი არ მოხდება.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий